სხვა ყველაზე სასურველი ქალები 2012, 9 აგვისტო, 12:07 ინტერნეტ პორტალმა მამაკაცებისთვის, AskMen.com-მა, ჩაატარა ყოველწლიური ინტერნეტ გამოკითხვა მამაკაცებს შორის. 99 ცნობილი ქალბატონიდან, მათ უნდა ამოერჩიათ და დაესახელებინათ თუ ვინ იყო ყველაზე სასურველი ქალი 2012 წელს. გამოკითხვაში მილიონამდე მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილი, "ყველაზე სასურველი ქალი 2012", წილად ხვდა კოლუმბიელ მსახიობს სოფია ვერგარს. მან წინა წელს ამ გამოკითხვაში მესამე ადგილი დაიკავა. 39 წლის მსახიობის ამ წარმატებას უკავშირებენ, მის როლს კომედიურ სერიალში "ამერიკული ოჯახი". რეიტინგით მეორე ადგილზე აღმოჩნდა მოდელი და მსახიობი კეიტ აპტონი. მესამე ადგილი დაიკავა რუნი მარამ. იგი მთავარ როლს ასრულებს ამერიკულ ფილმში "გოგონა დრაკონის ტატუთი". მეოთხე ადგილზე გავიდა ასვტრალიელი მოდელი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია Victoria’s Secret-ის მოდელებს შორის, მირანდა კერი. მეხუთე ადგილი წილად ხვდა მომღერალს ნიკი მინაჟს. ყველაზე სასურველი ქალების სიაში ასევე მოხვდნენ ემა სტოუნი, სკარლეტ იოჰანსონი, კიმ კარდაშიანი, რიანა და კენდის სვეინპოლი. გასულ წელს ამ გამოკითხვაში პირველი ადგილის მფლობელი იყო ბლეიკ ლაივლი, რომელიც წელს 32-ე ადგილზე აღმოჩნდა.
ტოპ ათეული ყველაზე სასურველი ქალების ასე გამოიყურება:
639 10-ს მოსწონს
|