სიახლეები D ვიტამინი და კარანტინი – რა მოვიმოქმედოთ რომ მოწოდებამ #დარჩისახლში ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს 2020, 8 მაისი, 12:16 იმ უდიდეს სარგებელთან ერთად, რაც ამ ეტაპზე თვითიზოლაციას მოაქვს ადამიანებისთვის, სახლში ხანგრძლივმა ყოფნამ შეიძლება ზიანიც მოგვიტანოს. პირველი, რასაც ყველა აღნიშნავს არის სტრესი, რადგან ამას თავადაც გრძნობენ და აწუხებთ. თუმცა ეს ყველაფერი არაა. მზის სხივების ნაკლებობითა და უმოძრაობით არაერთი პრობლემა იჩენს თავს, რაც საბოლოოდ ცხოვრების ხარისხზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ერთ–ერთი უპირველესი პრობლემა D ვიტამინის ნაკლებობაა. რისთვის არის მნიშვნელოვანი D ვიტამინი?რაქიტი, ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, სიმსივნე, დიაბეტი, გულს–სისხლძარღვთა დაავადებები, დეპრესია, იმუნური სისტემის დაქვეითება, ავტოიმუნური დაავადებები – ეს არის ჩამონათვალი იმ დაავადებებისა, რომლებსაც ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს. მეცნიერულად დიდი ხანია დადგენილია, რომ ამ ვიტამინს დიდი როლი აქვს ძვალ–სახსროვანი სისტემის განვითარებაში, განსაკუთრებით, კი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. თუმცა თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ იმ დაავადებების ჩამონათვალი, რასაც D ვიტამინის დეფიციტი იწვევს, გაცილებით ფართოა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, D ვიტამინის ნაკლებობა მსოფლიო მოსახლეობის 13%-ის ჯანმრთელობაზე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას. რამდენია D ვიტამინის დღიური ნორმა?D ვიტამინის დოზირებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. თუ აშშ-ის მედიცინის ეროვნული აკადემია განმარტავს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის დღიურად 600-800 IU D ვიტამინი საკმარისია, ამერიკელი ენდოკრინოლოგების რეკომენდაციით, დღიურად 1.500-2.000 IU უნდა მივიღოთ. რა არის D ვიტამინის წყარო?ამ უმნიშვნელოვანესი ვიტამინის მთავარი წყარო მზეა, ამიტომ წარმოადგენს აუცილებლობას სეირნობა, დასვენების დღეების ბუნებაში გატარება. კვლევების თანახმად, ღია ფერის კანი მქონე ადამიანებს მზეზე დროის გატარება 8-15 წუთი სჭირდებათ, რომ D ვიტამინის საჭირო დოზა მიიღონ, ხოლო მათ, ვისაც უფრო მუქი კანი აქვთ, მზის სხივებს მეტად უნდა მიეფიცხონ. უკანასკნელ პერიოდში კი როცა ყველა თვითიზოლაციაშია და თან მეტ–ნაკლებად უმზეო ამინდებია, ადამიანების დიდი ნაწილი მზის სხივებიდან საჭირო რაოდენობის D ვიტამინის მიღებას ვერ ახერხებს. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას და ვეცადოთ ვიტამინის დღიური დეფიციტი საკვებიდან მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პრეპარატის სახით მიღება გახდება საჭირო. პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავსოკეანის ცხიმიანი თევზი ორაგული – ეს ერთადერთი პროდუქტია, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. ხშირად, მას D ვიტამინის საბადოდაც მოიხსენიებენ. სწორედ ამიტომ ექიმების მთავარი რეკომენდაციაა, მიიღოთ ორაგული კვირაში რამდენჯერმე. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 100 გრამი ორაგული 526 IU (International Unit) რაოდენობის D ვიტამინს შეიცავს. საჭირო რაოდენობის D ვიტამინის მისაღებად აუცილებელია ოკეანის ხარისხიანი ორაგული მიირთვათ. როგორც საქართველოში არსებული ყველაზე დიდი თევზის საწარმოს, „ნიკორას“ შვილობილი კომპანიის, „ოკეანეს“ ტექნოლოგი განმარტავს, ორაგულის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მისი წარმომავლობა და ხარისხი. აუცილებელია, ის ბუნებრივი საკვებით იყოს გაზრდილი და შენახვის ყველა პირობა დაცული იყოს, რათა ყველა ვიტამინი შენარჩუნდეს. „ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ნედლეულის ხარისხს. ნედლეული შემოგვაქვს როგორც ნორვეგიიდან ( ჩრდილოეთ ზღვაში მოპოვებული), ასევე ალიასკიდან. უგემრიელესი „ნორვეგიული ორაგულის“ ფილე, რომელსაც მომხმარებელს 120გრ–იანი შეფუთვით ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტია. დამზადების ტექნოლოგიით ეს არის ბუნებრივ ნახერხზე ცივად შებოლილი პროდუქტი. ტექნოლოგიის ეს მეთოდი უნარჩუნებს პროდუქტს გემოს, სიმკვრივესა და ვიტამინებს. D ვიტამინის გარდა, ორაგული ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს, ომეგა სამის ცხიმოვან მჟავას. გარდა აღნიშნულისა, მომხმარებელს ასევე უმაღლესი ხარისხის ასაწონ ორგანულის სტეიკს ვთავაზობთ, “ – განმარტავს „ოკეანის“ ტექნოლოგი. ოკეანის ცხიმიანი თევზის, ორაგულის გარდა დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს კვერცხი და რძის პროდუქტები. თუ პროტეინების უმეტესი ნაწილი კვერცხის ცილაშია მოქცეული, მინერალები და ვიტამინები ძირითადად, მის გულში იყრის თავს. ერთი კვერცხის გული 37 IU რაოდენობის D ვიტამინით არის მდიდარი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვერცხში D ვიტამინის შემცველობა დამოკიდებულია მის ხარისხზე. თუ ქათამი ბუნებრივი საშუალებებით იკვებება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია გაზრდილი, მისი კვერცხიც ნატურალურია და მდიდარია როგორც სხვა საჭირო ვიტამინებით, ისე D ვიტამინით. გარდა აღნიშნულისა D ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთი პროდუქტებიც, როგორიცაა: სოკო, ფორთოხლის წვენი, ნატურალური იოგურტი და მარცვლეული. 1588 1-ს მოსწონს
|