x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვის ზოოპარკში მოკვდა "ჰიტლერის ალიგატორი"
image


მოსკოვის ზოოპარკი იტყობინება, რომ მათ კოლექციაში არსებული ყველაზე ასაკოვანი და დამსახურებული ალიგატორი, მეტსახელად "სატურნი" მოკვდა, რომელზეც ბევრი შეცდომით თვლიდა, რომ ის ოდესღაც ადოლფ ჰიტლერის პირადი საკუთრება იყო.


მისისიპის ალიგატორი დაიბადა შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი ბერლინის ზოოპარკში ბინადრობდა.1943 წლის ნოემბერში, ნაცისტური რაიხის დედაქალაქის მასიური დაბომბვის დროს ალიგატორი ზოოპარკიდან გაიქცა.

ბრიტანელმა ჯარისკაცებმა რეპტილია 1946 წელს გერმანიის ტერიტორიაზე იპოვნეს და საბჭოთა მხარეს გადასცეს.ეს სამი წელი სად გაატარა ალიგატორმა და როგორ ცხოვრობდა დღემდე გამოცანად რჩება.


"სატურნმა" დაახლოებით 84 წელი იცოცხლა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ველურ ბუნებაში ალიგატორების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას.(30-50 წელი) კიდევ ერთი ასეთი დღეგრძელი ალიგატორი ბელგრადის ზოოპარკში ცხოვრობს, რომლის ასაკმაც 80 წელს გადააჭარბა.


მოსკოვის ზოოპარკის განცხადებაში ადამიანური მწუხარებაა გამოხატული:


"სატურნი ჩვენთვის არის მთელი ეპოქა და ეს ოდნავადაც არაა გაზვიადებული.ის მოვიდა ჩვენთან გამარჯვების შემდეგ და ჩვენთან ერთად შეხვდა მის 75 წლისთავს. დიდი ბედნიერებაა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შეძლო მისთვის თვალებში ჩაეხედა, უბრალოდ ჩუმად ვყოფილიყავით მის გვერდით. ბევრ ჩვენგანს ის ბავშვობიდან გვიცნობდა. ვიმედოვნებთ, რომ მას იმედები არ გავუცრუეთ ."


რეპტილიას ზოგჯერ "ჰიტლერის ალიგატორს" ეწოდებდნენ, რადგან ის მესამე რაიხის დროინდელ ბერლინში ცხოვრობდა. მაგრამ ჭორს, რომ თითქოს "სატურნი" ჰიტლერის პირადი საკუთრება იყო, ზოოპარკის ადმინისტრაციამ მითი უწოდა.


”მაშინაც კი, თუ წმინდა თეორიულად იგი ვიღაცას ეკუთვნოდა - ცხოველები არ მონაწილეობენ ომში და პოლიტიკაში, აბსურდია მათი დადანაშაულება ადამიანურ ცოდვებში”, - ნათქვამია განცხადებაში.

image

image"სატურნის" ხსოვნის უკვდავსაყოფად, იგი დარჩება დარვინის მუზეუმში, მისგან გააკეთებენ ფიტულს, რომელიც გახდება მუზეუმის ექსპონატი, ნათქვამია ზოოპარკის განცხადებაში

0
536
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
536
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0