x
მეტი
  • 04.06.2020
  • სტატია:101004
  • ვიდეო:346279
  • სურათი:464508
როდესაც ნაგვის გატანას დამსახურება უნდა...

image


– მამა, ნაგავი გასატანია?

– ჭურჭელიც გასარეცხია!

– მა, ნაგავი?

– ნაგვის გატანას დამსახურება უნდა!


***


ადრე ძაღლებს იჭერდნენ, თუ მას ადამიანი არ ახლდა, – ახლა, ადამიანებს, ძაღლის გარეშე...


***


თუ ძაღლი არა გყავთ, რომ გაისეირნოთ, ველოსიპედი იყიდეთ და ძაღლები თვითონ აგედევნებიან.


***


— კარანტინამდე, ვინ გინდოდა გამხდარიყავი?
— ექიმი.
— ახლა?
— პოლიციელი.


***


— უოტსონ, წამოდი ჭაობებზე გავისეირნოთ…
— არ შეიძლება, კარანტინია.
— მერე რა, ვიტყვით, რომ ძაღლი გაგვექცა და მას ვეძებთ…


***


მოვესწარით! ბავშვები ტირიან... სკოლაში წასვლა უნდათ!


***


თვითიზოლაცია, ტურია პენსიაზე — არც ფული გაქვს და არც საქმე.


***


— რამდენად ხშირად გაგაქვთ ნაგავი სახლიდან?
— ჩვენ ნაგავსადენი გვაქვს.
— ჰო, არ გაგიმართლათ.


***


ჩემი საწოლი — ჩემი პირადი კინოთეატრი, ბიბლიოთეკა და კაფე–ბარია...
და საერთოდ, რატომ უნდა წავიდე სადმე?..


***


პანდა, დღე–ღამის მანძილზე, საშუალოდ, 12 საათს ჭამს.
ადამიანი, კარანტინის დროს, – თითქმის ამდენივეს...
სწორედ ამიტომ ჰქვია, ვირუსის საყოველთაო გავრცელებას, – პანდემია.


***


ნახევარი ქვეყანა სახლში ზის, ხოლო მეორე ნახევარი – მას დარაჯობს.


***


როგორღაც შეუმჩნევლად დადგა დრო, როდესაც სოფელში უფრო მეტი გასართობია, ვიდრე ქალაქში.


***


ჯარიმა თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმის დარღვევაზე, ჰაერზე გადასახადა: გამოხვედი, ისუნთქე — გადაიხადე!


***


— ძვირფასო – ეუბნება ქმარი ცოლს – წავიდეთ რესტორანში, ან საერთოდაც, მალდივებზე...
— მაგრამ, .. ახლა ხომ კარანტინია?
— არ გინდა და ნუ გინდა — მერე არ თქვა, რომ არ შემოგთავაზე.


***


მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა უფრო საშიშია: სიცხის გაზომვა, თუ აწონვა?!


***


სიყვარულია — როდესაც ცოლს უკანასკნელ ნიღაბს აძლევ და მაღაზიაში გზავნი, რომ ლუდი ამოგიტანოს.


***


— კარანტინის დროს ხვდები, რომ ადამიანის მეგობარი მხოლოდ ძაღლია.
— და კატა, – რატომ არა?
— კატა თვითონ სეირნობს, ძაღლს კი, გასეირნება სჭირდება.


***


ყველა, ვისაც ბავშვი შეეძინება 9 თვის შემდეგ, დაჯარიმდება, სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო.


***


ძაღლი, ფუფუნება არ არის, — ის გადაადგილების საშუალებაა!


***


კარანტინის წყალობით გავიგე, რომ ჩემი ცოლი ქერა არ არის.


***


კარანტინის კიდევ ერთი თვე — და ნიღბები დაგვიპატარავდება. ამასთან, საგაზაფხული სამოსის შეძენა საჭირო არ არის. ხოლო, საზაფხულო ტანსაცმლის ზომა არ ვიცით…

imageimageimage
ანეკდოტები და სახალისო ფრაზები კორონავირუსზე

image


ნახატებში ასახული ჩვენი რეალობა

image


1
161
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
161
  
14 მაისი, 16:23
სუპერ ხუმრობებია
0 1 1