x
მოდით, გავეცნოთ კონფლიქტის დადებით შედეგებს!

თითქმის წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ყოველგვარი კონფლიქტის, უთანხმოების გარეშე, რადგან ეს კონფლიქტები პიროვნებათაშორისი ურთიერთობების განუყოფილი ნაწილია. კონფლიქტი არის ერთმანეთთან დაკავშირებულ ინდივიდებს შორის შეუთანხმებლობა რამე საკითხთან/მოვლენასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი თავიანთ მიზნებს ერთმანეთთან შეუთავსებლად აღიქვამენ. ის საკმაოდ რთული სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენია, და მისი შესწავლის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია საწყისი მეთოდოლოგიური და თეორიული ვარაუდების ხარისხზე.

საზოგადოებაში არსებობს საერთო აღქმა, რომ კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი მოვლენაა, რაც იწვევს ადამინებს შორის მტრულ დამოკიდებულებას, უკმაყოფილებას, გაურკვევლობას, ამიტომაც მისი თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანებისთვის. თუმცა ეს ნაწილობრივ მცდარი დამოკიდებულებაა კონფლიქტისადმი, რადგან კონფლიქტს არ აქვს მხოლოდ უარყოფითი შედეგები. მას შეიძლება დადებითი ზეგავლენაც ჰქონდეს პიროვნულ ურთიერთობებზე.

კონფლიქტი
კონფლიქტის დადებითი შედეგები იდენტიფიცირებულია, როგორც პირად დონეზე, სადაც განიხილება კონფლიქტის მონაწილეები, ასევე სოციალურ დონეზე, სადაც განიხილება კონფლიქტის გარემო.
პირად დონეზე კონფლიქტის ერთ-ერთი დადებითი შედეგი ის არის, რომ ის ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას და ინდივიდუალობას, აძლევს ახალ ცოდნას, რათა მომავალში ინდივიდმა თავიდან აიცილოს ახალი კონფლიქტური სიტუაცია. კონფლიქტის დროს ადამიანებს შეუძლიათ ინფორმაციის და ცოდნის გაცვლა ერთმანეთში, ანუ კონფლიქტს აქვს საინფორმაციო ფუნქცია. კონფლიქტურ სიტუაციაში მყოფი მონაწილეები გამოვლინდებიან მრავალი პიროვნული თვისებებით, კონკრეტულ შეუთანხმებლობზე საუბრისას იყენებენ თავიანთ ცოდნას, იდეებს, მოსაზრებებს და უზიარებენ ერთმანეთს და ამ გზით ისინი უკეთესად იცნობენ ერთმანეთს. აქვე აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ შეხედულებებისა და მოსაზრებების შეჯახება იწვევს, ადამიანის ქცევის სტრატეგიისა და კონფლიქტის მონაწილეთა მსოფლმხედველობის საზღვრების გაფართოებას. ამას კი შეუძლია გააუმჯობესოს ინტერპერსონალური ურთიერთობები, დადებითად იმოქმედებს საქმიანობის ხარისხზე, ჩართული მხარეების ქცევაზე.
კონფლიქტის დროს ადამიანები ტოვებენ თავიანთ კომფორტის ზონას, იძენენ უფრო მეტ ავტონომიურობას, დომოუკიდებლობას, რაც ეხმარება მათ პიროვნულ განვითარებაში და მომავალში ისინი უფრო აქტიურები, ასევე გახსნილები ხდებიან ურთიერთობებში.

პირად დონეზე

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კონფლიქტს აქვს დადებითი შედეეგები და ფუნქციები ურთიერთობის სოციალურ დონეზეც.
სოციალურ დონეზე კონფლიქტი იკვლევს გარემოში გავრცელებულ მოსაზრებებს, გამოხატავს კოლექტიური განწყობებს და დამოკიდებულებებს, ხელს უწყობს დემოკრატიული და ჰუმანისტური ღირებულებების რეალიზაციას. ამის მერე ამ კოლექტივური განწყობების საშუალებით ქმნის მონაწილეთა შორის უფრო ჰარმონიულ ურთიერთობებს და ხელს უწყობს მეტად მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას.
კონფლიქტის შემდეგი დადებითი ფუნქციის მიხედვით, კონფლიქტი გვევლინება ინდიკატორად, რომელიც აღმოაჩენს სისტემაში არსებულ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, გამოავლენს ყველაზე სუსტ კავშირებს და გამოხატავს ურთიერთობების დიაგნოსტიკური ფუნქციის სიძლიერეს. ამგვარად, ადამიანს უკეთ ეცოდინება თუ პრობლემის ზუსტად რომელ ნაწილში, რომელ ელემენტს უნდა მიაქციოს მეტი ყურადღება. კონფლიქტს აქვს არსებული ურთიერთობების განვითარების ფუნქცია.
რაც ყველაზე მთავარია, როდესაც კონფლიქტი გვარდება, შედეგი ათავისუფლებს მონაწილეთა ფსიქიკურ და ემოციურ დაძაბულობას და მთლიანად გარემოს. მისი მოგვარება დადებითად მოქმედებს, როგორც კონფლიქტის ყველა სუბიექტის ფსიქიკაზე, ასევე მათ ფიზიკურ მდგომარეობაზეც. მოგვარების შემდეგ ადამიანები უფრო მშვიდად და თავისუფლად გრძნობენ თავს.

სოციალურ დონეზე

ამრიგად, როგორც ავღნიშნეთ, კონფლიქტი მრავალმხრივი სოციალური ფენომენია. ის პიროვნებათაშორისი ურთიერთობების განუყოფილ ნაწილს წარმოადგენს. სხვა პიროვნებასთან ურთიერთობისას, ადამიანი უპირველესყოვლისა იცავს თავის პირად ინტერესებს და ეს ნორმალურია. ამის შედგომ განვითარებული კონფლიქტები რეაგირებაა დაბრკოლებებზე, რომლებიც ხელს უშლის მას, რომ მიზანს მიაღწიოს. კონფლიქტის მოგვარება დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის თემა კონკრეტული ინდივიდისთვის. მას შეიძლება მოჰყვეს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგი. საზოგადოებაში უფრო მეტად გავრცელებულია მოსაზრება, რომ კონფლიქტს ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე უარყოფითი ზეგავლენა აქვს, მაგრამ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მისი შედეგი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიაზე. რასაკვირველია, მის წარმატებით წარმართვას გარკვეული გამოცდილება და უნარები სჭირდება.
ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, რომ კონფლიქტს დადებითი ზეგავლენა აქვს პიროვნებათაშორის ურთიერთობებზე, მაგალითად ის ადამიანებს პრობლემების მოლაპარაკების გზით მოგვარებაში ეხმარება, ასევე იმაშიც, რომ უფრო სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, გაეცნონ ერთმანეთის შეხედულებებს და, საბოლო ჯამში, გააუმჯობესონ ინტერპერსონალური ურთიერთობები.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:გოჰარ აღჯოიან
გოჰარ აღჯოიან
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0