x
მეტი
  • 28.10.2020
  • სტატია:104438
  • ვიდეო:348185
  • სურათი:469092
ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს საათი აქვს, რომელიც შეგვიძლია უკან დავატრიალოთ – თვითგანკურნების ბუნებრივი მეთოდი

image

თქვენში ბუნებრივი განკურნების ძალაა. ეს თქვენი ყველაზე ძლიერი იარაღია დაავადების წინააღმდეგ. თქვენი სხეული ბუნების სასწაულია და თვითგანკურნების გასაოცარ უნარს ფლობს.


სტატიაში მოცემული ინფორმაცია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციურია მათ შორის რაც კი ოდესმე გამოქვეყნებულა განკურნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ამდენად ეფექტურია, ფაქტებმა კი მოლოდინს გადააჭარბა, ადამიანები ამ მეთოდს მაინც სკეპტიკურად უდგებიან. ამიტომაც წარმოგიდგენთ უტყუარ მტკიცებულებას, თუ როგორ უნდა უმკურნალო საკუთარი თავს ნებისმიერი დაავადების დროს. სხვათა შორის, ამ ინფორმაციას არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან. გთხოვთ, რაციონალურად მიუდექით საკითხს. მკურნალობის აღნიშნული მეთოდის პრაქტიკულმა გამოყენებამ შესაძლოა მყისიერი შედეგიც კი მოგიტანოთ მინიმალური ძალისხმევით.


სულიერი განკურნების მეთოდი ვერ ჩაანაცვლებს ექიმისგან მიღებულ სამედიცინო რჩევებს. არასდროს შეწყვიტოთ მედიტაცია ან სამედიცინო მკურნალობა რომელსაც იმ მომენტში იღებთ.


სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა, რომ სულიერი მკურნალობა განკურნების ყველაზე სწრაფი გზაა!

გლორია გრონოვიცი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 27 წელია რაც ამ თემაზე მუშაობს. 2008 წელს ექსპერიმენტი ჩაატარა თერაპიული შეხების (იგივე, რაც სამკურნალო შეხება) ეფექტურობაზე. ექიმმა გრონოვიცმა გამოიყენა კონტროლირებადი ექსპერიმენტები, რომელის საფუძვლიანი ანალიზი შესაძლებელია სტატისტიკის გამოყენებით. აღნიშნულ ექსპერიმენტებამდე გლორია გრონოვიცს ეჭვი ეპარებოდა "თერაპიული შეხების" ეფექტურობაში.


ექსპერიმენტი შემდეგნაირად ჩატარდა:


  • ადამიანების უჯრედები დაყვეს 3 ჯგუფად
  • პირველ ჯგუფს მკურნალობდა გამოცდილი "თერაპიული შეხების" მკურნალი.
  • მეორე ჯგუფს მკურნალობდნენ მოუმზადებელი სტუდენტები.
  • მესამე ჯგუფის იგნორირება მოახდინეს.
  • შემდეგ მეცნიერებმა შეისწავლეს ეს უჯრედები.


ექიმ გრონოვიცის გასაკვირად, უჯრედები, რომელსაც ექსპერტი-მკურნალები მკურნალობდნენ, უფრო დიდი სიძლიერით გამოირჩეოდა და სწრაფადაც იზრდებოდა იმ უჯრედებთან შედარებით, რომელთაც მოუმზადებელი სტუდენტები კურნავდნენ ან არ იღებდნენ არანაირ მკურნალობას.


ექიმმა გრონოვიცმა თქვა, რომ თერაპიული შეხება ასტიმულირებს უჯრედების ზრდას სტატისტიკურად საყურადღებო სიჩქარით. უჯრედები ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება იმ უჯრედებთან შედარებით, რომელთაც არ მკურნალობენ. აქედან გამომდინარე, იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ არსებობს ძლიერი ენერგია, რომელიც შეიძლება გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეს – მოახდინოს მის უჯრედებზე გავლენა, განკურნოს დაავადება და შეამსუბუქოს ტკივილი.


გრონოვიცის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ისეთ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორიცაა: "The Journal of Alternative and Complementary Medicine" და "The Journal of Orthopedic Research."


სხეულის მერიდიანები – თქვენი ენერგიის გზები


თქვენს სხეულს ენერგიის ველი აქვს, რომელსაც "აურა" ეწოდება. ზოგჯერ ტრამვის გამო ჩვენში ნეგატიური ენერგიის აკუმულირება ხდება. ნეგატიური ენერგია კი თავის მხრივ წინაღობებს ქნმის და აჩერებს ბუნებრივი განკურნების უნარს.


ენერგია მიედინება თქვენი სხეულის მერიდიანებში. როდესაც ჯანმრთელი ხართ, ეს ენერგის თავისუფლად მოძრაობს. და თუ თქვენი ენერგიის ნაკადი ბლოკირებულია, მაშინ თავს ცუდად გრძნობთ. სულიერი მკურნალობა ხსნის ამ წინაღობებს მერიდიანებში. როგორც კი ბლოკირება მოიხსნება, თქვენი ენერგია თავისუფალ მიმოქცევას იწყებს, თავად კი თავს არაჩვეულებრივად კარგად გრძნობთ.


image

თვითგანკურნება


თვითგანკურნება ნეგატიური ენერგიის მოშორებით იწყება. ექიმები ათვალიერებენ თქვენს სხეულს, დაავადების დიაგნოზს სვამენ და გაძლევენ წამალს. თუმცა, მხედველობაში არ იღებენ თქვენს ფსიქო-ემოციურ და სულიერ მდგომარეობას, რასაც უდიდესი როლი აქვს განკურნების პროცესში.


სტრესი და მღელვარება დიდ ზეგავლენას ახდენს თქვენს სხეულზე, ასე რომ, სულიერი განკურნება ითვალისწინებს თქვენს ემოციებს მკურნალობის პროცესში. მიზეზი, რის გამოც ავდ ხართ, სწორედ ამ ნეგატიური ემოციებით ყალიბდება. მღელვარებისა და სტრესის გავლენის შედეგები დღესვე არ გამოვლინდება, თუმცა, რაღაც დროის მერე ავადმყოფობად მოგევლინებათ. თქვენ ეს არ გეცოდინებათ და დაიწყებთ სხვადასხვა გამომწვევი მიზეზების ძიებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიგიყვანთ არასაჭირო მედიკამენტებამდე. ყველა პრეპარატს კი გვერდითი ეფექტი აქვს.


არსებობს თვითგანკურნების სწრაფი და მარტივი გზა? რა თქმა უნდა, არსებობს. ფაქტობრივად ჩვენ ყველა ვფლობთ ამ საჩუქარს ბუნებისგან. თქვენ არ მოგიწევთ წლების მანძილზე ტანჯვა განკურნების მოლოდინში. შემდეგი ნაბიჯები ნამდვილად დაეხმარა მილიონობით ადამიანს მთელი მსოფლიო მასშტაბით, რასაც მეცნიერული ფაქტებიც ადასტურებს.


ბუნებრივი მკურნალობა


ბუნებრივი მკურნალობა ახდენს თქვენი დაავადების ძირითადი წყაროს იდენტიფიცირებას. თანამედროვე მედიცინა უმკლავდება მის სიმპტომებს; ბუნებრივ მკურნალობა იგებს ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზებს. ნეგატიური ენერგია თანამედროვე სამყაროში მცხოვრები ადამიანების 99%-შია. და ეს მათში შემდეგი მიზეზებით ვითარდება:


სტრესი


"შეებრძოლო თუ გაიქცე?" – ეს თქვენი გადარჩენის უძველესი მექანიზმია. გაუცნობიერებლად, უმრავლოსობა ჩვენგანი ააქტიურებს ამ მოწყობილობას დღეში დაახლოებით 30-ჯერ. "შეებრძოლო თუ გაიქცე" თრგუნავს თქვენს იმუნურ სისტემას. რატომ? რადგან სტრესის მომენტში თქვენი სხეული ფიქრობს, რომ მას დასჭირდება ყველა თავისი რესურსი რათა გაუმკლავდეს არსებულ სიტუაციას, შედეგად, ის დროებით თიშავს იმუნურ სისტემას. ეს ცუდია, რადგან თქვენ აღარ ხართ დაცული დაავადებებისგან. და კიდევ, უფრო ცუდი ის არის, რომ სტრესული სიტუაციის შემდგომ, თქვენს ორგანიზმს დრო სჭირდება სრულად ჩართას იმუნური სისტემა. თქვენი სისხლის წნევა და შაქრის დონე ასევე იმატებს "შეებრძოლე თუ გაიქცეს" დროს.



ტრავმის კვალი


ნებისმიერ ტანჯვას, რომელიც თქვენ გადაიტანეთ, შესაძლოა დაეტოვებინა კვალი თქვენი სხეულის მერიდიანებზე. თქვენ შეიძლება ვერ აცნობიერებთ ამ გავლენას და ამიტომაც არის ძალიან საზიანო. ტრამვის კვალი ასევე შეიძლება იყოს აქ იმ ტკივილის და ზიანის გამო რაც სხვებს მიაყენეთ.


ნეგატიური ფიქრები


ფიქრები ატარებენ ენერგიას თქვენს სხეულში. თუ თქვენი ფიქრები ნეგატიურია, მაშინ მერიდიანების ბლოკირება ხდება. ყველაზე ჩვეული ნეგატიური ფიქრები დაკავშირებულია შიშთან და მღელვარებასთან.


როგორ განვკურნოთ საკუთარი თავი?



image


გახსოვდეთ, განკურნება იწყება ნეგატიური ენერგიის წინაღობების მოშორებით სხეულის მერიდიანებიდან. თუ ამას არ გააკეთებთ, ყველაფერი – წამლები, ვარჯიშები, თერაპია, გაქარწყლდება. მაშინ იწყებთ ავადობას, როდესაც თქვენ სხეულში ენერგეტიკული ბალანსია დარღვეული, ასე რომ, რა გზით შეძლებთ განკურნოთ საკუთარი თავი და აღადგინოთ სხეულის ბალანსი? რა თქმა უნდა, ენერგიის შემაფერხებელი ფაქტორების მოშორებით.


მოეშვი


ეცადეთ სრულად მოეშვათ. ღრმად სუნთქვა ყველაზე სწრაფი გზაა მოსადუნებლად და სტრესის შესამცირებლად. ეს შეგიძლია მედიტაციის დროს გააკეთოთ. წარმოიდგინეთ ანკარა წყლის ჩანჩქერი, რომელიც ნაზად გესხმევათ და ასუფთავებს თქვენს გონებას და სხეულს.


დაასახელე


დაასახელე ის ტრამვები, რომელიც ცხოვრებაში გადაიტანე.

დაასახელე ის ტრამვები, რომელიც სხვას მიაყენე.


გონებაში კვლავ დაატრიალე


გონებაში გაიხსენეთ ტრამვული შემთხვევები, რომელიც თავს გადაგხდათ. თვალი გაუსწორეთ თქვენს განცდებს. შესაძლოა ამ მომენტში ემოციურობამ იმატოს თქვენში, თუმცა, ეს კარგის ნიშანია. ტირილი და დანაშაულის შეგრძნება მკურნალობის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს ძირეულად გეხმარებათ ტკივილისგან გათავისუფლებაში.


მიუტევე


მიუტევე მათ, ვინც ტკივილი მოგაყენათ. უნდა აპატიოთ, რომ გზა განაგრძოთ. ეს რთულია, თუმცა, აუცილებელი. პატიება წარსულის ტრამვებისგან გათავისუფლებთ.

ითხოვეთ პატიება მათგან, ვისაც ზიანი მიაყენეთ (გააკეთეთ ეს გულწრფელად თქვენს გონებაში). ბოდიშის მოხდით თქვენ შეტყობინებას აგზავნით, რათა მოგიტევონ და ცხოვრება გააგრძელოთ.


ნება დართე


ახლა ნება მიეცი საკუთარ სულს გათავისუფლდეს წარსულის ყველა ტანჯვისგან.


თავი უფრო მსუბუქად იგრძენი


წარმოიდგინე თავი უფრო მსუბუქად, რადგან ყველა ნეგატიური .წინაღობა გაუჩინარდა. image

დაპირებები


შესაძლოა ისეთი პირობები დადეთ, რომლის შესრულებაც ვერ მოახერხეთ. ხდება ხოლმე. ეს თქვენი ბრალი არ არის. თქვენი განზრახვა კარგი იყო, მაგრამ რა მიზეზიც არ უნდა ოყოს, ყველა დანაპირების შესრულებას ვერ შეძლებთ. ნება მიეცით საკუთარ თავს გათავისუფლდეს ყველა ვალდებულებისგან, რამაც შესაძლოა ასევე წინაღობა შექმნას დანაშაულის გრძნობის გამო. მართალია არ გამოვიდა, მაგრამ თქვენ დიდი სურვილი გქონდათ ამისთვის, ახლა კი დრო მოვიდა ეს გრძნობა გაუშვათ. მოიხადეთ გულწრფელად ბოდიში და გათავისუფლდით მისგან.


გენეტიკური წინაღობები


შესაძლოა მემკვიდრეობით მიიღეთ ცუდი გენები. ეს, რა თქმა უნდა, თქვენი ბრალი არ არის. თქვენს უჯრედებს თვითშექმნის უნარი გააჩნია.


ახლა წარმოიდგინეთ რომ თქვენი სხეულის ყველა

ნაწილი აბსოლუტურად ჯანმრთელია



image



მას შემდეგ რაც ბლოკირებას მოხსნით, ყველაზე მნიშვნელოვანია წარმოიდგინოთ სხეულის ყველა ნაწილი სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში. არ იჩქაროთ. სწორედ აქ ხდება განკურნება. გქონდეთ აბსოლუტური რწმენა საკუთარი სხეულის და სამყაროსი. როგორც კი დაასრულებთ ამ ყველაფერს, თავს მშვიდად იგრძნობთ ყველა ტკივილი და ნეგატიურობა დატოვებს თქვენს სხეულს.


თქვენ გაათავისუფლეთ ენერგიის გზები საცობებისგან და ახლა თქვენი ენერგია თავისუფლად მოძრაობს მერიდიანებში. ახლა მოხდება განკურნების პროცესის სტიმულირება და აჩქარება. თქვენი სხეულის ბუნებრივი განკურნების პროცესი ამჯერად შეუზღუდავია!


შემდეგი საფეხურია სხეულის განახლება, რასაც მომდევნო სტატიებში განვიხილავთ.


ასევე დაგაინტერესებთ:


რა გავლენას ახდენს ფიქრები, სიტყვები და ქცევები ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ეს უნდა იცოდეთ!


რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე (ნაწილი II)


რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე (ნაწილი III)


მეცნიერებმა დაამტკიცეს: ყველა მამაკაცს უყვარდება ის ქალი, რომელიც ამ თვისებას ფლობს


რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე


მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"


"გრავიტაცია არ არის პასუხისმგებელი მათზე, ვინც შეყვარებულია"– ალბერტ აინშტაინი. 30 მეცნიერული ფაქტი სიყვარულზე


მსოფლიოს ცნობილ ფიზიკოსთა მტკიცებით სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში აღდგება


1
511
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
511
  
7 აგვისტო, 10:58
საინტერესოა....ალბათ ნამდვილად ასე ხდება
0 1 1