ვარსკვლავები 33 წლის მედდამ ინტერნეტი დაიპყრო თავის არაჩვეულებრივი ფიგურით 2020, 22 მარტი, 13:12
დანა ლირნი დაიბადა ქალაქ როჩესტერში(ნიუ-იორკის შტატი) ტაქსისტის და სამედიცინო კოლეჯის პედაგოგის ოჯახში.
გოგონას მშობლები ოცნებობდნენ, რომ მათი ქალიშვილი მომავალში ექიმის პროფესიას აირჩევდა, თავიანთვის უზრუნველყოფდნენ კომფორტულ ცხოვრებას, რადგან აშშ-ში ექიმებს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვთ. ამისათვის, ადრეული ბავშვობიდან, გოგონა ინტენსიურად დადიოდა რეპეტიტორებთან, რისთვისაც ოჯახმა საკმაოდ ბევრი ფული დახარჯა. დანა ახარებდა მშობლებს თავის წარმატებებით. მასწავლებლებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მას დიდი მომავალი ელოდა. მაგრამ როდესაც გოგონამ სკოლა დაამთავრა და მისაღები გამოცდების დრო დადგა, გოგონამ მშობლებს იმედი გაუცრუა. ექიმის დიპლომის აღება აშშ – ში 10 წლიან სწავლებას ითვალისწინებს, სწორედ ეს გახდა უარის თქმის მიზეზი. გოგონამ განაცხადა, რომ სურს დამოუკიდებელად იცხოვროს და არ იყოს ფინანსურად დამოკიდებული მშობლებზე, რაც შეუძლებელია უნივერსიტეტში სწავლის დროს და თანაც ამდენი ხნის განმავლობაში. დანამ გადაწყვიტა იმ კოლეჯში ჩაბარება, სადაც დედამისი ასწავლიდა. რის დასრულების შემდეგაც ის მედდის დიპლომს აიღებს, რომლებსაც ასევე არც თუ ურიგო ხელფასი აქვთ. ამის შემდეგ, დანამ კიდევ ერთხელ გააწბილა მშობლები, გამოაცხადა, რომ სურს სამედიცინო კოლეჯიდან დროებით პაუზა აიღოს და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს. მშობლების არც ერთმა შეგონებმამ ვერ იმოქმედა ჯიუტ გოგონაზე, შეწყვიტა სწავლა, პირობა დადო, რომ მოგვიანებით გააგრძელებდა სწავლას კოლეჯში. გოგონამ სამსახური იშოვა ფიტნეს დარბაზში, სადაც მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. ფიზიკური დატვირთვის გარდა, დანამ შეიმუშავა სპეციალური დიეტა კლიენტებისთვის, რა დროსაც კონსულტაციებს ონ-ლაინ რეჟიმში იძლეოდა. ორიოდე წლის შემდეგ მან დაასრულა კურსები, რამაც საშუალება მისცა კოსმეტოლოგიურ კლინიკაში ემუშავა ექთნად . დანა კლინიკაში კარგ ხელფასს იღებს, თუმცა Instagram- ზე მისმა არხმა უფრო მეტი შემოსავალი მოუტანა, სადაც მას 360, 000 გამომწერი ჰყავს. იგი აზიარებს რჩევებს სწორი კვების და ფიზიკური ვარჯიშის შესახებ. არაჩვეულებრივი ფიგურის მქონე ლამაზი ქალი ძალზე იზიდავს ინტერნეტ მომხმარებლებს. მისი სექსუალური ფოტოები იწვევს ცხარე დისკუსიებს უამრავი კომენტარით. 969 3-ს მოსწონს
|