x
image
_K_
Mediator image
სილამაზის 11 საიდუმლო, რასაც მოდელები არ ამხელენ
image
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ ინარჩუნებენ Victoria’s Secret-ის მოდელები სილამაზეს? მაშინაც კი, თუ გარკვეულ წესებს მივყვებით, მათნაირ შედეგს მაინც ვერ ვაღწევთ. საინტერესოა, რატომ?


საქმე იმაშია, რომ მოდელები ყველა საიდუმლოს სულაც არ გვიზიარებენ. სტატიაში სწორედ მათი საიდუმლოები ამოვხსენით და თქვენც გაგიზიარებთ. მაშ ასე, ისიამოვნეთ!






11. ძვირად ღირებული სახის ნიღბები

თუ სახის მოვლისთვის ერთსაათიან პროცედურებს იტარებთ, უნდა იცოდეთ, რომ Victoria’s Secret-ის მოდელები რაღაც განსხვავებულს აკეთებენ. ბევრი მათგანი დიდი ღონისძიებების წინ სახეზე 24-კარატიან ოქროს ნიღაბს იდებს. ამ მეთოდის წყალობით მათი სახე ვარსკვლავურად ანათებს.

image






10. თაღლითობის დღეები


გრაციოზული ფიგურა გენეტიკის, ვარჯიშის და ჯანსაღი კვების დამსახურებაა. თუმცა, ყველამ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა დიეტაზე, იცის "თაღლითობის დღის" მნიშვნელობა, როცა საკუთარ თავს ნებისმიერი რამის ჭამის უფლებას აძლევს. ეს დიეტის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან სასურველის ჭამის მუდმივად თავის შეკავებისგან მიღებულ მენტალურ სტრესს რაღაც სასიამოვნოს მოლოდინი ანეიტრალებს. უბრალოდ, იცოდეთ, რომ ერთი "თაღლითური კერძის" მირთმევა დიეტის დასასრულს არ ნიშნავს და არაჯანსაღად კვება არ უნდა გააგრძელოთ!

image






9. სუფთა, უმაკიაჟო სახე

იშვიათად თუ შენიშნავთ მაკიაჟს პროფესიონალი მოდელების სახეზე ჩვეულებრივ დღეებში. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად სადაა, მას მაინც ნეგატიური ეფექტი აქვს სახის კანზე. მუდმივმა მაკიაჟმა შეიძლება ნაადრევად გაგიჩინოთ ნაოჭები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტ მაკიაჟს გამოიყენებთ ნაკლოვანებების დასაფარავად, უფრო და უფრო მეტი დაგჭირდებათ!

image






8. საკმარისი რაოდენობის წყალი

პოპულარული მითის მიხედვით, დღეში 8 ჭიქა წყალი მაინც უნდა დალიოთ. თუმცა, ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, ამიტომაც თქვენი ტანისთვის საჭირო წყლის რაოდენობა უნდა გამოთვალოთ.


ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის რეკომენდებულია სხეულის წონის თითო კილოზე 30 მლ წყლის დალევა. 0.5 უნცია (1 უნცია=28 გრამი) რომ გაამრავლოთ თქვენი სხეულის წონაზე ფუნტებში, თქვენი სხეულისთვის იდეალურ წყლის რაოდენობას მიიღებთ უნციებში.

image






7. სწორი დანამატები

ვიტამინები ყველასთვის მნიშვნელოვანია, ვინც ქალაქში ცხოვრობს და მკაცრ დიეტას იცავს. თუ ვეგეტარიანელი ან ვეგანი ხართ, მნიშვნელოვანია, თქვენს დღიურ საჭმლის დოზას B12 დაუმატოთ. თუ ისეთ ქალაქში ცხოვრობთ, რომელსაც მზის სინათლე აკლია, თქვენს სხეულს D ვიტამინის დეფიციტი ექნება; ასეთ შემთხვევაში მიიღეთ D3. სწორად რომ გამოთვალოთ, რომელი ვიტამინი აკლია თქვენს ორგანიზმს, ეწვიეთ სერტიფიცირებულ დიეტოლოგს.

image






6. პარსვის გრაფიკი

ალბათ, არასდროს გიფიქრიათ პარსვისთვის შესაფერის კონკრეტულ დროზე, არა? შემდეგისთვის იცოდეთ, რომ ამ პროცედურისთვის საუკეთესო დრო ნაშუადღევია ან გაღვიძების შემდეგ ნახევარი საათია, რადგან შესიებული კანი სუფთად პარსვას ხელს უშლის. შუგარინგი და ეპილაცია ყველასთვის არ არის, ასე რომ, თუ არასასურველი თმის მოსაშორებლად პარსვას ირჩევთ, ეს რჩევა გაითვალისწინეთ!

image






5. ვარჯიშის წესები

წესად უნდა აქციოთ, რომ ვარჯიშის დროს მაკიაჟი არ ატაროთ. ოფლი და მაკიაჟი ერთმანეთს ვერ ეწყობა, რის გამოც შეიძლება კანის ფორები დაგიბინძურდეთ და ინფექცია გაგიჩნდეთ.

image






4. ყინული სახეზე

გთავაზობთ რჩევას Victoria’s Secret-ის მოდელ ჟასმინ ტუქსისგან. სუფთა და ნაზი კანის შესანარჩუნებლად, ის ყოველ დილით ყინულით ნაზად იმასაჟებს სახეს.

image






3. თვალის ჩაშავებულ უპეებთან ბრძოლა

Victoria’s Secret-ის მოდელი ვიქტორია ბრიტო შეიძლება პროფესიონალი შეფი არაა, მაგრამ ნამდვილად იცის, როგორ მიიღოს სარგებელი კარტოფილისგან. თვალის ჩაშავებული უპეების შესამცირებლად ის კარტოფილის ნაჭრებს იდებს თვალების ქვეშ 10-15 წუთის განმავლობაში.

image






2. ნაკლები დატვირთვა ყველაფერზე, თვალების გარდა

დღესდღეობით მაკიაჟის ტრენდი მუდმივად იცვლება. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვიზაჟისტმა Tom Pecheux -მა განაცხადა, რომ წელს მოდაში "გლამურული ბუნებრივი სახე" იქნებოდა. ასე რომ წელს მოემზადეთ თვალისმომჭრელი, ნათელი თვალის მაკიაჟისა და ბუნებრივი სახის სანახავად.

image






1. საკრედიტო ბარათი ტუშის წასასმელად

იმავე Tom Pecheux გირჩევთ, ტუშის გამოყენებისას თითოეულ წამწამს გაშრობის საშუალება მისცეთ, რათა მაკიაჟი არ გაგიფუჭდეთ. ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზა "ფარის" გამოყენებაა. შეგიძლიათ, ტუშის წასმისთვის საკრედიტო ბარათი დაიხმაროთ ქუთუთოებზე.

imagep.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 7 შეცდომა, რასაც მაკიაჟის გაკეთებისას ყველა ქალი უშვებს

image


2. ცნობილები, რომლებმაც ძველი კაბები გააცოცხლეს - 18 ფოტო

image


3. როგორ გამოიყურებიან პატარძლები მაკიაჟის გაკეთებამდე და შემდეგ

image


4. ცნობილი ქალები, რომლებმაც თმის ფერი შეიცვალეს და ნამდვილი დედოფლები გახდნენ

image


5. 15 მაგალითი იმისა, რომ მოდა წრეზე ბრუნავს

image

0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0