x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
როგორ მოიშოროთ ბიჭი.
imageამ სტატიის დაწერა ერთმა გოგომ მთხოვა და დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა მხოლოდ მას არ აწუხებს. ბევრი გოგოსგან მსმენია რომ ვერ იშორებს ამა თუ იმ ბიჭს, რომელსაც იგი მოსწონს.

არსებობს სხვადასხვა გზა და ყველა გოგოს თავისი "სტრატეგია" აქვს ალბათ, მაგრამ მინდა გაგაცნოთ რამდენიმე ხერხი და რამდენიმე რესპოდენტის აზრიც ამ საკითხთან დაკავშირებით.

პირველი რესპოდენტი (გოგო) თვლის რომ ბიჭის "მოუშორებლობა" გოგოების უაზრო ქცევითაა გამოწვეული. როდესაც მე მას ვკითხე თუ როგორ უნდა მოიშოროს გოგომ ბიჭი, მისგან შემდეგი პასუხი მივიღე: "მარტივად აღარ უნდა ეფლირტაოს მაშინ როდესაც მკაფიოდ იცის, რომ არ მოსწონს ეს ადამიანი, გოგოების 99.9% აქ უშვებს შეცდომას. ვერ ეგუებინა იმ ფაქტს, რომ ერთ-ერთ თაყვანისცემელს კარგავენ ამიტომ არ იქცევიან სამართლიანად და იყენებენ ბიჭს და ისეთ ეფექტს ქმნიან ვითომ არ აინტერესებთ ის ბიჭი და, რომ ის დასდევს და აწუხებს სინამდვილეში ამის პროვოცირებას თვითონ ახდენენ. მარტივია ნებისმიერი ბიჭის თავიდან მოშორება თუ ეს რეალურად გინდა და რა თქმა უნდა თუ ის ბიჭი ავადმყოფი არ არის ამ უკანასკნელის არსებობის 0, 01% არსებობს თუმცა ისეთი ფორმულირება ხდება ვითარების, რომ ყველა ბიჭი ავადმყოფია ვისაცკი სიმპატიები აქვს გოგოს მიმართ, ხოლო გოგო ამ ურთიერთობის წინააღმდეგია. ძირს ჩლუნგური ხედვა დღევანდელი გოგოების და ბიჭების ემოციური ექსპლუატაცია"

დაახლოებით იგივე პასუხი მივიღე შემდეგი გამოკითხულისგანაც (გოგო) : "გოგომ თუ რაიმე საბაბი და შანსი არ მოგცა, რატომ უნდა შეაწუხო კიდევ. აქედან გამომდინარე გოგოების ბრალია, თუ მე არ ვაინტერესებ ვინმეს ასი წელი არ გავეკიდები"


მესამე რეპოდენტმა (ბიჭი) განმიცხადა, რომ "გოგო ბიჭს ვერ მოიშრებს".

მეოთხე რეპოდენტმა (ბიჭი) განაცხადა რომ, გოგომ უნდა ანახოს ამ ბიჭს, თუ როგორი ბედნიერია ის სხვა ბიჭთან. ნუ ამის მერე მოწონებული ბიჭი ნაცემი რჩება, მაგრამ "შემწუხებელი" ბიჭი თავს ანებეს გოგოს.

მეხუთე რეპოდენტი (გოგო) აშკარად მეოცნებე აღმოჩნდა, რადგან სჯერა რომ შეყვარებულ ან თუნდაც გოგოსადმი ზედმეტი სიმპატიით შეპყრობილ ბიჭს ადვილად გააგებინებს რომ თავი დაანებოს.

მეექვსე რესპოდენტი (გოგო), :"რა თქმა უნდა გოგოა.თუ გოგოს მართლა არ უნდა ბიჭი ის მკაცრად და გარკვევით აუხსნის რომ არ უყვარს და შეეშვას და თუ მას მოსწონს ყურადღების ცენტრში
ყოფნა და ფლირტი, სხვის ემოციებზე თამაში ის არ მოიშორებს ამ ბიჭს იმიტომ რომ ეს გოგო ეგოისტია. მე პირადად ვცდილობ და ასეც გამიკეთებია დაოჯახებამდე, თუ მამაკაცი რომელსაც მოვწონდი არ მომწონდა უარს გარკვევით, ერთხელ და სამუდამოდ ვუხსნიდი, ისე რომ არაა საჭირო მერე მეგობრულად მიწერმოწერა და მოკითხვა. არასოდეს არ უნდა დაამცირო არ უნდა უთხრა, იმიტომ არ მომწონხარ რომ დიდი ცხვირი გაქ ან ესეთები, საკუთარ თავზე უნდა ისაუბროს გოგომ, მაგალითად ასე, მე სხვა ინტერესები მაქვს ცხოვრებაში და ასე შემდეგ."

მეშვიდე რესპოდენტი (გოგო). "უნდა დაბკლოკოს ყველა სოციალურ ქსელში და დაბლოკოს მისი მობილურის ნომერი".

როგორც მე დავასკვენი გამოკითხულთა პასუხებიდან, ასეთი ურთიერთობის გამომწვევი მიზეზი უმეტესად გოგოს დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ქცევააა, მაგრამ არის შემთხვევა როდესაც გოგო სწორად იქცევა, ბიჭი კი იმდენად შეუგნებელი და "დაავადმყოფებულია" გოგოთი, რომ არ ანებებს არანაირად თავს.

ახლა კი გაგაცნობთ მეცნიერების მიერ დადგენილ მეთოდებს, თუ როგორ მოიშოროთ აბეზარი ბიჭი.

1. შეადარეთ ის სხვა ბიჭს. იპოვეთ მსგავსება მის და თქვენი ყოფილი ბიჭის, ან მეგობარი ბიჭის უარყოფით ქცევებს შორის და აუცილებლად უთხარით აბეზარს ამის შესახებ.

image2. უხეშად მოექეცი მის მეგობრებს და ოჯახს. აუკრძალე მათთან შეხვედრა, დაინტერესდი მისი ფინანსური მდგომარეობით. შეიქმენი ისეთი იმიჯი თითქოს არაფერი გადარდებს და მხოლოდ შენი თავისთვის ცხოვრობ. ითამაშე "სწერვის" როლი.

3. არ აცადო საყვარელი საქმის კეთება, უყურეთ მხოლოდ იმ ფილმებს რომლებიც მას სძულს და შემდეგ აიძულეთ უკან გდიოთ ხანგრძლივი "შოპინგის" დროს.

4. დაუსრულებლად იბუზღუნეთ, იწუწუნეთ, მოაწყვეთ ისტერიკები, ეჩხუბეთ.

5. მოიკელი მიმზიდველობა, შეეცადე აღარ იყო მისთვის სექსუალური და მიმზიდველი.

6. როდესაც დაღლილი იქნება ეწუწუნე, არ აცადო დასვენება, დაახვედრე მოუწესრიგებელი და არასასიამოვნო გარემო.

7. გახდი პათოლოგიური ეჭვიანი. იეჭვიანეთ ყველაფერზე და ყველაზე.

8. გიყვარვარ? ეს კითხვა დაუსვით რაც შეიძლება ხშირად, ეს აიძულებს მას დაეჭვდეს თავის გრძნობებში და მერწმუნეთ საკმაოდ გააააღიზიანებს კიდევაც.

ესაა მეცნიერების და უბრალოდ ხალხის აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიშოროთ ბიჭი თავიდან. იმედია რომელიმე ხარხი გამოგადგებთ.

რა თქმა უნდა ამ თემაზე უსაზღვროდ შეიძლება საუბარი და ერთ აზრზე შეთანხმება ძნელია, მაგრამ ვიმედოვნებ რომ იპოვით თქვენთვის საჭირო ხერხს.

71
968
17-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
968
  
2013, 9 მარტი, 20:33
:)))მართალი ხარ.
2013, 9 მარტი, 20:31
ეგ არც ყოფილა ღირსი... :) :D არა ეგეთი თემებიც ასწორებს :) მშვენიერია...
2013, 9 მარტი, 20:30
:))ერთ ბიჭთან დამემართა ესე.სპეციალურად არ დამისვია ოღონდ.და ბოლოს რაც მომწერა ამას აქ ვერ დავწერ:D
2013, 9 მარტი, 20:28
უუუუ ნეტა ეგეთი კითხვები დამისვან რა :D
2013, 9 მარტი, 20:26
მაგალითად დავუსვათ ისეთი კითხვები,როგორიცაა:რა არის ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭი?რატომ იბადება ადამიანი?როგორ შეიძლება სიკვდილის დამარცხება და ა.შ.:))ბოლოს მაინც შეწუხდება სასურველი რეაქცია ექნება,:D
2013, 9 მარტი, 20:22
ღრმა ფილოსოფიურ თემებში მაინც რა თემას გულისხმობ და თუ მომზადებული შეხვდა თემას და ლაპარაკი აგიწყოთ?
2013, 9 მარტი, 18:49
:))ერთს დავამატებ.ესაუბრეთ "ღრმა ფილოსოფიურ თემებზე" და ბოლოს ისე გაცოფდება შეიძლება გამოგლანძღოთ კიდეც:Dგამოცდილი ხერხია:D
2013, 13 იანვარი, 19:28
:):)
2013, 13 იანვარი, 19:27
კარგია ძალიან
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10