x
ევერესტი-უმაღლესი მთა დედამიწაზე

ევერესტი-უმაღლესი მთა დედამიწაზე(8848მ), ასევე ცნობილი, როგორც ჯომოლუნგმა. ადგილობრივ ენაზე, ჯომოლუნგმა "ღმერთების დედა"-ს ნიშნავს. ის მდებარეობს ნეპალში, "მსოფლიოს სახურავში"(ჰიმალაი). თანამედროვე სახელის დარქმევამდე მას მოიხსენიებდნენ, როგორც მწვერვალი XV, ხოლო თანამედროვე სახელი მას ჯორჯ ევერესტის საპატივსაცემოდ დაარქვეს. სწორედ მან გამოთვალა ევერესტის ნამდვილი სიმაღლე. პირველი მცდელობა ევერესტის დაპყრობისა, ბრიტანელებს ეკუთვნით. იმდროინდენ ნეპალში უცხოელების შესვლა აკრძალიული იყო, ამიტომაც მოგზაურებმა მწვერვალის დალაშქვრა, ტიბეტის მხრიდან გადაწყვიტეს. უამრავი ცდის მიუხედავად, მათ მწვერვალი ვერ დაიპყრეს. 1922 წლის ექსპედიციამ, რომელშიც ასევე ბრიტანელები მონაწილეობდნენ, დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი.ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი იმყოფებოდა 8000 მეტრ სიმაღლეზე, თუმცა ეს ექსპედიცია წარუმატებელი გამოდგა. ოფიციალურად, ევერესტზე პირველნი ავიდნენ, თენციგ ნორგეი და ედმუნდ ჰილარი, მაგრამ დღემდე ბურუსითაა მოცული 1924 წლის ექსპედიცია. ჯორჯ მელორი და ენდრიუ ირვინი უმაღლესი წერტილისკენ გაემართნენ, თუმცა ისინი უკან არ დაბრუნებულან. ზოგი მიიჩნევს, რომ მათ დაიპყრეს მწვერვალი და ამის შემდეგ დაიკარგნენ და რომ ისინი პირველნი არიან, რომლებმაც ევერესტი დაიპყრეს. როგორც უკვე ვთქვით, ევერესტი ჰიმალაებში მდებარეობს. ჰიმალაის წარმოქმნა მოხდა ინდო-ავსტრალიური და ევრაზიული ფილების შეჯახების შედეგად.ევერესტის სიმაღლე ყოველწლიურად იზრდება, რადგან ეს ფილები ისევ მოძრაობს. ამ სახიფათო და დიადი მწვერვალის შესახებ უამრავი ფილმია გადაღებული. მაგ:"ევერესტი"(2015), რომელიც 1996 წელს განხორციელებული ექსპედიცია უდევს საფუძვლად.


image

image



0
421
შეფასება არ არის
ავტორი:დიმა ნაჭყებია
დიმა ნაჭყებია
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0