x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საფრანგეთში Covid-19 ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა?
image

საფრანგეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმმა განაცხადა, რომ Covid-19 -ით დაავადებულ პაციენტს შესაძლოა ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს მკურნალობდა. ეპიდემიის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებზე აგრეთვე საუბრობენ კალიფორნიელი ექიმები.


თუ დადასტურდა ”ადრეული” ფრანგი პაციენტის ტესტი კორონავირუსზე, ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსი შესაძლოა იმავე პერიოდში გავრცელდა, რა დროსაც ჩინეთის ქალაქ უხანში და არა ერთი თვის შემდეგ, როგორც ჯანმო ამტკიცებდა.


საფრანგეთში დეკემბერის შემთხვევა დაფიქსირდა პაციენტისგან განმეორებით აღებული ნაცხის შემდეგ. ეს ფაქტი გაასაჯაროვა პაციენტის მკურნალმა ექიმმა ივ კოენმა.



ინფექციის პირველი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის გავრცელების კუთხით.



ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შესაძლებელია ვირუსით ინფექცირების სხვა ადრეული შემთხვევების გამოვლენა.


ჯანმო-ს სპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა მოუწოდა ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურებს შეამოწმონ საავადმყოფოების კარტოთეკები, რომ მიიღონ უფრო ნათელი წარმოდგენა, თუ როგორ ვრცელდებოდა ვირუსი.


საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ BBC-ის განუცხადა, ამჟამად მიმდინარეობს იმ საქმის გადამოწმება, რომელზეც ექიმი კოენი საუბრობს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოიძიების დაწყებაც.



საფრანგეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საუბრობს Covid-19-ით დაინფიცირების ადრეულ შემთხვევებზე. ორი კვირის წინ, აშშ-ში, კალიფორნიაში გვამის გაკვეთის შემდეგ, დადგინდა, რომ კორონავირუსით პირველი გარდაცვალება თითქმის ერთი თვით ადრე მოხდა, ვიდრე მანამდე ეგონათ.


Covid-19– ის ადრეულ შემთხვევებზე მოხსენება გაკეთდა შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ანდერს ტეგელმა. მისი თქმით, " Covid-19– ის ადრეული შემთხვევები, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოსულმა შემოიტანეს ევროპაში, ექსპერტებს არ უნდა გაუკვირდეთ."

0
13
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0