x
როგორი სქემით მოხდა სესხების გადავადება?
image

კორონავირუსის გამო შექმნილი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე საფინანსო დაწესებულებების ნაწილმა მსესხებლებს ვალდებულება 3თვით გადაუვადა. მსესხებელთა ერთ ნაწილს დამატებით 3 თვიანი გადავადება კვლავ შეეხო, მეორე ნაწილმა კი უკვე დაიწყო ვალდებულების დაფარვა. გაჩნდა კითხვები: რამდენით მეტის გადახდა მომიწევს? რატომ გაიზარდა სესხის ვადა? ბანკი ზედმეტს ხომ არ მახდევინებს? რა სქემით მოხდა გადავადება? და აშ... დღეს ამ სტატიით შევეცდები გიჩვენოთ რა სქემით ხდება სესხის გადავადება და რა დამატებითი ხარჯის გაწევა უწევთ მსესხებლებს?

ასევე გეტყვით, რომ სტატია ატარებს მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს და ნებისმიერი დეტალის დაზუსტება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს მომსახურე ბანკთან.


თქვენ ხედავთ სესხის გრაფიკს, პირობითად ჩავთვალოთ რომ ავიღეთ 10 000 ლარიანი სესხი 12თვის ვადით წლიურ 12% ში და სესხის აღებისთანავე (ჯერ პირველი გადახდა განხორციელებული არ გვაქვს) ვისარგებლებთ საშეღავათო პერიოდით. თქვენი გრაფიკი გამოიყურება ასე:


image

წყარო: http://gaige.ge/

როგორც ხედავთ ყოველთვიურად გადასახდელი 888.49 ლარიდან 788.49 ლარს იხდით ძირის დასაფარად, ხოლო 100 ლარს იხდით პროცენტში. თუ თქვენ ისარგებლებთ საშეღავათო პერიოდით მომდევნო 3 თვის განმავლობაში თქვენ დაგერიცხებათ, 10 000 ლარის შესაბამისი ყოველთვიური პროცენტი (რადგან 3თვის მანძილზე ძირ თანხას არაფერია არ აკლდება) და 3 თვის განმავლობაში თქვენი სესხის გაძვირდება ჯამში 300 ლარით. შემდგომ ეს 300 ლარი გაიყოფა 12თვეზე და თქვენი ყოველთვიური შენატანი გაიზრდება 25 ლარით ან ბანკი სესხის თანხას გადანაწილებთ არა 12, არამედ 13თვეზე იმისთვის, რომ არ გაგეზარდოთ ყოველთვიური გადასახდელი თანხა და თვის განმავლობაში დაახლოებით იგივე რაოდენობის თანხა შეიტანოთ.

შესაბამისად სესხის გადავადების შემთხვევაში თქვენ ნამდვილად გეზრდებათ სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯი.

ამ ხარჯის შესამცირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ბანკს და სურვილის შემთხვევაში მოითხოვოთ სესხის წინსწრებით დაფარვა (მიაქციეთ ყურადღება ხეკშეკრულებას და წინსწრებით დაფარვის პირობებს ზოგიერთ შემთხვევაში ის 0% ია, თუმცა, როგორც წესი, წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში თქვენს მიერ შეტანილი თანხის 2%-ს იხდით.)


რაც შეეხება სხვა ტიპის სესხებს:

საკრედიტო ბარათისა და სახელფასო ოვერდრაფტის შემთხვევაში უმეტესად ასეთი პირობა ვრცელდება

  • საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გამოტოვებთ 3 გადახდას;
  • საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, დაგროვილი დავალიანება ბარათზე გადანაწილდება მომდევნო 3 თვის პერიოდზე და მისი დაფარვა მოითხოვება მიმდინარე თვეში დარიცხულ პროცენტთან ამ პერიოდში არ მოითხოვება მინიმალური ძირის დაფარვა.

ახლა კი შევაჯამოთ ხშირად დასმული კითხვები და პასუხები მათთვისაც, ვისაც ჯერ არ დაუწყია სესხის დაფარვა და ისარგებლა დამატებითი საშეღავათო პერიოდით:

1. ვის შეეხება საშეღავათო პერიოდი?
სამთვიანი საშეღავთო პერიოდით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ შემდეგ მომხმარებლებს:
  • კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ მომხმარებლებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კომპენსაციას;
  • მომხმარებლები, რომლებიც არიან ბანკის მიერ იდენთიფიცირებული პირები, ვისაც შუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი.
2. რომელ პროდუქტებს შეეხება საშეღავათო პერიოდი?
საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს:
  • იპოთეკური სესხები
  • სამომხმარებლო სესხები
  • სასწრაფო სესხი
  • ავტო სესხები
  • განვადება
  • საკრედიტო ბარათები
  • ოვერდრაფტი
  • სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს სესხები;
* საშეღავათო პერიოდი არ ვრცელდება სალომბარდე სესხებზე, განვადების ბარათზე, Fix In Gel, Fix In Libor. (ეს პირობა ეხება თიბისი ბანკის კლიენტებს, სხვა ბანკის შემთხვევაში დამატებითი დეტალები დააზუსტეთ უშუალოდ საკრედიტო ექსპერტთან)
3. რამდენ თვიანი საშეღავათო პერიოდით შემიძლია ვისარგებლო?
საშეღავათო პერიოდის ვადა არის 3 თვე.
4. როდიდან დაიწყება საშეღავათო პერიოდი?
საშეღავათო პერიოდის ჩართვა დაიწყება 2020 წლის 13 ივნისიდან.
5. გამეზრდება თუ არა სესხის საპროცენტო განაკვეთი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში?
არა, სესხის საკონტრაქტო განაკვეთები არ შეიცვლება;
6. გამეზრდება თუ არა სესხის ვადა?
დიახ, გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში სესხის ვადა გაიზრდება, რათა მოხდეს ყოველთვიური გადასახდელი თანხის მაქსიმალურად უცვლელად შენარჩუნება.
7. გამეზრდება თუ არა ყოველთვიური გადასახდელი თანხა?
ყოველთვიური გადასახდელი თანხა შესაძლოა მცირედით შეიცვალოს;
8. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?
დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ პერიოდზე
10. პროცენტზე პროცენტი ხომ არ დამერიცხება?
არა, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ ხდება;
12. ვინც უკვე სარგებლობს საშეღავათო პერიოდის აქციით, გავრცელდება თუ არა მათზე საშეღავათო პერიოდი?
დიახ, თუ აკმაყოფილებს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
14. თუ მომხმარებელს ჩაერთო საშეღავათო პერიოდი, ექნება თუ არა მომხმარებელს წინსწრების საკომისიო?
  • იმ მომხმარებლებს, ვინც ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით, ექნება შესაძლებლობა ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში საკომისიოს გარეშე განახორციელოს წინსწრება.
  • საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, წინსწრების საკომისიოზე აღდგება/გავრცელდება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები;
16. ხელფასი თუ ერიცხება, მაინც შეძლებს ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით?
ახალი 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ მხოლოდ ის კლიენტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
17. შემოსავლის შემცირებაში ნებისმიერი ტიპის შემოსავლის შემცირება იგულისხმება?
იგულისხმება ყველა ის შემოსავალი, რომელიც გათვალისწინებული იყო კონკრეტული სესხ(ებ)ის დამტკიცებისას.
შევეცადე მაქსიმალურად ამომეწურა კითხვები, რომლებიც საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით გაჩნდა, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მომწერეთ და შევეცდები აუილებლად გავითვალისწინო თქვენი აზრი.
1
143
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ თაყნიაშვილი
ნიკოლოზ თაყნიაშვილი
143
  
2020, 20 ივლისი, 15:23
პარაზიტი ბანკებია საქართველოში.
0 1 1