სისხლის სამართალი პოლიციელი პედოფილს გაეკიდა, მე-13 სართულიდან გადახტა და დამნაშავე დაიჭირა 2020, 19 ივლისი, 17:05 საკმაოდ უცნაური შემთხვევა მოხდა ყაზახეთში, პოლიციელი პედოფილს გაეკიდა, რომელიც მე-13 სართულიდან გადახტა, მას პოლიციელიც უკან მიჰყვა და საბოლოოდ დააკავა კიდეც.ინფორმაციას Polisia.kz. ავრცელებს. ალმა ატაში პოლიციის მაიორი 36 წლის ბაკიჯან ბაქიროვი მეწყვილესთან ერთად სპეცოპერაციაზე წავიდა, სადაც წინასწარი მონაცემებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა პედოფილიაში ეჭვმიტანილი მამაკაცი. კარი ბინის დიასახლისმა გააღო, პოლიციელი ქალს სანტექნიკოსად გაეცნო და სთხოვა მისი მდგმურისთვის დაეძახა, მამაკაცი გამოვიდა, თუმცა უმალ მიხვდა ყველაფერს და ერთ-ერთი ოთახისკენ გაიქცა, გამოაღო ფანჯარა და, მე-13 სართულიდან ისკუპა, პოლიციელიც დაუფიქრებლად უკან მიჰყვა. დამნაშავემ და პოლიციელმა ორი სართული იფრინეს და დაეცნენ გამოწეულ ტერასაზე, იქვე მოხდა დამნაშავის დაკავება. "მან უცებ შეირბინა ოთახში, შეხტა ფანჯრის რაფაზე და გადახტა...იმ წამში არაფერზე ვფიქრობდი, ოღონდაც დავიჭირო -მეთქი და მეც უკან მივყევი"-ამბობს ბაქიროვი. გადახტომის დროს ბაქიროვმა ტერფი მოიტეხა, მას უკვე სამი ოპერაცია გაუკეთეს, როგორც თვითონ აცხადებს, მან არც იცოდა, რომ ორი სართულის ქვემოთ ტერასა იყო "გადახტა და გადავყევი ინსტიქტურად, იმ წამში მხოლოდ მის დაკავებაზე ვფიქრობდი". 303 4-ს მოსწონს
|