ასტროლოგია 20-26 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 2020, 20 აპრილი, 12:52 * 20 აპრილი. 11 საათზე მთვარე ვერძის ზოდიაქოში გადავა და გავაქტიურდებით. მოიმატებს ბრძოლისუნარიანობა * 21 აპრილი. დაიცავით წესები, კანონი, მოერიდეთ ინციდენტებს * 22 აპრილი. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას. გათავისუფლდით არაფისმომცემი ნივთებისგან * 23 აპრილი. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ და წვეტიან ნივთებთან * 24 აპრილი. მოერიდეთ იმპულსურობას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას * 25 აპრილი. 11:21-ზე მთვარე ტყუპის ზოდიაქოში გადავა. მოგინდებათ ინფორმაციის მოძიება, კონტაქტი გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ კამათს, თქვენი აზრების აგრესიული ფორმით დაფიქსირებას * 26 აპრილი. ჰარმონიული და სასიამოვნო დღეა. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. შეიქმენით სილამაზე * ხუთშაბათს გველოდება ახალმთვარეობა. კვირის ბოლოს პლანეტა მერკური დაძაბულ ასპექტებს ქმნის და სიფრთხილე გვმართებს საჭესთან. არ გადაიტვირთოთ ინფორმაციით, გაუფრთხილდით სასუნთქ ორგანოებს ვერძი მოგეჩვენებათ, თითქოს ყველამ ცალ-ცალკე გადაწყვიტა, ნერვები მოგიშალოთ. დამშვიდდით, განმარტოვდით და დაფიქრდით, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და რატომ. კვირის რჩევა: ეცადეთ, ყველა სიტუაცია თქვენ სასიკეთოდ წარმართოთ. კვირის საუკეთესო დღე: კვირა. კურო განსაკუთრებით გაუმართლებთ იმ კუროებს, ვისი დაბადების დღეც ამ კვირაშია. ახლობლებისგან ყურადღებასა და სითბოს იგრძნობთ. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს და აისრულეთ სურვილები. კვირის რჩევა: ნუ გაჯიუტდებით, იყავით დიპლომატიური. კვირის საუკეთესო დღეები: ხუთშაბათი და პარასკევი. ტყუპი მშვიდად ისუნთქეთ, მოერიდეთ უსიამოვნებებს. უმჯობესია, გაატაროთ, ვიდრე აჰყვეთ პროვოკაციას. ხანდახან საკუთარ სიამაყეს უნდა გადააბიჯოთ, ურთიერთობაში ჰარმონია რომ შეინარჩუნოთ. კვირის რჩევა: ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. კვირის საუკეთესო დღეები: სამშაბათი და ოთხშაბათი. კირჩხიბი ნუ დადარდიანდებით, თუ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც დაგეგმილი გქონდათ. მეტად მიმართეთ იმპროვიზაციას. ახლა მთავარია, შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე, ჰარმონია - პირად ცხოვრებაში და იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. კვირის რჩევა: საყვარელი ადამიანი და მისი სიყვარული ყველაზე წინ დააყენეთ. კვირის საუკეთესო დღე: ოთხშაბათი. ლომი ბოლო დროს სამსახური ბევრ დროს გართმევდათ და ახლა დროა, პირადი ცხოვრების დალაგებაზე იზრუნოთ. მეტად რომანტიკული უნდა გახდეთ. კვირის რჩევა: დაისახეთ მიზანი, რომ საყვარელი ადამიანის ყურადღება მოიპოვოთ. კვირის საუკეთესო დღე: პარასკევი და კვირა. ქალწული ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით, უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო. ერთად შეიძლება უსიამოვნებები მარტივად მოაგვაროთ. კვირის რჩევა: თუ სერიოზული უსიამოვნებები არ გსურთ, მოეშვით ავანტიურას. კვირის საუკეთესო დღეები: შაბათი და კვირა. განაგრძეთ კითხვა218 2-ს მოსწონს
|