რელიგია "ეს ავადმყოფები ყოველწლიურად ანადგურებენ რწმენას" – ლევან სუთიძე 2020, 21 მარტი, 11:40 "ტაბულა"-ს ჟურნალისტი და თეოლოგი ლევან სუთიძე ეხმაურება ბოლოდროინდელ მოვლენებს და სოციალური ქსელის საშუალებით წერს: "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებს უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ეკლესია ოკუპირებულია ბოროტმოქმედი ჯადოქრების, ოკულტისტებისა და მჩხიბავების მიერ. მას მართავს უპასუხისმგებლო სულელი, კათალიკოზი ილია - ქრისტიანობისა და ჰუმანიზმის მთავარი მტერი საქართველოში. თქვენი ამოცანა უნდა იყოს, გამოგლიჯოთ ამ უტვინო ერეტიკოსებს ქრისტეს წმიდა ეკლესია.
ეს ავადმყოფები ყოველწლიურად ანადგურებენ რწმენას.
ახლა კი გეტკინებათ ამის მოსმენა, როგორც ათი წლის წინ გტკიოდათ, მაგრამ დრო მოვა, იდაყვებს დაიკბენთ, დაგვეჯერებინაო. მე პატივს გცემთ და ენას არ გიჩლექთ. გადმოყარეთ კათედრებიდან. დაამხეთ პატივიდან. ძირს ეპიდემიური სინედრიონი!"- წერს ლევან სუთიძე 153 შეფასება არ არის
|