ასტროლოგია მაისის 7 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე იმოქმედებს - ვინ რა უნდა გაითვალისწინოს 2020, 28 აპრილი, 12:33 მაისში ზოდიაქოს ნიშნებს 7 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ელოდებათ. მომდევნო თვე იმითაა გამორჩეული, რომ 4 რეტროგრადული (უკანმავალი) პლანეტა (ვენერა, სატურნი, პლუტონი (25 აპრილიდან დაიწყო და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება) და იუპიტერი) გვყავს. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთ სფეროში შეფერხებები, გაჭიანურება, დაბრკოლება, გაურკვევლობა იქნება ან განმეორდება სიტუაციები, დაუბრუნდებით ძველ სიტუაციებს, ურთიერთობებს, შემოგეხმიანებიან ადამიანები, ვისთანაც საქმიანი ან სასიყვარულო ურთიერთობა გაკავშირებდათ წარსულში. რაც შეეხება შვიდ მნიშვნელოვანი მოვლენას, ესენია: 4 მაისი - ვენერა-ნეპტუნის კვადრატი
5 მაისი - მთვარის კვანძები - ტყუპი-მშვილდოსანი მდებარეობას იცვლიან
7 მაისი - სავსემთვარეობა მორიელის 18 გრადუსში
11 მაისიდან პლანეტა სატურნი გადადის რეტროგრადულ სვლაში (29 სექტემბრამდე) მერწყულის ზოდიაქოში
13 მაისი - პლანეტა ვენერა ხდება რეტროგრადული (25 ივნისამდე) ტყუპის ზოდიაქში. აქ ის გადმობრძანდა 3 აპრილს და დარჩება 7 აგვისტომდე
14 მაისს პლანეტა იუპიტერი რეტროგრადული ხდება (13 სექტემბრამდე) თხის რქის ზოდიაქში
22 მაისს ველოდებით ახალმთვარეობას ტყუპის 3 გრადუსში დამატებით გეტყვით, რომ 12 მაისს პლანეტა მერკური ტყუპის ზოდიაქოში გადადის, ხოლო მარსი 13-ში - თევზებში. მზე 20 მაისს დატოვებს კუროს ზოდიაქოს და გადავა ტყუპში, ხოლო 28 მაისს მერკური კირჩხიბის ზოდიაქოს სტუმარი გახდება. მზე ახლა კუროს ზოდიაქოში იმყოფება. აქტუალური თემებია: სიყვარული, ფინანსები, შემოსავლები, მატერიალური ღირებულებები, უძრავი და მოძრავი ქონება. მიაქციეთ ამ სფეროებს განსაკუთრებული ყურადღება. მაისი მცირე უსიამოვნო ასპექტით იწყება ესაა ვენერა-ნეპტუნის კვადრატი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მოწყენილები, გვეჩვენება, რომ შორს ვართ იმ იდეალისგან, რისკენაც მივისწრაფოდით. შეიძლება იმედი გაგვიცრუვდეს სიყვარულში, საყვარელ ადამიანში. ამ პერიოდში არ გირჩევთ საყიდლებს. განსაკუთრებით, სამოსსა და სილამაზის ნივთებს. აგრეთვე, არც კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას, იმიჯის, გარეგნობის შეცვლას. პირად ცხოვრებაში მოწყენილობა და იმედგაცრუება დაიწყო 23 აპრილს და დასრულდება 31 მაისს. გირჩევთ, მეტად დაკავდეთ შემოქმედებითი საქმიანობით: ხატვა, ფოტოგრაფია. ამ პერიოდში არ გირჩევთ ახალი ადამიანების გაცნობას, რადგან ილუზიებს აყოლილს შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ, ტყუილების მსხვერპლი გახდეთ. რაც შეეხება ტყუპი-მშვილდოსანი კვანძების ცვლას (ტყუპი არის აღმავალი და მშვილდოსანი დაღმავალი), ამის შესახებ რამდენიმე დღეში ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ და გაიგებთ, რას მოუტანს ეს ცვლილება თქვენი ზოდიაქოს ნიშანს. ახლა მოკლედ გეტყვით, რომ აღმავალი ტყუპი, არის ცნობისმოყვარეობის, ახალი ნაცნობობის, ახალი ცოდნისა და ინფორმაციის მიღებისა და გაცემის ნიშანი. ეს არის პიარიც და რეკლამაც, აგრეთვე, ყიდვა-გაყიდვა . ასე, რომ მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში (შეგახსენებთ, რომ ტყუპი-მშვილდოსანი კვანძები 5 მაისს შეიცვლის ადგილდებარეობას და 2022 წლის 18 იანვრამდე შეინარჩუნებს პოზიციას) ეს თემები იქნება აქტუალური. 7 მაისს სავსემთვარეობას ველოდებით მორიელის 18 გრადუსში. უნდა შეგახსენოთ, რომ სავსემთვარეობაზე ემოციურობა პიკს აღწევს. მორიელი კი ისედაც ღრმა ემოციური, შინაგანად განცდიანი ნიშანია. განსაკუთრებული რთული ასპექტები ამ დღეს არ გველის, მაგრამ ვენერა-ნეპტუნის კვადრატის გამო პესიმისტურ-იმედგაცრუებულ-მელანქოლიურ-მოწყენილი განწყობა გაძლიერდება. გირჩევთ, არ მიიღოთ ქიმიური პრეპარატები, სიფრთხილე გმართებთ მედიკამენტებთანაც, ეცადეთ, გამოიძინოთ და ისევ და ისევ მიმართოთ შემოქმედებითი საქმიანობას, რაც შეამსუბუქებს სავსემთვარეობის დაძაბულობას. 12 მაისს პლანეტა მერკური ტყუპის ზოდიაქოში გადადის და იქ დარჩება 28 მაისამდე... წაიკითხეთ ვრცლად 80 2-ს მოსწონს
|