x
მეტი
  • 05.04.2020
  • სტატია:100959
  • ვიდეო:345680
  • სურათი:463713
COVID-19-ის მქონე ქართველი გოგონას სტატუსი, რომელმაც ადამიანები შოკში ჩააგდო
კორონავირუსი


"ფეისბუკზე” ცოტა ხნის წინ ვირუსულად გავრცელდა სტატუსი, რომელსაც უამრავი ადამიანი აზიარებს და რომელიც ესპანეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდა ქალს ეკუთვნის. იმის გამო, რომ სტატუსი საჯარო არ არის, ახალგაზრდა ქალის ვინაობას ანონიმურად ვინახავ:


სალამი, მე ვარ კატო. უკვე სათვალავი ამერია, მერამდენე დღეა სახლში ვარ გამოკეტილი. ესპანეთში ვცხოვრობ აგერ უკვე 11 წელია.


მოკლედ მოგიყვებით ჩემი, როგორც ექიმები მეუბნებიან, COVID-19-ით მკურნალობის პროცესს.



ადრე მქონდა დასმული კითხვა, იყო თუ არა ვინმე ამ ვირუსით [დაავადებული] და ლამის ქვები მესროლეს. მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, რომ ეს არ არის სირცხვილი. იმიტომ, რომ არც ფერი აქვს და არც ანათებს. ასე რომ, შეიძლება ყველას შეხვდეს. ჩემ შემთხვევაში ძალიან ვფრთხილობდი და სანამ ჩემ ქალაქში დაფიქსირდებოდა COVID-19, მომარაგებული მქონდა სადეზინფექციო გელები და მოკლედ ყველაფერი. ვცდილობდი, რომ მეტროში ახლოს არავისთან არ დავმდგარიყავი და ა. შ.


ამ ვირუსის დროს ხშირად გვგონია, რომ უცხო ადამიანი შეიძლება იყოს ჩვენი ინფიცირების წყარო, რაც მცდარია. [ინფიცირების წყარო] შეიძლება იყოს ჩვენივე ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი და ა. შ.


რაც შეეხება სიმპტომებს, იყო შემდეგნაირად:


დაახლოებით 10 დღის წინ დამეწყო ყელის ტკივილი. არ მქონდა სურდო, არც ცემინება. იმავე დღეს დამეწყო მშრალი ხველა. მეგონა გაციებული ვიყავი და დიდად ყურადღება არ მიმიქცევია.


მე-3 და მე-4 დღეები ალბათ იყო ყველაზე რთული. სუნთქვის პრობლემები შემექმნა და ყოველ ჯერზე ჰაერის ჩასუნთვა-ამოსუნთვა იყო ტკივილთან დაკავშირებული. შეგრძნება, ვეცდები, აღვწერო: თითქოს მტვერი შეგაყარეს ფილტვებში და ჟანგბადს ვერ იღებ, ან კიდევ დამსხვრეული ბოთლის პატარა ნაწილაკები რომ გერჭობოდეს. არ ვიცი რამდენად გასაგებად ვხსნი. მოკლედ, დავრეკე ჩემს პირად ექიმთან, რომელთანაც უკვე ამ დროისთვის ვიზიტის ჩანიშვნა გაუქმებული იყო და მარტო შემეძლო სატელეფონო კომუნიკაცია. ჰო, კიდევ მახლდა თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.


სიმპტომები როცა მოვუყევი ჩემს ექიმს, მითხრა, რომ COVID-19-ის სიმტომები მქონდა; რადგანაც რისკ-ჯგუფში არ შევდიოდი, ვერაფერს გამიკეთებდნენ და უნდა დავრჩენილიყავი სახლში; ვერც გავიდოდი, ვერც ვერავინ შემოვიდოდა ჩემთან.


თავიდან მეგონა, რომ მე არა. რანაირად, საიდან. შემდეგ აღმოჩნდა რომ ჩემი მეგობარი, რომელიც მადრიდში იყო და ვისთანაც კონტაქტი მქონდა 10 დღის წინ, იგივე სიმპტომებით ავად იყო და COVID-19 დაუდგინდა. ის რისკ-ჯგუფში შედიოდა და ჩაუტარეს ტესტი. მოკლედ, განვაგრძობ მოყოლას. მეხუთე და მეექვსე დღეს სუნთქვა უფრო მიძნელდებოდა. ამას დაემატა სიცხე. სიცხე არც ისე მაღალი მქონდა 37.8, 37.9. პარაცეტამოლით ვიგდებდი და ჩემს უჟანგბადობას ინჰალატორით ვებრძოდი, მაგრამ დიდად არ მეხმარებოდა. საუბარი მიჭირდა იმიტომ, რომ ისტერიული ხველა მემართებოდა. ამიტომ უმეტესად ვცდილობდი, მშვიდად ვყოფილიყავი და ჩუმად.


ყველაზე რთული ალბათ მე-8 დღე აღმოჩნდა: 2-ჯერ მქონდა შეტევა და მეგონა რომ ვიგუდებოდი (ჩემი ექიმი ყოველდღე სატელეფონო კონსულტაციას გადიოდა ჩემთან და როგორც აქამდე quedate tranquila en casa იყო პასუხი). მოკლედ, გადავწყვიტე ჩემით ექიმთან წასვლა. მანამდე დავრეკე სასწრაფოში და ვიკითხე, თუ როგორ უნდა წავსულიყავი ისე, რომ სხვისთვის საფრთხე არ შემექმნა. გვიან ღამით ჩემი ნიღბით და ხელთათმანებით წავედი ჰოსპიტალში.


ქუჩაში არავინ იყო. ალბათ სულ 2 ადამიანი შემხვდა და ორივეჯერ გზის მეორე მხარეს გადავედი. როცა მივედი ჰოსპიტალში, ალბათ ეს იყო ყველაზე რთული. ექიმი (კითხვით): "რატომ მოხვედი?"

პასუხი: "ვიხრჩობი".


მოკლედ, შეშინებული ექიმები, შეშინებული მე, კეთროვანივით ვიგრძენი თავი და ვიყავი კიდევაც. ახლოს არ მეკარებოდნენ. მათიც მესმის. შიშველი ხელებით არიან დარჩენილები და არანაირი საშუალება არ აქვთ იმისათვის, რომ თავი დაიცვან. მოკლედ გამიგრძელდა. გადამიღეს რენტგენი. დამინიშნეს წამალი და წამოვედი ისევ სახლში.


დღეს მე-10 დღეა. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ნაკლებად მახველებს. იმედია ხვალ და ზეგ უკეთ ვიქნები.


ერთადერთი ის მინდა, რომ დროზე მორჩეს და ჩემი შვილები ჩავიხუტო ისევ გულში.


მინდა გითხრათ, რომ არც ისეთი მომაკვდინებელია COVID-19. უბრალოდ მინდა გთხოვოთ და გირჩიოთ, რომ თუ ვინმე გყავთ უფროსი ასაკის (ბებიები ბაბუები, მშობლები) ან ისეთი ოჯახის წევრები, ვისაც პათოლოგიები აქვს, შეეცადეთ, მაქსიმალურად იზოლაციაში ამყოფოთ. არ მიხვიდეთ. საკვები დაუტოვეთ კართან.


მე-10 დღე. პირში მგრძნობელობა დავკარგე, რაც სულაც არ არის სასიამოვნო შეგრძნება. იმედია, ესეც მალე დამიბრუნდება.


კორონავირუსი


მე რამოდენიმე დღე კი ვიყავი ცუდად მაგრამ არა ისე, რომ ადამიანმა ვერ გაუძლოს, მაგრამ ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვს და ასე შემდეგ, მათთვის რთულად გადასატანი იქნება.


რაც მთავარია, განეწყვეთ დადებითათ. არ აჰყვეთ ნერვებს. ნერვიულობა აქვეითებს იმუნიტეტს და უფრო გაგიგრძელდებათ [დაავადებასთან გამკლავება]. მიიღეთ ბევრი სითხე. მადლობა და ბოდიში ასეთი დიდი პოსტისთვის. თავს გაუფრთხილდით და გაუფრთხილდით სხვებს.


P. S. რაც შეეხება ბავშვებს: როგორც აქ ამბობენ, ბავშვები ჩუმი მატარებლები არიან და ამიტომაც გვყავს ისინი სახლებში გამოკეტილი. ნუ გეშინიათ, თქვენს შვილებს არაფერი დაემართებათ. უმჯობესია, ბებია-ბაბუებთან არ დატოვოთ და არც იმ ადამიანებთან, ვინც მაღალ რისკ-ჯგუფშია. ნუ გეშინიათ. თუ მე შევძელი, თქვენც აუცილებლად შეძლებთ [დაავადებასთან] გამკლავებას.

2
2831
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
2831
  
29 მარტი, 3:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

23 მარტი, 21:34
არ წერია რომ კორონა დაუდასტურდა
0 1 2