x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ტატუ და მისი გაკეთება.

image მოგეხსენებათ ტატუ, სხვადასხვა სახით, უხსოვარი დროიდან
არსებობს. მას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა, ზოგი სხეულის გასალამაზებლად იყენებდა, ზოგი კი მტრის შესაშინებლად იყენებდა. რა თქმა უნდა მაშინ არ არსებობდა სპეციალური მანქანები ტატუს გასაკეთებლად და "საღებავებს" უბრალოდ ხელით ისვამდნენ, რაც იყო მათი დროებითობის მიზეზი.
imageდროთა განმავლობაში დაიხვეწა ტატუს კეთების ხელოვნება.
დღეისათვის მას იყენებენ სხეულის გასალამაზებლად, ინდივიდუალურობის გამოსახატავად, თავიანთი ცხოვრების რაიმე ნაწილის აღსაწერად, ასევე მისი მეშვეობით მიღებულია კრიმინალური დაჯგუფების წევრების "დანიშვნაც". სწორედ ეს ბოლო ფაქტი არის იმის მიზეზი რომ ტატუ ხშირად კრიმინალურ ცხოვრებასთან და ცუდ
ყოფაქცევასთან არის გაიგივებული.
image პირადად ჩემთვის ტატუ ინდივიდუალურობის გამოხატვის საშუალებაა, არ მიყავრს როდესაც ვინმეს მსგავს ტატუს იკეთებენ. ვთვლი რომ ის ყველამ თავისთვის უნდა შექმნას და არ უნდა მიბაძოს სხვას, თუ ეს არ შეუძლია ტატუს გაკეთებასაც არავინ აძალებს.
დღეისათვის სულ უფრო პოპულარული ხდება ბევრი ტატუ სხეულზე, მას აკეთებენ სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, თვალზე და ტუჩის შიგნითაც კი, სულ უფრო მეტ "მოსიარულე ტატუს" ვხვდებით ქუჩაში.
ზოგი ტატუ მართლაც ხელოვნების ნიმუშია და დასაფასებელია, ლამაზია, მაგრამ ზოგი ისეთი ბანალური და უაზროა რომ ზიზღსაც კი იწვევს ჩემში, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ სანამ ტატუს გაიკეთებთ და არა მარტო ტატუს გარეგნულ სახეზე, არამედ იმასზეც
თუ სად, როგორ პირობებში უნდა გაიკეთოთ ის და როგორ მოუაროთ
მას. ამ სტატიით სწორედ ამის თქმა მსურს.
პირველ რიგში უნდა მიხვიდეთ გამოცდილ სპეციალისტთან, რომელმაც იცის რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ნახატის არჩევის
შემდეგ მან უნდა გაგაცნოთ მუშაობის პროცესი და ტატუს მოვლის წესები, ამის შემდეგ მან უნდა მომაზადოს სხეულის ნაწილი ტატუს
გასაკეთებლად გაასუფთავოს, გაწმინდოს თმისა და ცხიმისგან,
შემდეგ საღებავით დაგახატოთ ტატუ, რათა აღიქვათ ის სხეულზე
და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეს მუშაობას სპეციალური მანქანით.
მან უნდა გამოიყენოს ერთჯერადი ნემსები და ყველა იარაღს უნდა ჩაუტაროს სტერილიზაცია სპეციალური წესით, თვითონ კი ერთჯერადი ხელთათმანები გამოიყენოს. ყველაზე მუქ და ხანგრძლივ ფერებად ითვლება შავი, წითელი, ყვითელი და ყავისფერი. ტატუ
იხატება რამდენიმე ფენად და ყველა ფენა უნდა გაიწმინდოს სპეციალური ხელსახოცით ან ბინტით, დაუშვებელია ბამბის გამოყენება. ტატუს გაკეთებამდე ერთი დღით ადრე და ტატუს გაკეთების შემდეგ ერთი დღის განმავლობაში აკძალულია ალკოჰოლის, დამამშვიდებელი ტაბლეტებისა და სხვა მსგავსი საშუალებების მიღება.
ტატუს დასრულების შემდეგ ის იხურება სპეციალური საფენით, რომელიც 3-5 საათის შემდეგ იხსნება სუფთა ხელებით, ტატუ კი
უნდა ჩამოირეცხოს საპნით. ამის შემდეგ უნდა წაისვათ ანტიბაქტერიული ან ჭრილობისსაწინააღმდეგო მაზი თხელ ფენაზე.
ტატუს არ უნდა მიაკაროთ სპირტიანი სითხე და შამპუნი, დასაშვებია მოკლეხნიანი შხაპი, არაა სასურველი მოტკეცილი ტანისამოსი და ტატუზე რაიმე ფიზიკური ზემოქმედება. სასურველი E ვიტამინის მიღებაც. ტატუ უნდა განახლდეს ყოველ 7-10 წელიწადში.
გისურვებთ სასურველი და ლამაზი ტატუს პოვნას, შემდეგ მის ნორმალურ სპეციალისტთან გაკეთებას. ნუ დაზოგავთ ფულს, ამან სეიძლება თქვენი ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. ამასთანავე ნუ იქცევით ტატუმანებათ, რომელბიც მთელ ტანს იხატავენ, თანაც ისე რომ ნახატება ერთმანეთთან არანაირ კავშირში არაა და ხელვნების ნიმუშიდან სიმახინჯემდე მივყავართ.
imageimage





14
491
11-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
491
  
2012, 23 აგვისტო, 13:46
+1
2012, 20 აგვისტო, 16:12
მადლობა
2012, 20 აგვისტო, 16:10
+10
2012, 16 აგვისტო, 15:15
მაატრებელი კიდოო :D:D:D
2012, 16 აგვისტო, 14:57
პეპელას რო იხატავენ ეგა მაგარი :D:D:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10