x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დენდროლოგიური პარკის შესასვლელში უსაშველო რიგები არ წყდება

image


სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც შეკვეთილში ახლადგახსნილ დენდროლოგიური პარკის შესასვლელშია გადაღებული. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ გახსნის დღიდანვე რიგები დგას და დამთვალიერებელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, საცობებია გზებზეც.

.
„დენდროლოგურ პარკის შესასვლელში სასწაული რიგებია, ხლო გზაზე საცობები“ - წერს სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებელი გია ობოლაძე.

.

ცნობისთვის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს. დენდროლოგიური პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში.

.

შეკვეთილის პარკი წლების განმავლობაში ჭაობად ქცეული ტერიტორია იყო. მის გარდასაქმნელად შესრულდა მასშტაბური, ექსტრაორდინარული სამუშაოები.

.

ნაციონალურ მოძრაობას დაქვემდებარებული მედიასაშუალებები კი ბოლო წლებში უარყოფით ჭრილში აქტიურად აშუქებდნენ პროცესს და ამბობდნენ, რომ ივანიშვილი ხეებს თხრის და საკუთარ ეზოში რგავს. მედია არ აკონკრეტებდა, რომ ყველა ხის მეპატრონემ სოლიდური ანაზღაურება მიიღო, ყველა მათგანმა ხე საკუთარი სურვილით გაყიდა და არც ის დაუკონკრეტებიათ, რომ როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზით გადატანილი გიგანტური ხეები დენდროლოგიურ პარკში განთავსდა.
.
0
294
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0