x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101521
  • ვიდეო:346707
  • სურათი:465401
მოსკოვში თვითიზოლაციის დამრღვევებს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ
image

ეპიდემიოლოგიურად არასახარბიელო ვითარების მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ნათქვამია მოსკოვის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.


Интерфакс-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კოროვირუსით ინფიცირების კიდევ სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა მოსკოვის, კალინინგრადის და ბელგოროდის რეგიონებში, რითაც დაავადებულთა რაოდენობამ 17 -ს მიაღწია.


მოსკოვის საქალაქო ჯანდაცვის ვებსაიტზე განთავსებული ბრძანების მხედვით, რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილებით, კორონავირუსული ინფექცია (2019-nCoV), განსაზღვრულია როგორც დაავადება, რომელიც საფრთხეს უქმნის გარშემომყოფ ადამიანებს, ხოლო სანიტარული- ჰიგიენური ზომების დარღვევა ისჯება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.



კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული ყველა ადამიანი ვალდებულია დაიცვას თვითიზოლაციის რეჟიმი. ეს გრძელდება 14 დღე, რომლის განმავლობაშიც მათ მოეთხოვებათ სახლში ყოფნა, რა დროსაც არ უნდა იარონ სასწავლებელში ან სამსახურში. მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ პიროვნებას უფლება ეძლევა დატოვოს საცხოვრობელი.


"რეჟიმის დაცვა კონტროლდება ვიდეოთვალთვალით. რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია მოქალაქის განთავსება ობსერვაციაში", - ნათქვამია საიტზე.

BBC– ს კორესპონდენტს ცხელ ხაზზე განუცხადეს, რომ ეს არ ეხება ტურისტებს და მოსკოვში არარეგისტრირებულებს.

კანონის დარღვევა იწვევს სასჯელს, მათ შორის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას- თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე.

ეს განმარტება შეიცავს პასუხს კითხვაზე: " ჩამოვედი იტალიიდან. კარგად ვგრძნობ თავს. რა მოხდება, თუ არ დავიცავ თვითიზოლაციის რეჟიმს?"

0
264
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0