x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
The Tomb

imageშვედი რეჟისორი მიქაელ ჰოფსტრომი (Mikael Hafstrom) რომელმაც გადაიღო ფილმი რიტუალი (The Rite), 1408 და შეცვლის ფასი (Derailed) აწარმოებს მოლაპარაკებებს სტუდია Summit-თან ფილმის გადაღებაზე სახელად საფლავი (The Tomb), სადაც მთავარ როლს ასრულევს სილვესტერ სტალონე (Sylvester Stallone), ხმები დადის რომ მას შეიძლება შეუერთდეს არნოლდ შვარცნეიგერიც (Arnold Schwarzenegger).
საინტერესოა რომ თავიდან “საფლავი” გათვალისწინებული იყო ბრიუს უილისისთვის (Bruce Willis). თავიდან ფილმის გადაღებას აპირებდა ანტუან ფუკუა (Antoine Fuqua) მაგრამ როდესაც ბრიუს უილისმა უარი თქვა მონაწილეობაზე პროექტი გაიყინა.
შემდეგ ფილმით დაინტერესდა არნოლდ შვარცნეიგერი – ყოფილი გუბერნატორი და ფილმის დაბრუნება გადაწყვიტა.

სიუჟეტი ასეთია: რეი ბრესლინი – უსაფრთხოების სისტემების მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული სპეციალისტია. ბრესლინი აანალიზებს ყველა მძიმე რეჟიმის ციხეს და იკვლევს გაქცევის ყველა შესაძლებლობას, რათა დააპროექტოს ობიექტი, რომლიდანაც შეუძლებელია გაქცევა. მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ცოდნა საფრთხის ქვეშ დგება. რეი საფრთხი ქვეშ დადგება, და ის სიხეში აღმოჩნდება, რომელიც თვითონ დააპროექტა, ეს იმას ნიშნავს რომ იქიდან გამოქცევა არ შეიძლება. მაგრამ გმირი ვალდებულია იპოვოს გამოსასვლელი, რათა დაიწყოს იმ ადამიანის ძებნა რომლის გამოც ის გისოსების შიგნით აღმოჩნდა.

მიქაელ ჰოფსტრომი უკვე რამოდენიმე ხანია პროექტის დაწყება უნდა მაგრამ სილვესტერ სტალონე ბულგარეთში შეუტოკებელნი 2-ის გადასაღებად იყო.

ჰოფსტრომის დრამა ბოროტება (Ondskan) ნომინირებულ იქნა ოსკარზე როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი. ბოლო ფილმია რეჟისორისა მისტიკური დრამა რიტუალი (The Rite).

ვებსაიტ Ain’t It Cool News-ის ინფორმაციის თანახმად “საფლავში”
შეიძლება ითამაშოს არნოლდ შვარცნეიგერმაც. ამიტომ ბოევიკის ვარსკვლავები შეიძლება ისევ გაერთიანდნენ კიდევ ერთ ფილმში.

0
10
2-ს მოსწონს
ავტორი:HULK
HULK
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0