x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
"კვირის დილას მზეს ეკიდა წმინდა სული იესოს"

image

აღდგომა (ნინო კემულარაია)

აპრილსა და მაისს შუა

დღეებს წყლული სტკიოდათ,

ჯვარზე ეცვათ გაზაფხული,

კვირტებს სისხლი სდიოდათ.

გოლგოთაზე მიწა ძრწოდა,

ზეცამ ზეცა დაღარა,

ქრისტემ ეკლის გვირგვინიდან

სიყვარული დაღვარა.

ღვთიმშობელის მზერა კრთოდა,

მზის თვალების სადარო,

ღმერთის სისხლით შეიღება,

წვეთ-წვეთებად სამყარო.

კვირის დილას მზეს ეკიდა

წმინდა სული იესოს,

ოცდაათი ვერცხლის შური

იუდას გულს მიესო.

გზას მივყვები ტაძრისაკენ

ლოცვით ცოდვებს გვერდით,

ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად!..

- ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...

0
91
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0