x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
გაბუნია უნდა დაიმალოს – რამზან კადიროვი
„მსოფლიოში მილიონობით ახალგაზრდაა, რომელიც დიდ პატივს სცემს ვლადიმერ პუტინს. გაბუნია შვიდი ღობის იქით უნდა დაიმალოს, რადგან პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს“, – ასე გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი „რუსთავი 2“-ის წამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას.

კადიროვმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პუტინს და მთლიანად რუსეთს ბოდიში მოუხადოს.

„გაბუნია არც კავკასიის შვილია, არც კაცი და არც მთიელი. კავკასიაში მსგავს სიტყვებს არავინ იტყვის, მოსისხლე მტრის მიმართაც კი. გაბუნია დაბადებით მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია. შეურაცხყოფა არ მიაყენეს რუსეთის პრეზიდენტს, არამედ მთლიანად რუს ხალხს და რუსეთის თითოეულ მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაუყოვნებლივ ოფიციალური და საჯარო ბოდიში უნდა მოუხადონ რუსეთის პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციას“, – წერს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, კადიროვი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოწოდებით გამოვიდა.


„ჩვენ მუდმივად ვერ დავიჭერთ თავს ისე, თითქოს ვერ ვამჩნევთ საქართველოს მხრიდან გამოკვეთილად მტრულ გამოხტომებს. ამიტომ აუცილებელია ქვეყნის მიმართ შემოვიღოთ ყველაზე ხისტი სანქციები, რომლებიც არ შეეხება ქართველებს - რუსეთის მოქალაქეებს. ახლა ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ საქართველომ დაგმო არამზადის გამოხტომა, მაგრამ საჭიროა არა დაგმობა, არამედ მისი პირდაპირი ეთერისგან შორს ყოფნა. ტელეარხის ხელმძღვანელობას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა ჟურნალისტის განზრახვა. ამიტომ მომხდარი უნდა შეფასდეს როგორც ზედმიწევნით დაგეგმილი საზიზღარი აქცია საქართველოს მხრიდან, თუ საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს გამოძიება“, – განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

image

2
1572
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
1572
  
2020, 20 ივნისი, 2:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 16 ივნისი, 9:28
ტოტალიტარიზმში დაბადებული,გაზრდილი და მონად ქცეულ ადამიანს,შეუძლებელია სჯეროდეს კერძო საკუთრების და მათი დამოუკიდებლობის. ვეთანხმები,რომ საინფორმაციო სამსახურმა იცოდა გაბუნიას განზრახვა,მაგრამ თავისუფალი მედია მაგით არის გამორჩეული,როცა ჟურნალისტი თავის გადაცემაში თვითონ წყვეტს რა და როგორ თქვას. გაბუნია მშიშარა არ არის,რადგან ისეთი რამე ქნა რო მთელი პრორუსული ჯგუფები გადაიკიდა და პლიუს სამიზნედ იქცა. შეუძლებელია არ სცოდნოდა,რა ემართებათ რუსეთის და პუტინის მოკრიტიკე ხალხს,ჟურნალისტებს და ამიტომაც მიზანმიმართული ქმედება არის,თან მამაცური. რუსეთში თავისუფალ ჟურნალისტებს პანტაპუნტით კლავენ და ეს "ნორმა" იმ ქვეყანაში. აი,საქართველოს მთავრობა რატო ფაფხურობს და ბოდიშები რატო მოიხადა ამას ვერ ვხვდები და ვერც იმ ხალხისას ვგებულობ,როლმებმაც აქცია მოაწყვეს რუსთავი ორთან. ამათზე ტვინნაღძობი ადამიანები დედამიწაზე წესით არ უნდა არსებობდეს,მაგრამ არიან:) გაბუნიას ხან ორიენტაცია შეუმოწმეს და ხან ანგარიშები,მაგრამ კვალი ვერ მიაგნეს ვერც ლგბტ წარმომადგენლის და ვერც სოროსის დაფინანსების,ხოდა ლიკვიდაციას ცდილობენ. მე პირადად,არ მომწონს ეს ჟურნალისტი და არც მთავარ არხზე ვარ კარგი წარმოდგენის,ისევე როგორც იმედზე,მაგრამ თავისიფალი სამყაროს ღირებულებების მჯერა და ჩვენი კონსტიტუციის,რომელიც უნდა იყო გარანტი თავისუფალი სიტყვის,შეკრების და მანიფესტაციის,სეკულარიზმის და უნდა უზრუნველყოფდეს ყველა ადამიანის თანასწორობას. თანასწორობას კანონის წინაშე და არა სოციალურს. ადამიანის მოკვლა ცუდია,ადამიანის დისკრიმინაცია ცუდია და ჟურნალისტის დევნა საქმიანობის განხორციელების მომენტში ასევე ცუდია. #ჩემიმხარდაჭერა გაბუნიას
0 1 2