x
მეტი
  • 04.08.2020
  • სტატია:102192
  • ვიდეო:347114
  • სურათი:465997
როგორ წარმოედგინათ მომავალში მოგზაურობა ერთი საუკუნის წინ
XX საუკუნის დადგომასთან ერთად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ძირითადად კი აშშ-ში დაიწყო ''ფუტურიზმის ოქროს საუკუნე". მეცნიერებმა (და არამარტო მეცნიერებმა) დაიწყეს წინასწარმეტყველება, თუ როგორი იქნებოდა კაცობრიობის მომავალი და რა ტექნოლოგიური სიახლეები ელოდებოდა მას ასი წლის შემდეგ. ბევრი ვარაუდობდა, რომ დღეს ჩვენ უკვე ათვისებული გვექნებოდა კოსმოსი და ნაწილობრივ დასრულებული იქნებოდა ვარსკვლავების კოლონიზაციის პროცესი, ვიმგზავრებდით წყალქვეშა ავტობუსებით და მეტროებით, ავაგებდით ჰაერში მოცურავე სახლებსა და კოსმოსურ სასტუმროებს, მაგრამ ეს ვარაუდები არ გამართლდა და კოსმოსის კოლონიზაცია ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება, თუმცა ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებამ ისეთ ნიშნულს მიაღწია, რის წარმოდგენაც ყველაზე მეტი ფანტასტიური ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებსაც კი გაუჭირდებოდათ.



image



თანამედროვე გრაფიკულმა დიზაინერებმა აღადგინეს გასული საუკუნის მეცნიერების და დიზაინერების მიერ შექმნილი ფუტურისტული პროექტები, რომლებიც გვიჩვენებენ, თუ როგორ წარმოედგინათ მომავალში მოგზაურობა XX საუკუნის დასაწყისსა და შუა ხანებში.



წყალქვეშა ტურისტული ავტობუსი, 1932 წელი



image


მუხლუხოებზე აწყობილი წყალქვეშა ავტობუსის პროექტი შექმნილი იყო ფრანგი ინჟინრის მიერ. ავტობუსიდან შესაძლებელი იქნებოდა წყალქვეშა ცხოვრების, კერძოდ ზღვის ბინადრების დანახვა და ის აღჭურვილი იქნებოდა ჟანგბადის მიწოდების სისტემით ტელესკოპური მილების მეშვეობით... და კიდევ: ავარიის შემთხვევაში სამგზავრო განყოფილება იოლი გამოსაცალკავებელი იქნებოდა სამართავი მოწყობილობისაგან.



ავტომობილი -ამფიბია, 1947 წელი


image


მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ამფიბიების შთაგონებით სამრეწველო კონსტრუქტორმა რობერტ ზეიდნანმა შექმნა ექსპერიმენტული ავტომობილის პროექტი, რომელსაც გააჩნდა როგორც ავტომობილის, ასევე ნავის ფუნქციები. მასში ჩამონტაჟებული იყო ბარი, საზღვაო მოწყობილობები და ტრანსფორმერი - სალონი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მეთევზის ნავად გადაკეთდებოდა.



საკრუიზო ლაინერი, 1957 წელი


image


ამ ლაინერ-ყველგანმავალს შეეძლო არამარტო ოკეანის გადალახვა, არამედ ხმელეთზე სიარულიც. მისი პროექტი შეიმუშავა ცნობილმა ილუსტრატორმა, სამეცნიერო ფანტასტმა ფრენკ ტინსლიმ ჟურნალ Mechanix Illustrated -ისათვის 1957 წელს.



მომავლის სასტუმრო, 1957 წელი


image



"მომავლის სასტუმრო" ან "მომავლის პანსიონატი" გამოიგონა დიზაინერმა ჯეის პაუერსმა. სტუმრების განკარგულებაში იქნებოდა დასასვენებელი ტერასა, წყალქვეშა ხედვის მოედანი, ვერტმფრენის ტრანსფორმირებადი მოედანი და ფუტურისტულ სტილში გადაწყვეტილი დიზაინი. გარდა ამისა, დიზაინერმა გაითვალისწინა სასტუმრომდე მისვლის როგორც სახმელეთო და საჰაერო, ასევე საზღვაო სატრანსპორტო საშუალებები.



დასვენება კოსმოსურ კოლონიაში, 1977 წელი


image


1970-იანი წლების ბოლოს NASA-ს თანამშრომლები დარწმუნებული იყვნენ, რომ უახლოეს მომავალში ადამინები მოახდენდნენ ვარსკვლავების კოლონიზაციას. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ დაავალა მხატვარ რიკ ჰაიდისს შეექმნა კოსმოსური კოლონიის ილუსტრაცია. მხატვარმაც გასაქანი მისცა თავის ფანტაზიას და დახატა ზღაპრული კოსმოსური კოლონია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ჩვეულებრივი ადამიანების ჩაფრენა და დასვენება, ისევე როგორც მალდივის ან ჰავაის კუნძულებსა და დედამიწის სხვა ცნობილ კურორტებზე.

0
170
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0