x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა COVID-19-ის სწრაფი გავრცელების მიზეზი დაადგინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა COVID-19 ვირუსის სტრუქტურა შეისწავლეს და გაარკვიეს, რატომ არის ვირუსი ასეთი გადამდები. მათ საკუთარი კვლევის შედეგები, საზოგადოებას Journal of Molecular Biology ჟურნალის მეშვეობით გაუზიარეს.


image


მეცნიერებმა COVID-19, მის წინამორბედს – SARS-CoV-1-ს შეადარეს, რომლის აფეთქება 2003 წელს მოხდა და აღმოაჩინეს, რომ ვირუსების გენომები ერთმანეთს 86% ემთხვევა. ამავდროულად, COVID-19-ს გარკვეული თანხვედრა, ადამიანის კეთილთვისებიან HCoV-HKU1 კორონავირუსთანაც აქვს. ამასთან, SARS-CoV-1 ვირუსი ადამიანებს შორის უფრო რთულად ვრცელდებოდა. ხოლო, სიკვდილიანობის პროცენტი, ინფიცირებულებს შორის, ბევრად უფრო მაღალი იყო. რაც შეეხება ადამიანის – HCoV-HKU1 ვირუსს, ის – ჩვენთვის საკმაოდ უსაფრთხოა, მაგრამ ძალიან სწრაფად ვრცელდება. სწორედ ამ ორი ვირუსის კომბინაცია ხდის ახალ კორონავირუსს ასე სახიფათოს.

გარდა ამისა, მეცნიერებმა COVID-19–ის ცილის სტრუქტურაში სპეციალური მარყუჟი აღმოაჩინეს, რომელიც ვირუსს უჯრედის ზედაპირზე კარგად მიმაგრების საშუალებას აძლევს. ის ვირუსს და უჯრედს 10–ჯერ უფრო მტკიცედ აკავშირებს, ვიდრე ეს, მაგ., SARS-CoV-1–ის შემთხვევაში იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მარყუჟი, კორონავირუსის სხვა სახეობებში არ გვხვდება.

მეცნიერების აზრით, სწორედ ეს ფაქტორი ხდის ახალ კორონავირუს სახიფათოს და მეტად გადამდებად აქცევს მას. თუ ის ორგანიზმში მოხვდა, რომელიმე უჯრედს მაშინვე ეწებება და გამრავლებას იწყებს. ხოლო, ადამიანს ვირუსული ინფექციისგან გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვს.

imageimageimageროდის და რა შედეგით დასრულდება პანდემია
უკვე ცნობილია, ვის არ უნდა ეშინოდეს COVID-19 –ის
როდესაც ნაგვის გატანას დამსახურება უნდა...

image

1
1107
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1107
  
სპეციალურად გამოყვანილია ხოდა ეს ვირუსი
0 1 1