x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"პლანეტას საშინელი სენი მოედება, რომელიც აღმოსავლეთიდან მოვა..." - ნოსტრადამუსის, ვანგასა და ჰოკინგის პროგნოზები პანდემიაზე და როტშილდების უჩვეულო ილუსტრაცია
image


მსოფლიო პანდემიის შესახებ სხვადასხვაგვარად წინასწარმეტყველებდნენ ადამიანები, რომლებსაც ცნობილ ნათელმხილველებად მოიხსენიებენ. განსაკუთრებით ბევრი უთქვამთ ამის შესახებ ნოსტრადამუსსა და ვანგას.


ნოსტრადამუსი

აი, რას წერდა ნოსტრადამუსი ერთ-ერთ წინასწარმეტყველებაში: "დიდი ჭირი სანაპირო ქალაქში არ დასრულდება, სანამ არ იქნება გამოსყიდული უდანაშაულო სისხლი და სიკვდილი წმინდანისა, რომელიც უდანაშაულოდ გაასამართლეს და წარჩინებული ქალბატონისა, რომელიც მლიქვნელობით შეურაცხყვეს". ბევრი რამ დაემთხვა - წყალთან სიახლოვე (უჰანი მდებარეობს მდინარე იანცზისა და ხანშუის შეერთების ადგილას და ასევე ცნობილია მშვენიერი ტბით) და ჭირის გავრცელების მასტაბიც (ახლა პრაქტიკულად არ დარჩა ადგილი, რომელსაც კორონავირუსი არ მისწვდა).


წარჩინებული ქალბატონიც, რომელიც მლიქვნელობით შეურაცხყვეს, ასევე იპოვეს - 81 წლის ჩნელი უ ი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი. სხვადასხვა დროს საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა ჩინეთში: იყო პეკინის მერი, ეკონომიკის მინისტრი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, ჯანდაცვის მინისტრი.



2003 წელს სწორედ ის მეთაურობდა ატიპიური პნევმონიის ეპიდემიასთან ბრძოლის შტაბს. 2005 წლის "ფორბსის" რეიტინგში კი მეორე ადგილი დაიკავა ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში. პირველი კონდოლიზა რაისი იყო.
მიუხედავად "აღმოსავლეთის რკინის ლედის" სტატუსისა და დიდი გამოცდილებისა, 2008 წელს გადადგა. ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააოცა: მინისტრი საკმაოდ ქმედითუნარიანი იყო და კიდევ დიდხანს შეეძლო ქვეყნისთვის ემსახურა. ამბობენ, რომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ინტრიგებს,

უსამართლობას და არ მოინდომა ბინძურ "დიდ თამაშებში" ჩართვა.
სხვათა შორის, კორონავირუსის ეპიდემიის პიკში მას სთხოვდნენ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას, მაგრამ არ დაბრუნდა. თუმცა სახელმწიფოს ეხმარება, როგორც მრჩეველი და სამედიცინო ექსპერტი.


რაც შეეხება "წმინდანის გარდაცვალებას, რომელიც უდანაშაულოდ გაასამართლეს", ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში იგულისხმება უიგურების დევნა და მკვლელობები, რომლებსაც ჩინელები ერჩიან - ამ ძველ აზიელ ხალხს ადანაშაულებენ სეპარატიზმში და სასტიკად უსწორდებიან.


2020 წელთან დაკავშირებით ნოსტრადამუსს ჰქონდა წინასწარმეტყველება, რომ არ იქნებოდა ეს ჰარმონიული წელი და ბევრი კატაკლიზმები ელოდა მსოფლიოს.


ვანგა


ვანგამ 2020 წლისთვის იწინასწარმეტყველა უკვე კარგად დავიწყებული დაავადებების გააქტიურება. თუმცა, კონკრეტულად რომელი სენი იყო ეს, არ დაუსახელებია. თავად ამბავი საფრთხილოაო, რადგან საქმე უამრავი ადამიანის სიცოცხლეს ეხებაო. ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, პრობლემა დიდხანს არ გასტანს და 2021 წლისთვის უნდა დასრულდესო. "პლანეტას საშინელი სენი მოედება, რომელიც აღმოსავლეთიდან მოვა, მაგრამ ევროპასაც მოიცავს. ერთი შეხედვით ჯანმრთელი ადამიანები ხილული მიზეზის გარეშე დაეცემიან", - ამბობდა ვანგა. მართლაც, ბევრი დაავადებული, რომელთაც ორმხრივი პნევმონია აქვთ კორონავირუსის ტიპის, ხანდახან სრულიად არ გრძნობენ სიმპტომებს, თუმცა დაავადება ზოგისთვის ლეტალურად მთავრდება.


ტერიტორიული მონაცემებიც ემთხვევა - "სენი" ნამდვილად აღმოსავლეთიდან მოვიდა და ევროპელებს გაცილებით მწვავედ შეეხო. მხოლოდ იტალიისა და ესპანეთის ხსენება რად ღირს.


ვანგა დარწმუნებული იყო, რომ ახალი დაავადება 100 მილიონამდე ადამიანს იმსხვერპლებდა, იმედია, ციფრებში შეცდებოდა.


სტივენ ჰოკინგი


ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეცნიერი იყო. კოსმოლოგიური თეორია, შავი ხვრელების შესწავლა, ბესტსელერი "დროის მოკლე ისტორია" - ეს მისი მიღწევებია ასტრო-ფიზიკის სფეროში.


სიცოცხლის ბოლო წლებში ის ბევრ უჩვეულო და საშიშ მოსაზრებას უზიარებდა საზიგადოებას: მაგალითად, საუბრობდა ვირუსული ტიპის ახალ ბიოლოგიურ იარაღზე, რომელიც ერთ დღეს უკონტროლო გახდებოდა და ძალიან ბევრ ადამიანს იმსხვერპლებდა.


ერთ-ერთი ვერსიით, კორონავირუსი ნამდვილად ბიოლოგიურ იარაღად არის შერაცხული, რომელიც თითქოსდა ჩინეთის საიდუმლო ლაბორატორიებში შეიმუშავეს, ევრპოპისა და ამერიკის წინააღმდეგ.


განაგრძეთ კითხვა



0
5479
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
5479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0