ასტროლოგია რას მოგიტანთ "დაუმორჩილებელი" ახალმთვარეობა - როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება 23 აპრილის შემდეგ 2020, 21 აპრილი, 12:50 23 აპრილს ახალმთვარეობას ველოდებით კუროს ზოდიაქოს მეხუთე გრადუსში. როგორც წესი, კურო დინჯი და გაწონასწორებულია, მაგრამ ეს ახალმთვარეობა შეგვიძლია კორიდას შევადაროთ. რადგან ამ მოსიყვარულე და აუჩქარებელ კუროს, ახალმთვარეობა ელვასავით დააცხრება თავზე და განსხვავებულად მოქმედებას აიძულებს. 20 აპრილიდან მზე კუროს ზოდიაქოშია. კურო ეს არის კომფორტი, მატერიალური კეთილდღეობა, სიყვარული. ამიტომ, სანამ მზე ტყუპის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ეს თემები იქნება აქტუალური. ახალმთვარეობა გვექნება 23 აპრილს, 6:25-ზე მანამდე (დაიწყება 22 აპრილს 6:36-ზე) გვექნება მთვარის ოცდამეცხრე დღე. უსიამოვნო დღეა, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა განვლოთ. მთვარის მეორე დღე კი დაიწყება 23 აპრილს, 6:49-ზე. როგორც ხედავთ, მთვარის პირველი დღე სულ რამდენიმე წუთს გასტანს. ამიტომ, თუ სამომავლო სურვილის ჩაფიქრება გსურთ, სწრაფად უნდა იმოქმედოთ. სურვილი კი დაკავშირებული უნდა იყოს ფინანსებთან, მატერიალურ საკითხებთან. კუროს ზოდიაქოს ერთ-ერთი თემაა ფული, თანაც კუროს ზოდიაქოში მდებარეობს მოულოდნელობების პლანეტა ურანიც (ახალმთვარეობაზე მზესთან და მთვარესთან აქვს შეერთება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ასპექტს). ამიტომ, უნდა გააანალიზოთ თქვენი ფინანსები, რაში იხდით ფულს და საიდან გსურთ ფულის მიღება. შეიძლება ახალი გზები გამოგიჩნდეთ ან ახალი საშუალებები გამონახოთ სიმდიდრის დასაგროვებლად. ან მეორე ვარიანტი არსებობს, ურანის გავლენით მოულოდნელოდ დაკარგოთ დიდი თანხა. ამიტომ, გაითვალისწინეთ, არასტაბილურ ენერგიას ადეკვატური გადაწყვეტილებით რომ შეხვდეთ. გარდა ამისა, ურანი მოგვიწოდებს, რომ გავთავისუფლდეთ ყველაფერ იმისგან, რაც ხელს გვიშლის, ზედმეტი ტვირთისა და ურთიერთობებისგანაც. მას სიახლეები სურს და ეს სიახლეები რამდენად იქნება ყველასთვის პოზიტიური უცნობია. ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს. მთვარის ეს თვე მოითხოვს ჩვენგან, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ოჯახს. ჩვენს მშობლებს. როგორც იცით, ახალმთვარეობაზე ემოციურობა იმატებს ამიტომ, ეცადეთ, არ იყოთ კონფლიქტური, კრიტიკული, არ გამოეკიდოთ სიტყვებს. განსაკუთრებით ადეკვატურობა მოგეთხოვებათ ახალმთვარეობის წინა დღეს (თუმცა, დაძაბული პერიოდი მთელ კვირას, 29 აპრილამდე გასტანს). პლანეტა მერკური ახლა ვერძის ზოდიაქოშია, რაც გვაძლევს დაუფიქრებლად ნათქვამ ფრაზებს, საკმაოდ უხეშ ფორმაში. მერკურს კი ცუდი ასპექტი აქვს პლანეტა პლუტონთან, რომელიც ძირეულ ცვლილებებს განაგებს. ამიტომ, ფრთხილად როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე ძალოვანებთან და გარშემო მყოფებთან, ზოგადად. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ 26 აპრილი, ეს არის დღე, როცა მთვარე და მზე თავისი ეგზალტაციის ნიშნებში ხვდება. ამ დღეს სასურველია, ფულის რიტუალი გააკეთოთ. ან იმ თემაზე მიმართოთ თქვენი ყურადღება, რაც მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს: ქორწინების გაფორმება, ძვირად ღირებული ნივთების, უძრავი ქონების, სამკაულების შეძენა, ახალი პროექტების დაწყება, ფულის დაბანდება (ოღონდ სანდო საქმეებში) სულიერი პრაქტიკები, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაწყება, ბავშვის ჩასახვა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება, ქველმოქმედება. ვის რა ელის მთვარის ამ პერიოდში კუროში ახალმთვარეობის შემდეგ?როგორც უკვე იცით, კუროს ზოდიაქოში მზესა და მთვარეს უერთდება პლანტება ურანიც (ზემოჩამოთვლილ თემებს, რასაც ურანი განაგებს, უნდა დავუმატოთ ასტროლოგიაც, ინტერნეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიებიც, მეგობარ-თანამოაზრეებიც), რაც იწვევს მოულოდნელობებს, ორიგინალურობას, დაუგეგმავ მოვლენებს, რაც ჩვენგან ითხოვს დაკვირვებულობას და გააზრებულობას. მიაქციეთ ყურადღება კუროს თემებს, ცვლილებები აქაა მოსალოდნელი. ვერძი ახალი ტექნოლოგიების გამოყენება გმართებთ ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ინტერნეტით მოიძიეთ შემოსავლის ახალი წყარო. აქტუალურია ელექტროფულისა და კრიპტოვალუტის თემები. სასარგებლოა ამ თვეში ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენა. ზოგიერთმა შეიძლება თანამოაზრეები შემოიკრიბოს ახალი საქმიანობისთვის. კურო შესაძლოა, საკუთარ თავში ახალი ძალა, ნიჭი (შემოქმედებითიც) აღმოაჩინოთ, აღმაფრენას იგრძნობთ. მის წარმოსაჩენად კი თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა გამოიყენოთ. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ იმ კუროებს, ვისი დაბადების დღეებიც ახალმთვარეობასთან ახლოსაა, ეხება: 22-25 აპრილის შუალედში დაბადებულებს. უნდა გამოხვიდეთ ჩვეული ცხოვრების წესიდან, გამოავლინოთ ლიდერის თვისებები. თუმცა, ისეთ გადაწყვეტოლებებსაც ნუ მიიღებთ, რომ მერე ინანოთ. ვიცით, რომ თქვენ ხართ დახვეწილი ნიშანი, ელეგანტურობის უმაღლესი შეგრძნებით, მაგრამ ახალ მოგიწოდებთ, რომ ურანის უჩვეულობა ორიგინალურად გამოავლინოთ: ჩაიცვით ჩვეულო სამოსი, გაიკეთეთ უჩვეულო მაკიაჟი და გადაიღეთ ფოტოები, რომლებსაც მერე სოციალურ ქსელში ატვირთავთ. მეტი ეპატაჟი, მეტი ექსტრავაგანტურობა გამოავლინეთ. ხოლო თუ ახალმთვარეობაზე ახალ პროექტს დაიწყებეთ, ესეც ძალიან კარგი იქნება. აქაც გირჩევთ, რომ ძალები თქვენთვის აქამდე უჩვეულო საქმიანობაში მოსინჯოთ. ტყუპი 23 აპრილიდან მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ შინაგან სამყაროს. რისი მიღწევა გსურთ მომავალში? თავს უფლება მიეცით, რომ ცოტა დაისვენოთ, გამონახეთ დრო მედიტაციისა და ლოცვისთვის. ახლანდელი თვითიზოლაცია კარგია განმარტოებისთვის, შინაგანი სიმშვიდის მოპოვებისთვის. დააკვირდით სიზმრებს, შეიძლება მათში შეხვდეთ იმ კითხვებზე პასუხს, რაც გაწუხებთ. აგრეთვე, კარგი იქნება, თუ მონაწილეობას მიიღებთ საქველმოქმედო აქციებში, სხვების დასახმარებლად მოხალისე გახდებით. კირჩხიბი მთვარის ამ თვეში ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ, უფრო თანამედროვე უნდა გახდეთ. მეტად უნდა გამოიყენოთ ტექნოლოგიები. მეგობრების დახმარებითა და მხარდაჭერით ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. ვირტუალურად იკონტაქტეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან ზოგიერთმა შეიძლება მუშაობა ინტერნეტით დაიწყოს ან პროექტები ონლაინ განახორციელოს. ლომი ურანი მოულოდნელ ცვლილებას შემოიტანს თქვენს კარიერაში, ან დაწინაურდებით, ან შეიძლება სრულიად შეიცვალოთ საქმიანობის, ბიზნესის მიმართულება. აითვისეთ ახალი კომპიუტერული პროგრამები, გაჯეტები. იყავით მზად ცვლილებებისთვის! ქალწული გათავისუფლდებით შეზღუდვებისგან, მეტად დააფასებთ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, იყავით ორიგინალური. შეიძლება გენიალური მიგნება გააკეთოთ. ზოგიერთი ახალი ცოდნის შეძენას გადაწყვეტს. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები. შანსი მოგეცემათ, რომ გახდეთ ცნობილი, თუნდაც ინტერნეტსამყაროში. განაგრძეთ კითხვა597 2-ს მოსწონს
|