x
ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენი ბრალიცაა!

ძალადობა
ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდეს, რადგან მოძალადეები უფრო მეტ დროს გაატარებენ სახლში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ, უმეტეს შემთხვევაში მოძალადე მწვავე ფორმებით ავლენს ძალადობას, ეს კი პათოლოგიურ დაავადებას წარმოადგენს. ძალიან სახიფათო იქნება ასეთ ადამიანებთან ერთად მთელი დღის გატარება. დაახლოებით ვიცით რამდენი ბავშვი დარჩა მშობლის გარეშე ოჯახური ძალადობის გამო, ვიცით რამდენი მშობელი დარჩა შვილის გარეშე, დაახლოებით ვიცით რამდენი ადამიანისთვის გახდა ცხოვრება უაზრო, უფერული, მიზანდაკარგული. რატომ? თითოეული ჩვენგანის გამო. დიახ, მეც ვარ დამნაშავე, შენც, ჩვენი მეგობრებიც, ოჯახის წევრებიც და უცნობ-ნაცნობებიც. პირადად მე, იმ რეგიონიდან ვარ, სადაც ძალადობა უჩვეულო მოვლენა არ არის. მახსოვს, პატარობაში, ვხედავდი როგორ ძალადობდა ქმარი ცოლზე, დედა შვილზე, შვილი მოცუხ მშობელზე, დედამთილი რძალზე, მომავალში რძალიც დედამთილზე, მეც ვფიქრობდი, რომ ეს წესია. ალბათ რამე დააშავეს, ალბათ ღირსი არიან და იმიტომ, ვფიქრობდი მე. იცით რატომ ვფიქრობდი ასე? საზოგადოებამ ასე მასწავლა, საზოგადოებამ ასე გასწავლათ, საზოგდოება ასე ასწავლის ახლაც, რომ ძლიერთან ყოველთვის სუსტია დამნაშავე და ამბობს, რომ რადგან შენ სუსტი ხარ, შენ უნდა მოითმინო, შენ უნდა მიიჩნიო ეს ყველაფერი ნორმად, შენ უნდა იცხოვრო ისე, როგორც გეტყვიან, რადგან თან სუსტი ხარ, თან ქალი. როდესაც ამ პრობლემაზე საუბრობენ, საზოგადოებას და მის როლს სულ ბოლოში ახსენებენ ხოლმე, მაგრამ საზოგადოება ამ პრობლემის თავშია. შენ იცი, რომ შენი მეზობელი ან ახლობელი ინტენსიურად ძალადობს თავის ცოლზე, გესმის მისი ტირილის ხმა, ხედავ დალურჯებულ სახეს, ხედავ უიმედო თვალებს, ხედავ დასუსტებულ სულს და რას აკეთებ? არაფერს! უბრალობ ფიქრობ, რომ სხვისი ოჯახის საქმე შენ არ გეხება, მაგრამ იმავე დროს მიდიხარ და გაღიმილებულ სახით შენს ოჯახს უყვები ახალ ამბავს, ფიქრობ, რომ ალბათ ღირსია და უმიზეზოდ არ სცემს ქმარი ცოლს, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. აი, ზუსტად აქედან იწყება კატასტროფა. ქალები, რომლებიც წლების მანძილზე არიან ძალადობის მსხვერბლი, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ არსებობს სხვანაირი, ლამაზი, ფერადი სამყარო, რომ შეიძლება მშვიდად, შიშის გარეშე ცხოვრება, ფიქრობენ, რომ შვილების გამო უნდა დარჩნენ, ფიქრობენ, რომ ყველაფერი მათი ბრალია, ფიქრობენ საზოგადოების აზრზე, რომლისთვისაც ისინი მხოლოდ განხილვის ობიექტები არიან, ფიქრობენ, რომ რადგან წასასველი ადგილი და ფული არ აქვთ, უნდა დარჩნენ მოძალადესთან, იმის იმედიც აქვთ, რომ მოძალადე შეიცვლება, რაც უმეტეს შემთხვევაში გამორიცხულია. მაგრამ არის ერთი მაგრამ, მათ არ ესმით, რომ სტრესულ, კონფლიქტურ გარემოში გაზრდილ ბავშვებისთვის რთულია „ჯანსაღი“ ფსიქიკის ჩამოყალიბება. ამიტომ, სჭირდებათ მათ ჩვენი დახმარება, ჩვენი დაცვა, ჩვენი მზრუნველობა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თითოეული პოლიციელი ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქე, თქვენთვის სულ ერთი უნდა იყოს ვინ ვისი ნათესავია, თქვენ ვალდებულება გაქვთ, როგორც პოლიციელს და როგორც უბრალო ადამიანს. და კიდევ, ძვირფასო ფსიქოლოგებო, თქვენი დახმარებაც ძალიან სჭირდებათ ასეთ ადამიანებს და ხანდახან უანგარო სიკეთის გაკეთებაც უნდა შეგეძლოთ.
საზოგადოებას ვქმნით ჩვენ და ჩვენ ერთად ყველაფერი შეგვიძლია!
0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:გოჰარ აღჯოიან
გოჰარ აღჯოიან
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0