x
თაობის ხმა და მისი გამოფენა
დონალდი

კურტ კობეინი მსოფლიოს იმ მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება, რომლის შემოქმედებაც ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადია საერთაშორისო მუსიკის მოყვარულ ფანებში, მიუხედავად, რომ მისი ცხოვრების ეტაპი თუ განვლილი გზა არ იყო ვარდებით მოფენილი და მით უფრო სამეფო სტანდარტის, რაც არ უნდა ეფიქრა ნირვანას სოლისტს, რომ თავად აშკარად ირლანდიურ საგრაფოს მიეკუთვნებოდა წარმომავლობით, რომელსაც გერმანულ ფესვებთან ერთად შოტლანდიურ-ინგლისური სისხლიც ურევია.

ნირვანა

ამერიკელი როკ მომღერლის ყოფითი ერა სამწუხაოდ ადრეულ ასაკში დასრულდა და დონალდის ასაკიც ოცდაშვიდ წელს ვეღარ აცდა, მიუხედავად, რომ მისი შემოქმედება საუკუნის ცოცხალია და მასზე თაობები ზრდას განაგრძობენ.


კურტი

ჰიპერ აქტიური ბავშვის ცხოვრება უფრო მეტად მოწყენილი და უფროსების მიერ (მშობლების განშორება) ტრავმირებული იყო და ცხადია ამ ჰარმონიულმა რღვევამ და დისონასმა მომღერლის ცხოვრება ოპიუმის ფატალურ კრიზს დაუკავშირა და ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად (სტომაკო), მას ფსიქიკური რყევაც კი დაუფიქსიდრა, რომლის ნიადაგზეც მან სავარაუდოდ საკუთარ ვილაში ცივი იარაღით დაასრულა ნირვანას აკორდიც.მომღერლის გაუჩინარებული ფერფლი კი ისევ ძებნაშია, რომელიც მეუღლის ჩანთიდან სავარაუდოდ განზრახ მოიპარეს და იდეაში მპოვნელი 100 000 000$ დაჯილდოვდება, თუკი სოლისტის ფერფლად ქცეული ცეცხლი მისი ალია და იდენტური(ნამდვილი).

ნირვა

დღეს კი მუსიკალური არქივის მიხედვით ნირვანას სოლისტის ცხოვრებისეული ალბომის ფრაგმენტებს ფოტოგრაფი მაიკლ ლევაინი ამა წლის 2 ივლისიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გამოფენის განახლებული თარიღით ( ვარდნა კორონავირუსის გამო) ქალაქ ფლორენციის პალაცო მედიჩი რიკარდის გალერეაში ისევ ახლიდან წარმოგვიდგენს და ვიზიტორებს შესანიშნავი ფოტოკოლაჟის გასწვრივ პატარა სიურპრიზსაც გვიტოვებს, რომ თითოეულმა დამთვალიერებელმა სურვილისამებრ კურტ კობეინის ცნობილი ღილებიანი თეთრი სვიტერი თავადაც მოირგონ და მისი ცნობილი პლაკატის მსგავსად მათმაც მსგავს პოზაში სამახსოვრო სურათი გადაიღონ, როგორ ეს თაობის ხმამ თავის აქტიურ წლებში მსმენელთათვის მილიონობით ბომონდისთვის ააფრაგმენტა.

კურტ

დაინტერესებულ პირებს ამ გამოფენის ეპიზოდებს წინასწარ ვთავაზობ, რომელიც ე.წ. კარანტის დავასწარი და გამოფენის გახსნის პირველივე დღეს (7.03.2020) ჩემს ობიექტივში ჩემი საყვარელი აუდიენციისთვის მობილურით ( სხვა კამერით იკრძალება მისი გადაღება, ან ვიდეო) დავაფიქსირე.

image

image

და ბოლოს, - მარადიული ფერფლის ძიებაში ნაკვერჩხლად ანთია ის ჩვენს გულებში და მუსიკალური ექსტაზის მსგავსად ისევ იწვის იგი ჩაუქრობლად და აგრძელებს აკორდებს.

ალი


ჯორჯიანა

მოქალაქე ჟურნალისტი

24.06.2020- ფლორენცია/იტალია

1
33
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
33
  
პ.ს. ტექსტში შეცდომა არის გაპარული და სვიტერი უღილებოა.
0 1 1