x
დამოუკიდებლად ავირჩიოთ ჩვენი მომავალი პროფესია!

დღესდღეობით უფრო და უფრო აქტუალური ხდება სწორი პროფესიის არჩევის საკითხი. ძალიან ბევრი ცვლილება მიმდენარეობს ამ კუთხით საზოგადოებაში. პროფესიული ორიენტაციის მთავარი ამოცანა არის ის, რომ არჩევანი მოხდეს დამოუკიდებლად და ინდივიდის უნარების შესაბამისად. პროფესიული ორიენტაციის სწორი არჩევანი ძალიან დიდ როლს თამაშობს ინდივიდის ცხოვრებაში და იმაში, თუ რამდენად შეძლებს სწორი მიმართულებით წარმართოს თავისი მომავალი კარიერული ცხოვრება. აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საშუალოდ ადამიანი საკუთარი კარიერული ცხოვრების მანძილზე პროფესიას 5-7 ჯერ იცვლის. ამ მონაცემები ნათლად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი პროფესიის განსაზღვრა კარიერული ცხოვრების დასაწყისში.

პროფესია

პროფესიის არჩევაში მთავრი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ ადეკვადურად უნდა შევაფასოთ ჩვენი უნარები, შესაძლებლობები და ისეთი პროფესია უნდა ავირჩიოთ, რომელიც ემყარება ჩვენს ინტერესებს. არასწორი პროფესიის შერჩევა დროთა განმავლობაში ჩვენში შეიძლება იწვევდეს იმედგაცრუების გრძნობას, თვითშეფასების დაქვეითებას, მუშაობის უუნარობას, უკმაყოფილობას, ინტერესის დაკარგვას, ფრუსტირირებულ ქცევას კოლეგების, ხანდახან თუნდაც ოჯახის წევრების მიმართ, და ა.შ.
ზოგადად კულტურასაც დიდი გავლენა აქვს იმაზე თუ როგორ და რატომ ირჩევს ადამიანი პროფესიას, მაგალითად ინდივიდუალისტურ კულტურის მქონე ქვეყნებში პროფესიის არჩევა უფრო დამოუკიდებლად ხდება, ვიდრე კოლექტივისტურ კულტურებში. ზოგ კოლექტივისტურ კულტურაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ შემდეგ სამ ფაქტორს; ოჯახი, პროფესიის პრესტიჟულობა, ფიზიკური და ფსიქიკური უნარშესაძლებლობები.
ოჯახი ძალიან დიდ როლს თამაშობს პროფესიის არჩევაში. ხშირ შემთხვევბი, მშობლის პროფესია განაპირობებს ბავშვისას. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი კმაყოფილი და წარმატებულია საკუთარი საქმით, ეს მასში ინტერესს იწვევს და უჩნდება გრძნობა, რომ ისიც იმავენაირად მიაღწევს წარმატებას, და ხშირია შემთხვევები, როდესაც პირიქით ხდება, მშობლის უკმაყოფილობის და წარუმატებლობის გამო, იმ სფეროსადმი დიდი ინტერესის მიუხედავად, ბავშვში უარს ამბობს მაგ პროფესიაზე. ასევე ხშირია შემთხვევები როდესაც ბავშვზე ზეწოლას ახდენენ მშობლები. თუმცა ასევე ხშირია, როდესაც მშობლების პროფესიას მიჰყვებიან შვილები არა ძალდატანებით არამედ საკუთარი დიდი სურვილითა და მონდომებით.
პროფესიის პრესტიჟულობას მარტო ოჯახი არ განაპირობებს. მას მეტწილად სოციუმი ქმნის. საზოგადოებას დადებითი დამოკიდებულება აქვს ისეთი პროფესიებისადმი, რომელთა ანაზღაურებაც არც თუ ისე დიდი შეიძლება იყოს, და დროთა განმავლობაში პრესტიჟულ პროფესიის სტატუსს იღებენ.
მიღებულია, რომ არჩეული პროფესია უნდა შეესაბამებოდეს ინდივიდის უნარებსა და შესაძლებლობებს. მართალია, ძლიერმა შრომისმოყვარეობამ შეიძლება ადამიანს ნებისმიერი დაბრკოლება გადაალახინოს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, არასაკმარისი უნარების გარეშე წარმატების მოპოვება საკმაოდ რთულია.
“არასწორ“ პროფესიულ ორიენტაციას ხელს უწყობს კიდევ ის, რომ სამუშაოს დაწყებემდე ინდიდვიდი ხშირ შემთხვევაში “აგროვებს“ მხოლოდ და მხოლოდ თეორიულ ცოდნას, რომელიც მოკლებულია პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც სამუშაოს დაწყების მერე შეიძლება სერიოზული დაბრკოლება გახდეს ადამიანისთვის.
ამრიგად, როგორც აღვნიშნეთ, პროფესიულ ორიენტაციას ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ადამინის კარიერულ მომავალზე, იმაზე იქნება თუ არა ადამინი კმაყოფილი თავისი საქმიანობით, და არა მარტო. სწორი პროფესიის არჩევა ძალიან სერიოზულად მოქმედებს ადამინის გუნება-განწყობაზე, თვითშეფასებაზე, ყოველდღიურ ქცევაზე და იმაზეც კი თვლის ადამინი თავს ბედნიერად თუ არა.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა მომავალი პროფესიის პრესტიჟულობა, ოჯახის, მეგობრბის რჩევები, მაგრამ ინდივიდმა თავისი მომავალი პროფესია უნდა აირჩიოს დამოუკიდებლად, წინასწარ უნდა შეაფასოს თავისი ცოდნა და უნარები, უნდა გააკეთოს ის, რაც ანიჭებს სიამოვნებას და შეესაბამება მის ინტერესს. სწორი პროფესიის არჩევით, წარმატებული კარიერის და ცხოვრების აწყობა, შედარებით უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი.

0
311
1-ს მოსწონს
ავტორი:გოჰარ აღჯოიან
გოჰარ აღჯოიან
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0