x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ყველაფერი, რაც კორონავირუსის შესახებ უნდა ვიცოდეთ – მოკლედ და გასაგებად
კორონავირუსი


მკვლევარები ფიქრობენ, რომ კორონავირუსი ადამიანს ცხოველისგან ვუჰანის ბაზარში გადაეცა, სადაც ბევრი გარეული ცხოველი იყიდება.


დადგენილი არ არის, თუ რომელ ცხოველს ჰქონდა კორონავირუსი თავდაპირველად. მაგრამ Covid-19-ის გენეტიკური მასალა ძალიან ჰგავს იმას, რაც ჩინეთის აღმოსავლეთში, ღამურებზე ფიზიკური დაკვირვებისას აღმოაჩინეს. თუმცა, ღამურადან სანამ კორონავირუსი ადამიანს გადაეცემოდა, მან სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე სხვა სახეობის ცხოველი დაასნებოვნა.


როგორ გადადის კორონავირუსი?



კორონავირუსის გადაცემა ხდება ადამიანიდან ადამიანზე. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვირუსი გადაეცემა ხველებისას გამოყოფილი წვეთების სახით. გარდა ამისა, კორონავირუსი შეიძლება გადავიდეს იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტმა მუჭში ჩაახველა და ხელი შემდეგ საგანს მოჰკიდა, რასაც მოგვიანებით სხვა ადამიანი შეეხო.


გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვირუსი ასევე ადამიანის ფეკალურ მასებში და დაასკვნეს, რომ შესაძლოა, ფეკალურ-ორალური გზითაც მოხდეს გადაცემა.


რამდენ ხანს შეიძლება ვირუსი დარჩეს კარის სახელურზე?


ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. რობერტ კოხის ინსტიტუტი (გერმანია) წერს, რომ ვირუსის ამგვარი გზით გადაცემის შემთხვევა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “Sars-CoV-2-ით ინფიცირება ზედაპირების მეშვებით, რომლებიც სიმპტომატური პაციენტის უშუალო გარემოცვას არ მიეკუთვნება, ისეთები, როგორებიცაა იმპორტირებული საქონელი, საფოსტო გზავნილები და ამანათები, არარეალურია”.


უკანასკნელმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ კორონავირუსს 3 დღემდე შეუძლია უჟანგავი ფოლადის და პლასტმასის ზედაპირზე გაძლება. ამერიკაში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ Covid-19 4 საათს ცოცხლობს სპილენძზე, 24 საათს მუყაოზე, ხოლო 3 საათს – ჰაერში.


ბაქტერიებისგან განსხვავებით ვირუსებს არ გააჩნიათ ნივთიერებათა ცვლის დამოუკიდებელი რეჟიმი. ამიტომ ისინი გასამრავლებლად ცოცხალ უჯრედს საჭიროებენ (ეგრეთ წოდებულ “მასპინძლის უჯრედს”). მასპინძლის უჯრედის გარეთ კი კორონავირუსის სტაბილურობა ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიცაა ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა და ზედაპირის სტრუქტურა. საფრიანი ვირუსები, რომელთა რიცხვს კორონავირუსი მიეკუთვნება, უსაფრო ვირუსებისგან განსხვავებით იოლად კვდებიან საპნის და სადეზინფექციო ხსნარების მეშვეობით.


თეორიულად ალბათ შესაძლებელია, ვირუსი გადავიდეს ფულის კუპიურების, მონეტების, კარის სახელურების და მსგავსი ზედაპირების მეშვეობით. ამიტომ ხელების ხშირი დაბანა საუკეთესო თავდაცვაა.


ვინ არიან რისკჯგუფებში?


კორონავირუსი


სტატისტიკურად ყველაზე იოლად კორონავირუსის შედეგად ხანდახმული ადამიანები იღუპებიან.


60-69 წლის ასაკამდე კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 3, 6 %-ს შეადგენს, 70-დან 79 წლამდე 8 %-ს, ხოლო 80 წელს ზევით – 14, 8 %-ს.


გარდა ამისა, მამაკაცებისთვის ვირუსი გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე ქალებისთვის. თუ რატომ, ამაზე პასუხი მეცნიერებს ჯერჯერობით არ აქვთ.


კიბოს, დიაბეტის, შიდსის, COPD-ს და გულსისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8 %-ს შეადგენს.


კორონავირუსი ყველაზე უსაფრთხო 9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა. მათთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნულის ტოლფასია. 9-დან 40 წლის ასაკამდე 0, 2 % ფიქსირდება, 40-დან 49 წლის ასაკამდე 0, 4 %, ხოლო 50-დან 59 წლის ასაკამდე – 1, 3 %.

0
247
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0