x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მაქს კავალერა
სიტყვა მაქსმა არ შეგაშინოთ, ეს არაა დაკავშირებული კომუნიზმთან და მათ იდეოლოგთან. ეს SOULFLY/CAVALERA CONSPIRACY-ის სოლისტია, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს ერთი უცნაური ისტორია. მაქს კავალერა თავისი რძლისთვის მიყენებული მორალური ზიანის გამო დააჯარიმეს. ეს ამბავი მან თავის ავტოგრაფიულ წიგნში My Bloody Roots აღწერა, სადაც ის მისი ძმის იგორ კავალერას ყოფილი რძლის მონიკა ბასის შესახებ წერს:

“ჩემი ძმის ყოფილი ცოლი თავიდანვე არ მომწონდა. ის ნამდვილი ბ*ზია. როდესაც ის გავიცანი, მას ჩემთან საქმის დაჭერა უნდოდა, მაგრამ თავი ავარიდე. სამი კვირის შემდეგ კი გავიგე, რომ ჩემს ძმასთან გაუბია რომანი. როდესაც მათ ქორწინება გადაწყვიტეს, ეს არ მომეწონა, მაგრამ ვერაფერი ვთქვი, რადგან იგორს ის უყვარდა.”

“მასთან ურთიერთობა არ შემეძლო და თავს ვარიდებდი. ის იგორთან ყოველთვის მსგავს რაღაცებს ლაპარაკობდა – მამაჩემი მდიდარია, მან მე დიდი სახლი და სხვა ყველაფერი მომცა და შენ რატომ არ შეგიძლია ეს. ამას ყველას წინაშე ამბობდა. მასთან ახლოს დადგომა უბრალოდ არ შემეძლო.”

“ძალიან გამაოცა და გამაღიზიანა იმ ფაქტმა, როდესაც გავიგე, რომ ის Sepultura_ს მენეჯერი გამხდარა. ის ხომ პროფესიით სტომატოლოგის ასისტენტია. როგორ შეეძლო სტომატოლოგის ასისტენტს შეეცვალა ჩვენი არაჩვეულებრივი მენეჯერი გლორია.” – აცხადებს მაქს კავალერა თავის წიგნში.



წყარო


მაქს კავალერა მის ძმა იგორ კავალერთან ერთადმაქს

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0