x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა ადგილი,სადაც ევროპაში კორონავირუსი მასობრივად გავრცელდა

image

ავსტრიის სათხილამურო კურორტი იშგლი დასახელდა იმ ადგილად, რომელიც შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების კერა იყო და შემდგომ ტურისტებმა მთელს ევროპას მოსდეს. ამის შესახებ იტყობინება გერმანული გაზეთი Der Spiegel.


გამოცემის თანახმად, უამრავი მტკიცებულება მიუთითებს იმას, რომ იშგლი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების შესაძლო ცენტრი იყოს. კერძოდ, უამრავი ტურისტი სკანდინავიის ქვეყნებიდან და გერმანიიდან სტუმრობდა ამ კურორტს, რომლებიც მასობრივად დაინფიცირდნენ. კურორტზე ერთ-ერთი დაწესებულების ბარმენი ინფიცირებული იყო კოროვირუსით, რა დროსაც მრავალ ევროპელ ტურისტს გადასდო .


გამოცემა ხაზს უსვამს იმას, რომ ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად. კურორტზე საბაგიროები და ბარები მუშაობდნენ გასულ შაბათ-კვირამდე.



ადგილობრივი გამოცემები ტურიზმის სფეროს მუშაკებს ადანაშაულებენ იმაში, რომ გაზრდილი საფრთხის მიუხედავად, არად ჩააგდეს საგანგაშო მდგომარეობა, ოღონდაც მეტი მოგება მიეღოთ.


ასევე უმოქმედობაში დაადანაშაულეს რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები. თუმცა იშგლის მერი ისკლი უარყოფს ამ ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ ყველა შესაბამისი ზომები მიღებული იყო დროულად.


დღეისთვის მთელს მსოფლიოში კორონავიურუსით დაინფიცირებულია 198 193 პაციენტი, აქედან - გარდაიცვალა 7, 954, გამოჯანმრთელდა 81, 961. საქართველოში გვყავს 38 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1.

0
717
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
717
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0