x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რატომ (არ) არის კორონავირუსი ძალიან სახიფათო?
კორონავირუსი


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოაცხადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Covid-19 უკვე იქცა მსოფლიო მასშტაბის სირთულედ. ხოლო როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა მარკ ლიპსიჩმა განაცხადა, მალე Covid 19 პლანეტის მოსახლეობის 70 %-ს ექნება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?


მართალია, კორონავირუსი ყველა დაავადებულს არ კლავს, არამედ კლავს მხოლოდ 20-დან ერთს, მაგრამ რამდენად არის ეს იმედისმომცემი სტატისტიკა?


შედარებისთვის, ე. წ. ესპანური გრიპის სიკვდილიანობის სტატისტიკა 2 % იყო და მან მაინც პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი, 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.



კორონავირუსი ე. წ. ესპანურ გრიპზე დაახლოებით 2, 5-ჯერ უფრო მომაკვდინებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ამდენადვე არის საშიში. ჩვენ არ ვიცით, დაავადებისგან განკურნებულ ადამიანს იმუნიტეტი თუ ექნება ვირუსის მიმართ. სავარაუდოდ, არა. ვირუსები ძალიან მოქნილი არსებები არიან და ისინი ძალიან ხშირად ახერხებენ იმუნური სისტემის “გაცურებას”. ისინი უამრავჯერ იცვლიან სახეს და ახალ-ახალი ნიღბებით გვევლინებიან. ამიტომ შესაძლოა, ერთ ადამიანს ცხოვრების მანძილზე ათჯერ ან სულაც, 30-ჯერაც კი გაუჩნდეს კორონავირუსი. ხოლო ასეთ შემთხვევაში მისი გადარჩენის 5 %-იანი შანსი დრამატულად შემცირდება მინუს ნიშნით უსასრულობისკენ. ცნობილია, რომ ასეც ხდებოდა მაგ. ტიფის შემთხვევაში გასულ საუკუნეებში – გადაიტანდა ადამიანი აღნიშნულ დაავადებას და ხელახლა უჩნდებოდა ის. კიდევ და კიდევ. ეს განმეორებითობა ძალიან ბევრ ვირუსს და ბაქტერიას ახასიათებს ბუნებაში. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით აუცილებელია, რომ დროულად შეიქმნას ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ.


შესაძლოა, არ გაიკეთო ვაქცინაცია მაგ. სეზონური გრიპის წინააღმდეგ, რომლის სიკვდილიანობა 0, 01 %-ია, მაგრამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თუ იარსებებს, ყველა ადამიანმა უნდა გაიკეთოს ის, რადგან ეს იქნება გადარჩენის უალტერნატივო გზა.


მართალია, კორონავირუსი უაღრესად საშიშია, მაგრამ რატომ არ ღირს, რომ ავყვეთ პანიკას?


პირველ რიგში იმიტომ, რომ ის უდიდესი ალბათობით პირველივე ჯერზე არ მოგკლავთ. მისი სიკვდილიანობის სტატისტიკა ფილტვების ანთების სიკვდილიანობის სტატისტიკის მსგავსია. ხოლო ვაქცინის დამზადება არ მოითხოვს იმხელა სირთულეს, რომ 2-3 წელიწადში, როცა კორონავირუსი მართლაც მთელ პლანეტას მოივლის, მეცნიერებმა ეს ვერ შეძლონ. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ ერთის მხრივ, არ ავყვეთ პანიკას, ხოლო მეორეს მხრივ, კარგად გავაცნობიეროთ, თუ რამდენად საშიშია Covid-19 და როცა მისი ვაქცინა იარსებებს, ის აუცილებლად გამოვიყენოთ.



რაღა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურები ჩადებენ დიდ თანხებს კორონავირუსის ვაქცინის საწინააღმდეგო კამპანიაში და რა თქმა უნდა, დარაზმავენ საკუთარ ბოტებს და ტროლებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მათი მიზანი ჩვენი გენოციდია და ამას ისინი სწორედ ამიტომ აკეთებენ.



ჩვენ ადეკვატურად უნდა გავაცნობიეროთ საშიშროება და არ ავყვეთ პანიკას. კორონავირუსამდეც ბევრს საუბრობდნენ მეცნიერები, რომ შესაძლებელი იყო, მაღალი ლეტალურობის მქონე ახალი ვირუსები გაჩენილიყვნენ, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით გადავიდოდნენ ადამიანიდან ადამიანზე ან ცხოველიდან ადამიანზე. სამწუხაროდ, ისინი მართლები აღმოჩნდნენ.


კორონავირუსი


მომავალში შესაძლებელია, კორონავირუსზე ბევრად უფრო საშიში ვირუსებიც გაჩნდეს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, შიდსის ვირუსი რომ ჰაერწვეთოვანი გზით გადაიცემოდეს. მსგავსი საშიში ვირუსი შეიძლება მოგვევლინოს მომავალში. ამიტომ ყურადღება გვმართებს.



უპირველეს ყოვლისა, გამუდმებით უნდა დავიცვათ ჰიგიენა. ნაკლებად შევეხოთ ცხვირს და თვალებს, ხელები დავიბანოთ ხშირად, კბილები გამოვიხეხოთ, ვიბანაოთ. მიკრობები პირველ რიგში არაჰიგიენურ გარემოში იბადებიან და ვრცელდებიან. ესპანური გრიპი არ იარსებებდა, რომ არა პირველი მსოფლიო ომი და ის საშინელი ანტისანიტარია, რაც მაშინ სანგრებში სუფევდა; არც კორონავირუსი გაჩნდებოდა, რომ არა ქალაქ ვუჰანის ბაზრის ჭუჭყი და ის უაღრესად დაბინძურებული ჰაერი, რაც ჩინეთში არსებობს.


ასე რომ, ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მივეჩვიოთ სისუფთავეს, ნუ ავყვებით პანიკას და გვქონდეს მომავლის იმედი ყველაფერი ეს ერთად შესაძლებელია.

0
384
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0