x
მეტი
  • 01.10.2020
  • სტატია:103687
  • ვიდეო:347848
  • სურათი:468110
საქართველოში კარანტინის და შეზღუდვების მოხსნის 6 პუნქტიანი გეგმა
image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე წარადგინა 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვების მოხსნა სავარაუდოდ ეტაპობრივად 2 კვირიან შუალედებით მოხდება, კორონავირუსული ეპიდემიის პრევენციის პარალელურად.


1 ეტაპი-27 აპრილიდან


image


2 ეტაპი-სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ

image


3 ეტაპი

image

4 ეტაპი

image

5 ეტაპი

image

6 ეტაპი


image

5
1002
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1002
  
ბატონო ზურაბ,ლოგიკურის გარდა ყველაფერია ის გადაწყვეტილებები,რაც მთავრობამ მიიღო. ჯერ ერთი შერჩევითი სტიმულირება ბიზნესების,რაც არასამართლიანია. სამშენებლო ბიზნესის სუბსიდირება ემსახურება გარკვეული პრივილეგირებული პირების გამდიდრებას და არა ეკონომიკის სტიმულირებას. ადამიანმა რომელმაც სამსახური დაკარგა,ის ვერ ისარგებლებს იპოთეკური სესხით,რადგან მას ექნება სტაბილური შემოსავალი,თან გრძელვადიან პერიოდში. სოფლის პროგრამა ხომ საერთო სიგიჟეა,რადგან 1 ჰა და მეტი მიწა ვისაც აქვს ე.ი. მაღალ შემოსავლიანია და რა ქნას 1ჰაზე ნაკლების მფლობელმა? ეხლა პირბადეებზე შეზღუდვა გავრცელდა:დახურულ სივრცეში პირბადის უქონლობის გამო ფიზიკური პირი 2000 ლარიანი და ი/პ 10000 ლარით ჯარიმდება,ხოლო სხვა ყველა შემთხვევაში 20 ლარით ჯარიმდები და თუ გაიმეორე,მაშინ სისხლის პასუხისმგებლობა გეკისრება. პირბადის უქონლობა გაქცევს ადამიანს კრიმინალად და პირობით მსჯავრით იქნები,რომელსაც წინასაარჩევნოდ გამოიყენებენ. ეს ყველაფერი თუ ლოგიკურია,მაშინ ლოგიკა საერთოდ რა არის?
არსებობს დედამიწაზე ადამიანი,რომელიც ახსნის,რატომ არის საშიში სპორტ დარბაზები ან აზარტული ბიზნესი უფრო საშიში,ვიდრე რესტორნები ან ნებისმიერი სახის ბიზნესი. მთავრობას საშუალებას თუ მისცემ,ის ნებისმიერ შეზღუდვას დაგიწესებს და მერე თავისთვის კომფორტულ სამყაროში იცხოვრებს. ეკონომიკის გაჩერების შედეგად აგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 56% შეადგენს უკვე ე.ი. მთლიანი ეკონომიკის ნახევარზე მეტია და ეს ჩვენი ან შემდგომი თაობის გადასახდელია. ვერავინ იტყვის,რომ მაინცადამაინც საგანგებო მდგომარეობამ და შეზღუდვებმა გადაგვარჩინა,რადგან მეზობელ სომხეთში სიტუაცია აფეთქდა,არადა შეზღუდვები იქაც მოქმედებს. ჩემი აზრით,მოქალაქეების თვითშეგნებამ და პასუხისმგებლობამ გადაგვარჩინა და არა შეზღუდვებმა. წინა სააღდგომო პერიოდში,ადამიანებმა შეზღუდეს თავი,მამა შვილის საფლავზე ვერ გავიდა,შვილი დედის და ა.შ. ძალიან ბევრი ადამიანი პასუხისმგებლობით მოეკიდა საფრთხეს და თავისი გასაკეთებელი გააკეთეს. იყო პრივილეგირებული საზოგადოებაც,რომლებმაც საერთოდ არ შეასრულეს არანაირი წესი და კანონი. კომენდანტის საათის დროს მთელი კვირა მრევლი(დახ. 2000 კაცი) იდგა სამებაში,მაგრამ სიტუაცია არ აფეთქებულა,ასე იყო საქართველოს ყველა ტაძარში. კანონის უზენაესობა რო პრობლემაა ამ ქვეყანაში ეგ არ ახალია. მაშინ როცა ქმარს მეუღლე გვერდით ეჯდა მანქანაში 3000 ლარი გამოუწერეს,ხოლო მინისტრი ტიკარაძე და არა მარტო ის იგივე რამეს ყოველდღე აკეთებდნენ. ეკლესიაზე არაფერს ვიტყვი,რადგან ეგ სხვა თემაა. საქართველოს ყველა რეგიონში დაფიქსირდა მინ. 1 შემთხვევა გარდა კახეთისა,მაგრამ ყველა შეზღუდვა გავრცელდა ამ რეგიონზეც. გამოვიდეს ვინმე და მითხრას,რატომ იყო საშიში კახეთის რეგიონში საფლავზე გასვლა დღის საათებში და რატომ არ იყო კომენდანტის საათის დროს ეკლესიაში ყოფნა.
13 მაისი, 12:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

5 მაისი, 3:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

25 აპრილი, 2:02
ლოგიკურია.
0 1 5