x
image
maia
მდიდარი მემკვიდრეები-მსოფლიოში ცნობილი ქალბატონები
მათ ბავშვობიდან იცოდნენ რა იყო Dow Jones-ის ინდექსი და რომელი იახტა უფრო შესაფერისი იქნებოდა გამოსასვლელ დღეებში სასეირნოდ. მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე-ქალბატონები ლამაზები, ჭკვიანები და წარმოუდგენლად მდიდრები არიან.


შარლოტა კაზირაგი

image
პრინცესა შარლოტა კაზირაგი დაიბადა მონაკოს მმართველი დინასტიის ოჯახში. მას ხშირად ამსგავსებენ ბებიას გრეის კელის, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ლამაზი ქალი
გახლდათ. შარლოტამ მიიღო ბრწყინვალე განათლება, უყვარს სპორტი და მუსიკა, აქვს საავტორო სვეტები სერიოზულ გამოცემებში. 2010 წელს ჟურნალმა Forbes შარლოტა დაასახელა ყველაზე მომხიბვლელად თანამედროვე მულტიმილიონერების შთამომავლებს შორის. 25 წლის პრინცესა აღიარებულია მოდის ხატებად მისი უზადო გემოვნების გამო, ცოტა ხნის წინ შარლოტა გახდა Gucci-ის
სარეკლამო სახე. შარლოტას ქონებას 6 მლრდ. დოლარს შეადგენს.


პერის ჰილტონი


image
ცნობილი ამერიკელი ქერათმიანის დიდი ბაბუა კონრად ჰილტონი მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმროების ქსელის დამაარსებელია. პერისსაც მემკვიდრეობით გადაეცა პირველობის სურვილი.

31 წლის პერისის ანგარიშზეა რამდენიმე წარმატებული ტვ-პროექტი,
ტანსაცმლის ხაზი, სუნამოები, კინო-გადაღება, წიგნების გამოშვება და ალბომის ჩაწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაბუამ მემკვიდრეობაზე უფლება წაართვა მისი თავაშვებული ცხოვრების გამო, პერისი იმედს არ კარგავს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მხოლოდ სუნამოს გაყიდვიდან ხუთი წლის განმავლობაში 1 მლრდ. დოლარი
შემოსავალი მიიღო, რაღა უნდა ითქვას მის შიშველ ფოტოსესიებზე მოდური ჟურნალებისთვის და მოდურ წვეულებაზე ვიზიტებზე, სადაც პერისის დაპატიჟება ორგანიზატორებს რაღაც 1 მლნ. დოლარი უჯდებათ. მისი შემოსავალი 2011-ში 11 მლნ. დოლარს აღემატებოდა.

ივანკა ტრამპი
image
მდიდარი ოჯახის მემკვიდრემ ივანკა ტრამპმა მამამისის დონალდ ტრამპის ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა. ის ბავშვობიდან მეტად შრომისმოყვარეა, მუშაობდა მოდელად, უნივერსიტეტის დასრულების
შემდეგ დაიკავა ხელმძღვანელი თანამდებობა მამის კომპანიაში. ივანკა ითვლება დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელად. ოჯახურ ბიზნესთან ერთად, ივანკა ავითარებს საკუთარ საქმეს-მისი გვარით გამოდის ფეხსაცმელი, ჩანთები და ექსკლუზიური სამკაულები. თუმცა 30 წლის ივანკასთვის ეს შესაძლებლობის ზღვარი არ არის.

2 მლრდ. დოლარის მფლობელისთვის სამუშაო დღე დილის 6 სთ-ზე იწყება: ის პირადად ხელმძღვანელობს კლიენტებთან მოლაპარაკებას და ეცნობა მშენებარე ობიექტებს. ივანკა ხშირად ხვდება პოპულარული გამოცემების გვერდებზე.


თამარა ეკლსტოუნი
image
მისმა ბავშვობამ სარბოლო ბოლიდების და მოტორის ბღუილის ხმაურის ქვეშ ჩაიარა. მამამისი ბარი ეკლსტოუნი პოპულარული სარბოლო ჩემპიონატის -„ფორმულა-1-ის მფლობელი გახლავთ.
თამარამაც თავისი კარიერა სპორტს დაუკავშირა-ის გახდა სპორტული კომენტატორი ბრიტანული ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე.

28 წლის თამარა თავის დასთან ერთად ხელმძღვანელობს საკუთარ პროდიუსერულ კომპანიას, იძენს უძრავ ქონებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ბოლო შენაძენი იყო 55 ოთახიანი სახლი, რომელშიც ის საქმროსთან და ხუთ ძაღლთან ერთად აპირებდა ცხოვრებას,
თუმცა შეყვარებულის ღალატის შემდეგ მარტო დასახლებას აპირებს. მისი ქონება 1, 5 მლრდ. დოლარს შეადგენს.


არიანა როკფელერი
image
არიანა მსოფლიოში ცნობილი ფინანსური მაგნატების გვარის გახლავთ,
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იგი ბავშვობიდან ფუფუნებაში იზრდებოდა. არიანა ერიდება საჯარო გამოსვლებს და იშვიათად
გამოდის ხალხში. გამონაკლისი მხოლოდ საქველმოქმედო საღამოებია. 2011 წელს არიანამ გახსნა საკუთარი კომპანია, რომელიც უშვებს ყოველდღიური მოხმარების სამოსს. ორ მლრდ-იანი ქონების 27 წლის
მფლობელი გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის 10%-ს ქველმოქმედებაზე ხარჯავს.

ამანდა ჰერსტი
image
ამანდას დიდი ბაბუა ცნობილი გამომცემელი უილიამ რენდოლფ ჰერსტი გახლდათ, მან უზრუნველყო თავისი შთამომავლობა მდიდარი მემკვიდრეობით. 28 წლის ამანდა ბავშვობიდან
განებივრებული იყო. ხმების მიხედვით ის ყოველწლიურად ტანსაცმელსა და კოსმეტიკაზე ხარჯავს დაახლოებით 130 000 დოლარს.
თუმცა მდიდარ მემკვიდრეს ხარჯის დათვლა არ სჭირდება, მის ანგარიშზე 9 მლრდ. დოლარია განთავსებული. მდიდრული მზითევის მიუხედავად ამანდა არ ჩქარობს გათხოვებას, ის საკუთარ თავს მედია და მოდის ინდუსტრიაში ცდის. რა თქმა უნდა ქველმოქმედებითაც არის დაკავებული.

კიმ კარდაშიანი
image
კიმ კარდაშიანის მამა მეტად წარმატებული ადვოკატი გახლავთ, სწორედ მან გააცნო გოგონას ბევრი ცნობილი ადამიანი. 14 წლის იუბილე კიმმა მაიკლ ჯექსონის რეზიდენციაში Neverland
აღნიშნა. 16 წლის კიმს მშობლებმა მდიდრული ავტომობილი აჩუქეს, თუმცა შეუმცირეს ჯიბის ფული, რათა გოგონას თავად ესწავლა ფულის გამომუშავება. კიმმა კარგად აითვისა გაკვეთილი: მამის ფირმაში მუშაობასთან ერთად ის ინტერნეტით ახდენდა ტანსაცმლის
გადაყიდვას. ამჟამად კიმი ტანსაცმლის დიზაინერი გახლავთ, უშვებს სუნამოებს და აქსესუარებს თავის დებთან ერთად. ცოტა ხნის წინ დებმა კარდაშიანებმა საკუთარი წარმოების კოსმეტიკური ხაზი გამოუშვეს. გასულ წელს კიმმა 18 მლნ. დოლარი გამოიმუშავა.



3
1258
10-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1258
  
2013, 25 ოქტომბერი, 13:34
კარგი სტატიაა
2012, 17 აგვისტო, 16:08
+1
2012, 13 აგვისტო, 13:50
+1
0 1 3