x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა ელით ქრისტიანულ ხატებს აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შემდეგ?
image

პირველი მუსულმანური ღვთისმსახურება აია-სოფიაში 24 ივნისს არის დაგეგმილი, თუმცა რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები უკვე შეშფოთებას გამოხატავენ ტაძარში მოხატული ქრისტიანული მოზაიკების თუ ხატების შემდგომ ბედზე.


ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თურქეთში უკვე 6-მა ტაძარმა დაკარგა მუზეუმის სტატუსი და მეჩეთად გადაკეთდა, სხვათა შორის ექვსიდან ოთხი ტაძარი წმ.სოფიას სახელობის იყო.(სტამბულში, ტრაბზონში, იზმირში და რიზეში)ამ ტაძრებში ქრისტიან წმინდანთა ხატებს და მოზაიკებს, ზოგს ფარდები ჩამოაფარეს, ზოგს შეკიდული ჭერი გააკრეს და შირმები დადგეს, ხოლო ზოგან ხალიჩები ააფარეს.

"მთლიანად გადაფარული ნიმუშებზე თვალის დევნება და მათი მდგომარეობის დადგენა გაცილებით ძნელია"-აღნიშნავენ სპეციალისტები.


image

რესტავრატორი ზეინაბ ახუნბეი, რომელიც აგერ უკვე 27 წელია უვლის აია-სოფიას შიდა ინტერიერს, აცხადებს, რომ დაფარო აია-სოფიას მოხატულობები არის სრული სიგიჟე:

"ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი არქიტექტურული შედევრი და მასში უნდა შენარჩუნდეს ყველა მხატვრული და არქიტექტურული ელემენტი".-ციტირებს ახუნბეის სიტყვებს BBC.


თურქეთის მთავრობას პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ბიზანტოლოგმა მიმართა თხოვნით(მათ შორის თავად თურქმა პროფესორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა) არ მოეხსნათ აია-სოფიასთვის მუზეუმის სტატუსი და არ გადაეკეთებინათ მეჩეთად, თუმცა უშედეგოდ.




0
107
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0