x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
„ღრუბლების ხალხის“ საიდუმლო
image


ჩაჩაპოია, ანუ „ღრუბლების ხალხი“ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ლეგენდარული ეთნიკური ჯგუფი და კულტურაა, რომლის შესახებ დღემდე ძალიან ცოტა რამ ვიცით. ეს ხალხი ანდებში, პერუს ჩრდილოეთ ნაწილში, ჰუალაგას და მარანიონის მდინარეებს შორის გადაჭიმულ მთაგორიან მხარეში ცხოვრობს.


არავინ იცის როდის და საიდან მოვიდა ეს ხალხი აქ, არც ის თუ თავად რას ეძახდნენ ისინი თავის თავს. ახლანდელი სახელი „ჩაჩაპოია“ (ღრუბლების ხალხი) მათ დამპყრობლებმა, ინკებმა, მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს შეარქვეს, როცა მრავალწლიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ მათ შეძლეს ამ ხალხის დამარცხება და დამორჩილება.



image



გავიდა კიდევ რამდენიმე ათწლეული და აქ ახალი დამპყრობელი, ესპანელები გამოჩნდნენ. ერთი მხრივ, ეს თითქოს დადებითი მოვლენა იყო ღრუბლების ხალხისთვის, ვინაიდან ესპანელებმა მათში პოტენციური მოკავშირეები დაინახეს და დაეხმარენ ჩაჩაპოიას ინკების წინააღმდეგ ბრძოლაში და თავისი მიწების უკან დაბრუნებაში.


ესპანელი კონკისტადორი პედრო სიეზა დე ლეონი წერა ღრუბლების ხალხზე რომ ისინი მკვეთრად გამოირჩეოდნენ ინკებისგან თეთრი ფერის კანით, სიმაღლით და აღნაგობით, ჩაჩაპოიას ქალები გამოირჩეოდნენ თავისი სილამაზით. იგივეს იმეორებდა მეორე ესპანელი კონკისტადორი, ფრანსისკო დე ორელიანა, პირველი ევროპელი რომელმაც გამოიკვლია ამაზონისპირეთი. იგი წერდა, რომ ჩაჩაპოია ესპანელებზე მაღლებიც კი იყვნენ, ჰქონდათ ძალიან ღია ფერის კანი და ხშირად ქერა თმა. ორელიანა ვარაუდს გამოთქვამდა - ეტყობა ეს ხალხი ევროპული ან ხმელთაშუაზღვისპირული წარმოშობისააო.


ევროპელთა გამოჩენას ამ რეგიონში ერთი უზარმაზარი პრობლემაც მოჰყვა: ესპანელებმა თან მოიტანეს მთელი რიგი დაავადებები, რომელთა წინაამდეგაც სამხრეთ ამერიკელ ხალხებს იმუნიტეტი არ აღმოაჩნდათ. განსაკუთრებულად გამანადგურებელი აღმოჩნდა შავი ყვავილის ინფექცია, რომელმაც მუსრი გაავლო მილიონობით ადამიანს ამ კონტინენტზე.


გავიდა საუკუნეები, გადარჩენილი ღრუბლების ხალხის შთამომავლები მშვიდობიანად ცხოვრობდენ თავის ძნელად მისადგომ სოფლებში და დასახლებებში. არქეოლოგიური კვლევა ამ რეგიონში იშვიათობა იყო, ჩაჩაპოიას დამწერლობა არ შემორჩენილა, ამიტომ ფაქტიური ცოდნა ამ ხალხის წარსულზე ძალიან მწირია.


image


სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში: 2006 წელს აღმოჩენილი იყო მუმიების საცავები, რამდენიმე მათგანი ძალიან კარგად იყო შემონახული და შესაძლებელი გახდა მათი თმის და კანის ნიმუშების დეტალური გამოკვლევა, რამაც მეცნიერებს წარმოდგენა მისცა ამ ხალხის გენეტიკურ ფესვებზე. დღეს პერუს ეს რეგიონი კვლავ ძნელად მისადგომად რჩება, მაგრამ ცნობისმოყვარე ადამიანები იქ მაინც ადიან ჩაჩაპოას კულტურასთან დაკავშირებული არქეოლოგიური ძეგლების სანახავად.



image


ამ ძეგლთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა კუელაპის (Kuélap) მონუმენტური ციხე-ქალაქის ნანგრევები. იგი ზღვის დონიდან სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ოფიციალურად არის სამხრეთ ამერიკის უდიდესი ქვისგან ნაშენები კონგლომერატი. საკმარისია ითქვას, რომ ამ ციხე-ქალაქის აშენებაზე სამჯერ მეტი ქვის მასალა დაიხარჯა ვიდრე უდიდესი ეგვიპტური პირამიდის – ხეოფსის პირამიდის – აგებაზე. კუელაპი ჩვენი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში აშენდა, მისი კედლები სიმაღლეში 20 მეტრს აღწევენ.


უაღრესად საინტერესოა ღუბლების ხალხის მუმიები, პირველ რიგში ორნახევარ მეტრი სიმაღლის სარკოფაგები (Sarcophagi of Karajía). ასევე დიდ ინტერესს იწვევს ლეიმებამბას მუზეუმში (Leymebamba Museum) დაცული ორასზე მეტი ინდივიდუალური მუმია და მკვდართა ქალაქი, რევაშის მავზოლეუმები (Tombs of Revash), რომელიც ფრიალო კლდის სიღმეშია ჩაშენებული.


ჩაჩაპოიას კულტურის შესახებ არსებობს კარგი დოკუმენტური ფილმი “Lost Kingdoms of South America (2013) – Epispode 1 - People of the Clouds”. დღემდე საიდუმლოდ რჩება თუ საიდან მოვიდა ეს ხალხი ანდების ამ მთაგორიან რაიონში, მკვლევარები ვარაუდობენ რომ ღრუბლების ხალხი კელტური ან კართაგენული წარმოშობისანი უნდა ყოფილიყვნენ. იმედია მომავალი არქეოლოგიური კვლევა ამ რაიონში ნათელს მოჰფენს ჩაჩაპოიას უნიკალური, კულტურის საიდუმლოს.


წყარო: Mysterium Magnum

0
275
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0