x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გაუქმებული წმინდა ცეცხლის გადმოსვლა და გაუქმებული ევროპის ჩემპიონატი - როგორ შეცვალა მსოფლიო კორონავირუსმა
image


***აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ამერიკელ მოსახლეობას გამოუცხადა, რომ ხვალიდან მთლიანად უქმდება ავიარეისები ევროპიდან, გამონაკლისია მხოლოდ დიდი ბრიტანეთი.


***ცნობილი გახდა, რომ იტალიამ, რომელიც მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობით, კიდევ დამატებითი ღონისძიებები განახორციელა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტის განცხადებით 25 მარტამდე იკეტება ყველაფერი, (რესტორნები, საპარიკმახეროები, ოფისები)უქმდება ყველა ღონისძიება, იმუშავებს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.


***კანადაში გადაიდო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, რომლის გამართვაც ქალაქ მონრეალში იყო დაგეგმილი 18-იდან 22 მარტამდე.




***2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში შესაძლოა 2021 წელს ჩატარდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი ავრცელებს.


***გადაიდო ღია საჩოგბურთო ტურნირი მაიამიში, რომელიც 23 მარტი - 5 აპრილის პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.


***ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა, რომელიც 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს, დაელოდებიან მოვლენების განვითარებას, უკიდურეს შემთხვევაში განიხილება ორი ვარიანტი, ან ცარიელ ტრიბუნებით, ან საერთოდ ჩაშლა.


**კორონავირუსი შეეხო რელიგიასაც, მრავალ ქვეყნაში დაიკეტა ეკლესიები, ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალამის აღდგომის ტაძარში, ტრადიციული წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალი, რომელიც 18 აპრილს უნდა გამართულიყო, ან საერთოდ გაუქმდება, ან ცარიელ ტაძარში ჩატარდება.

0
493
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0