x
image
მაკა ნიკვაშვილი
არაამქვეყნიური სიყვარული: „Victoria’s Secret“ -ის "ანგელოზთა" ბედნიერი მამაკაცები

image


"Victoria’s Secret" - ის მოდელების მსგავსს გარეგნობაზე უამრავი ქალი ოცნებობს, ხოლო მთელი მსოფლიოს მამაკაცები მათი გულის მოგებაზე ოცნებობენ. გთავაზობთ, ცნობილი "ანგელოზების" იმ იღბლიანი მამაკაცების ვინაობას, რომელთაც სასწაულებრივად გაუმართლათ და მსოფლიოში ყველაზე სასურველი ქალების "მოპოვება" შეძლეს.





ჟიზელ ბიუნდჰენი




image



მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი 2009 წლის თებერვლიდან ქორწინებაში ამერიკელ ფეხბურთელთან - ტომ ბრედთან იმყოფება, რომელსაც ორი წელი ხვდებოდა. წყვილს ორი შვილი - ვაჟი ბენჯამინ რეინ ბრედი და ქალიშვილი - ვივიან ლეიკ ბრედი ჰყავს.



image




ალესანდრა ამბროსიო



image

"VIctoria's Secret" - ის ყოფილი "ანგელოზი" ალესანდრა ამბროსიო 2005 წლიდან ბიზნესმენ ჯეიმი მაზურის ხვდება, რომლისგანაც მოდელს ქალიშვილი - ანა ლუიზა ამბროსიო - მაზური და ვაჟი - ნოა ფენიქს ამბროსიო - მაზური ჰყავს.


image



როზი ჰანტინგტონ - უაითლი



image



2010 წლიდან მოყოლებული მომხიბვლელი მოდელი როზი ჰანტინგტონ - უაითლი ცნობილ ბრიტანელ მსახიობს ჯეისონ სტეტჰემს ხვდება. შეყვარებულებმა ექვსი წლის შემდეგ, საკუთარი ურთიერთობა ოფიციალურად დაარეგისტრირეს, ხოლო 2017 წლის 24 ივნისს ვარსკვლავური წყვილი ვაჟის მშობლები გახდნენ.


image



დაუცენ კრუსი



image


ულამაზესი, ჰოლანდიელი მოდელი 2010 წლიდან ქორწინებაში დიჯეი სანერი ჯეიმსთან იმყოფება, რომელსაც ქორწინებამდე ერთი წლის განმავლობში ხვდებოდა. მეუღლეებს ორი შვილი - ვაჟი ფილენ ჯოი გორე და ქალიშვილი - მილენა მეი გორე ჰყავთ.


image





კენდის სვეინპოლი



image


2005 წლიდან სამხრეთ აფრიკელი ლამაზმანი კენდის სვეინპოლი მოდელ ჰერმან ნიკოლს ხვდება. 2015 წლის აგვისტოში შეყვარებულები ოფიციალურად დაინიშნენ, ერთი წლის შემდეგ კი, წყვილს პირველი შვილი - ანაკა ნიკოლი შეეძინა.



image



ლილი ოლდრიჯი


image



გოგონა ათი წლის განმავლობაში ჯგუფ - "Kings of Leon" - ის ფრონტმენთან კალებ ფოლოუილთან ურთიერთობაში იმყოფება. 2010 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა წყვილის ნიშნობის შესახებ, ხოლო ერთი წლის შემდეგ შეყვარებულები დაქორწინდნენ. მეუღლეებს ხუთი წლის ქალიშვილი - დიქსი პერლ ფოლოუილი ჰყავს.


image





ლინდსი ელინგსონი



image


ამერიკელი ლამაზმანი ლინდსი ელინგსონი 2014 წლის ივლისიდან ქორწინებაში ყოფილ ფეხბურთელთან - შონ კლეიტონომთან იმყოფება, რომელსაც 6 წლის განმავლობაში სისტემატურად ხვდებოდა.



image





შანელ იმანი


image


29 წლის ამერიკელი სუპერმოდელი ცნობილ რეპერს - A$ap Rocky - ის ხვდება.


image




ბეჰატი პრინსლუ


image



გოგონა 2014 წლიდან ქორწინებაში ჯგუფ "Maroon 5"- ის სოლისტთან - ადამ ლევინთან იმყოფება, რომელსაც ქორწინებამდე 2 წლის განმავლობაში ხვდებოდა. წყვილს ორი ქალიშვილი - დასტი როუზი და ჯეო გრეისი ჰყავს.


image




ჯიჯი ჰადიდი


image



"Victoria’s Secret" - ის ერთ - ერთი ყველაზე ახალგაზრდა და მომხიბვლელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი 2015 წლის ნოემბრიდან მომღერალ ზეინ მალიკს ხვდება.


image



0
402
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
402