სხვა დონალდ ტრამპი:თუ დაღუპულთა რაოდენობა 100 000-ს არ გადააჭარბებს, იმას ნიშნავს, რომ მაგრად ვიმუშავეთ 2020, 30 მარტი, 14:01 თეთრ სახლში, ვარდების ბაღში გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ მისი ადმინისტრაცია შეძლებს 100 000 კაცზე მეტ დაღუპული არ ჰყავდეს, ეს ნიშნავს, რომ "მაგრად ვიმუშავეთ" - საოცრად ცვალებადი განაცხადი რამდენიმე დღის წინ ნათქვამი ოპტიმისტური პროგნოზისგან განსხვავებით, რა დროსაც იგი აღდგომისთვის ეკონომიკის აღდგენას იმედოვნებდა, ირონიულად აღნიშნავს გამოცემა The Guardian-ი. თეთრი სახლის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის ორ კვირაში ელოდება კორონავირუსისგან გამოწვეულ სიკვდილიანობის პიკს, ხოლო პანდემიის შედეგად ქვეყნის აღდგენა, მისი აზრით, 1 ივნისს დაიწყება. ამასთან, პრეზიდენტმა მედია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „ცოტა უფრო პოზიტიურად რატომ არ იქცევით? ყოველთვის იქცევით ასე, გამოგიჭირეთ, გამოგიჭირეთ, გამოგიჭირეთ. იცით რა? ამიტომ არის, რომ აღარავინ ენდობა მედიას უკვე“, -განაცხადა ტრამპმა. 391 3-ს მოსწონს
|