x
თანამედროვე "ბირჟები"

თანამედროვე უბნის და ეზოს "ბირჟების" ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს თანამედროვე ტექნიკა და კერძოდ მობილური სმარტფონები.

ნარდის, დომინოს, ბურას უფასო ტურნირების თამაში უკვე ტელეფონშია შესაძლებელი. თუ რამე მოიგეს ამ უფასო ტურნირებში წავლენ ლუდს და სიგარეტს იყიდიან, თუ წააგეს დროის მეტს არაფერს კარგავენ, დრო კი ისედაც თავზესაყრელი აქვთ, უმუშევრობის გადამკიდე. ზოგი სლოტებსაც ატრიალებს, ზოგი რულეტკასაც.
ბილეთებს ხომ წერენ და წერენ, - ტოტალიზატორის.

მოკლედ, ქვეყანაში მინი-კაზინოა "ბირჟების" სახით შექმნილი, რასაც ტელევიზიით და სხვა საშუალებებით, საყოველთაოდ გავრცელებული რეკლამები უწყოს ხელს .

ამ ვითარებაში, ძნელია მომავალ თაობას, ეზოში მოთამაშე ბავშვებს არ შეეხოს ეს ყველაფერი. და უკვე შეეხო კიდევაც, რადგან 13-14 წლის ბავშვები ადვილად რეგისტრირდებიან სათამაშო გემბლინგ საიტებზე და ფულზე თამაშობენ.


"იღუპება ახალგაზრდობა, აკრძალეთ კაზინოები"! - ამ შინაარსის ლოზუნგს წავაწყდი ფეისბუქში. აკრძალვა არ გამოდის, არ არის სათანადო ნება ქვეყნის მთავრობის მხრიდან.

ბირჟავიკებს კი ძველმოდური ნარდის და დომინოს ჩატანა აღარ ჭირდებათ ეზოში, თამაშებმა მათ მობილურ ტელეფონებში გადაინაცვლა. პროგრესია, რას იზამ, პროგრესს ვერავინ და ვეერაფერი შეაჩერებს.

მაგალითად, ჩემმა მეზობელმა ჟორამ, გუშინ, ნარდის უფასო ტურნირში ნახევარფინალამდე მიაღწია და პრიზად 30 ლარი ერგო. სულ თამაშობს უფასო ტურნირებს.

ჟორასთან გასაუბრებას მომავალ პოსტებში შემოგთავაზებთ. ახლა კი თქვენს აზრს ველი ყურადღებით ამ თემის შესახებ.

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:გერტრუდა სტაინი
გერტრუდა სტაინი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0