x
image
კატაპულტი
კორონავირუსი მთელ მსოფლიოში 10 მარტისთვის

image
კორონავირუსი კვლავ აქტუალურია მთელ მსოფლიოში. მძიმე მდგომარეობაში რჩებიან ჩინეთი (80 904 ინფიცირებული), სამხრეთ კორეა ( 7382), ირანი(6566), იტალია (7375) . სწრაფად მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი გერმანიაში (1112), საფრანგეთსა( 1116) და ესპანეთში(589).

აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი ინფიცირებულები მკვეთრად შემცირდა ჩინეთში, 24 საათის განმავლობაში იქ მხოლოდ 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იგივეს ვერ ვიტყვით საფრანგეთზე, გერმანიასა და ესპანეთზე, სადაც შესაბამისად 410, 317 და 159 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. შედარებით შემცირდა ახლად ინფიცირებულთა რიცხვი იტალიაში (132). უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ციფრები არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები და ადგილობრივი ინფორმაციებით ეს მდგომარეობა ოდნავ განსხვავებულია. ასე მაგალითად, გერმანიაში ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს მონაცემებით, 1182 ინფიცირებულია.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მდგომარეობა შემდეგია: ჩინეთი- 3123, სამხრეთ კორეა-51, ირანი - 194, იტალია - 366, საფრანგეთი - 19, გერმანია -2(ადგილობრივი მონაცემებით), ყველაზე სწრაფად გარდაცვლილთა რიცხვი, ინფიცირებულთა რაოდენობის გათვალისწინებით, იტალიის შემდეგ, ესპანეთში მატულობს, იქ უკვე 10 მიცვალებულია. ცალკე გამოსაყოფია ჩინეთი, სადაც 24 საათში 21 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, რაც წინა დღეების გათვალისწინებით, ბევრად პატარა რიცხვია.


რაც შეეხება საქართველოს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში სულ 15 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ მონაცემებში, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 13-ს არ აღემატება.

0
183
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0