x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
უილ სმიტი ფიქრობს ჰენკოკის მეორე ნაწილზე.

imageჰენკოკი (Hancock) უცნაური ფილმი გამოდგა. ძალიან საინტერესო იყო უილ სმიტის ალკოჰოლიკ სუპერ გმირის როლში ხილვა. კრიტიკოსების პოზიცია იყო ძალიან არამყარი, თუმცა ფილმმა საკმაოდ სოლიდური შემოსავალი ნახა.
მაშინ უილ სმიტი ძალიან დაკავებული იყო და ჰენკოკის სიქველზე
მუშაობისთვის არ ეცალა თუმცა როგორც ჩანს უილი ისევ დაინტერესებულია ამ პროექტით. პირველი სერიის რეჟისორმა, პიტერ ბერგმა განაცხადა: “ჩვენ (უილ სმიტი, მაიკლ მანი, აკივა გოლდსმენი) ერთმანეთში ვლაპარაკობდით სიქველთან დაკავშირებით. ჩვენ ამით დაინტერესებულები ვართ და როგორც ჩანს უილ სმიტს უკვე იდეაც გაუჩნდა. აუცილებლად გადავიღებთ მეორე სერიას, თუმცა ეს დროის საკითხია... “
მართალია რეჟისორი ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა ის რომ იდეა არსებობს და ფილმს გადაიღებენ, ეს უკვე სერიოზული სიახლეა. სავარაუდოდ მეორე სერიაში ჰენკოკს უკეთესად გავიცნობთ, გავარკვევთ იმას, თუ როგორ შეიძინა მან ეს ძალები... თუმცა ჯერ დაცდა მოგვიწევს.

1
58
1-ს მოსწონს
ავტორი:HULK
HULK
58
  
2018, 11 ივნისი, 14:59
გამოდის თუ არა ბოლოს და ბოლოს? :დ
0 1 1