x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
გინდათ გახდეთ სასურველი? შეიყვარეთ საკუთარი თავი, იყავით ის ვინც ხართ და იკითხეთ, რადგან კითხვაშია ბედნიერების გასაღები

იქნება თუ არა მილიცას სტატიები, თქვენი ყოველდღიური მეგზური და ვისწავლით თუ არა ერთად?!

image

მე მილიცა ვარ, ჰაეროვანი, თავით ფეხებამდე მაგიური და ჭრელი, დაახლოებით ისეთივე როგორ სიზმრებსაც ვხედავ.. მიყვარს ხატვა, ფიქრი და ოცნება.. ღრუბლებში ვლივლივებ, ცისარტყელაზე ვზივარ და მთვარის შუქს ვაკვირდები, მომწონს ვარსკვლავების განლაგება და ბუშტები, ბევრი ფერადი ბუშტი.. ემოციებით სავსე ვარ, ეიფორიით, ღელვითა და ჟრუანტელით.. მიყვარს ჩემი ცხოვრება, მეტიც ის მაფრთიანებს და ვგიჟდები საკუთარ თავზე მხოლოდ იმიტომ რომ მე ასეთი ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ არასდროს ვმალავ გრძნობებს.. მიყვარს სილურჯე.. მიყვარს ვნება, კოცონის ბობოქრობა, მწველი მზე, ისეთივე როგორიც ჩემს სიზმრებშია.. ღრმა და ბურუსით მოცული ფანტაზია ვარ.. საკუთარ თავს აღვადგენ როცა მარტო ვრჩები და ვცდილობ გავუძლო უკიდეგანოდ ვრცელი გრძნობების, მძაფრი ვნებათაღელვის კორიანტელს, რომელიც ნებსიდ თუ უნებლიედ თავს მესხმის, თავით ფეხამდე ჟრუანტელად მაქცევს.. მათრობს.. ერთ დიდ წვეთად გადაიქცევა, რომლის დაცემის ხმაც არ წყდება და არც მინდა რომ შეწყდეს.. დამდნარ ჟელატინად მაქცევს, მთის ზეფირად.. გამაწითლა, გამაფერადა.. ისე, როგორც ვერავინ და ვერაფერმა.. მას ჩემი ფუნჯი ჰქვია, რომელმაც ყოველთვის ზუსტად იცის რა მინდა, რას ვგულისხმობ, რას განასახიერებს შტრიხი და ზოგჯერ უბრალო მზერა.. ჩემმა ფუნჯმა იცის, როგორ უნდა გააბედნიეროს, როგორ უნდა მოეფეროს, სად წავიდეს და რა შექმნას ..imageimageimage


4 წლის ასაკში ავიღე პირველად ფუნჯი ხელში და მისმა ცვალებადმა ხასიათმა ჩამითრია, ვხატავდი დაუმთავრებლად, ვხატავდი რათა ჩემი სულის წადილი გამემჟღავნებინა, ვხატავდი მთელი სიყვარულით და გადმოვცემდი სიყვარულს ბუნების, ცხოველების, ადამიანების, პლანეტის მიმართ, სტიპენდიაც კი მქონდა, რომელიც ასლან აბაშიძემ დამინიშნა.. ჩემი საყვარელი პედაგოგის, ანტონ ფილიპოვის წყალობით კი კიდევ უფრო დავხვეწე ფერთა ზეიმი.. მქონდა ბევრი პერსონალური გამოფენები, ჩემი ნამუშევრები ამერიკაში გაიგზავნა, ვიყავი ამაყი და თან გაოგნებული, ნუთუ მზად ვიყავი ამ ასაკში მებობოქრა და თან ყველასთვის განმემარტა ნამუშევრების მეობა, მათი არსი და მიზანი.. თითქოს დამღალა პოპულარობამ, იმაზე რაზეც ახლა ვოცნებობთ, რომ ჩვენით ამაყობდნენ, რომ ვიყოთ გამორჩეულები და შევქმნათ რაღაც ახალი, მაშინ თავი მომაბეზრა.. და მართლაც ჯერ მცირე პაუზა ავიღე, შემდეგ კი დავასრულე ჩემი შედევრების შექმნა, თუმცა დროებით .. ახლა ისევ განვაგრძობ ხატვას, ისევ ისეთი ჟინითა და სურვილით მინდა შევქმნა რაღაც სხვა, ის რაც ყველას მოგვცემს მუზას, შთაგონებას და სურვილს რომ გვიყვარდეს.. და ფერწერის ცეროდენა ჯადოქარმა განაგრძო თავის დაკლაკნილ გზაზე მოძრაობა.. კი, ასე მეძახდნენ..დაე ვხატოთ, ვიფიქროთ წითელი ავირჩიოთ თუ მწვანე.. მუყაო თუ მინა.. თეთრი თუ გამჭვირვალე.. თაფლი თუ შოკოლადი.. .ჩემი ფუნჯი პირდაპირია და თან ამოუცნობი, თავქარიანი და თან გაწონასწორებული, ხალისიანი და სხვანაირად ბედნიერი.. მბრძანებელია, მთვარეა, რომელიც დარბის ჩვენთან ერთად.. ღვინოა, რომელიც ჩამოედინება სხეულზე და წვნიანი ფორთოხალი, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს..

მოდით შევიყვაროთ, მოდით ვწეროთ დღიურები, წავიკითხოთ წიგნები, აღმოვაჩინოთ ვარსკვლავები ჩვენს თავებში.. ალბათ ზოგ თქვენგანს, როგორც მე არ ჰქონდა დრო, რომ ეკითხა ან დაეწერა, თუნდაც ევარჯიშა ან უბრალოდ შეყვარებოდა.. მოდით დავიწყოთ ეს დღეიდან.. მე ავირჩიე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო და საყვარელი წიგნი წასაკითხად, ნიკოლას სპარკსის -''დღიური'', ზოგჯერ საყვარელი წიგნის კითხვა ან ახალი საყვარელი წიგნის აღმოჩენა ბიბლიოთეკაში ჟანგბადს ჰგავს ან სისხლს ჩვენ ვენებში.. ვიმოგზაუროთ მაგიურ ფურცლებში, დავიჭიროთ გრძნობა და გავაგრძელოთ ცხოვრება სხვადასხვა პიროვნებებით ან უბრალოდ კეთილი გონებით..

0
109
შეფასება არ არის
ავტორი:მილიცა რუსია
მილიცა რუსია
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0