x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არ მინდა ამ სასაკლაოში მონაწილეობა. თქვენ თუ ვერ გრძნობთ პასუხისმგებლობას, მე ვგრძნობ!" - ნახეთ, რა სტატუსს ავცრელებს ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში, ჟურნალისტების მხრიდან, ფემიციდის არასწორად გაშუქებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელს ნოდარ მელაძეს საჯაროდ მიმართავს. პატარაიას თქმით, ფემიციდის გაშუქება 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში არასათანადოდ მოხდა და არც მისი სინქრონი იქნა რეპორტაჟში სრულყოფილად წარმოდგენილი. უფლებადამცველის აზრით, ჟურნალისტების მიერ არასწორად გაშუქებული ფემიციდი, ქალებზე ძალადობის მორიგ შემთხვევებს იწვევს, შესაბამისად, მედიის წარმომადგენლები საკუთარ სიუჟეტებში - თავდასხმის, დასისხლიანებული მსხვერპლისა და ცივი იარაღის ჩვენებით, პოტენციურ მკვლელებს კიდევ უფრო პროვოცირებენ: "უსაშინლესი და უცუდესი გაშუქება ფემიციდისა მთავარზე. ვიზუალურად ჩვენება თავდასხმის, დასისხლიანებული მსხვერპლის, ცივი იარაღის. მკვლელი კაცის ასევე მკვლელი დედა - რომელიც მსხვერპლს აბრალებს დანაშაულს. რატო აჩვენეთ ეს ქალი და ალაპარაკეთ და ალანძღინეთ მსხვერპლი??? და ჩემი კომენტარი, სადაც ამოჭრილია მთავარი ჩემი სათქმელი იმის თაობაზე, რომ ფემიციდი ცუდად შუქდება და ცუდი გაშუქება იწვევს ყოველ მომდევნო დანაშაულს. საერთოდ ნუ აიღებთ ჩემგან კომენტარს. მე არ მინდა ამ სასაკლაოში ჟურნალისტებთან ერთად მონაწილეობა. თქვენ თუ ვერ გრძნობთ პასუხისმგებლობას, მე ვგრძნობ! აღარ ვიცი, რა ენაზე ველაპარაკო ჟურნალისტებს, რომლებიც ფემიციდისაგან სისხლიან სანახაობას დგამენ და ამით პროვოცირებენ პოტენციურ მკვლელებს. ვერავის შევაგნებინე, რომ მედია ბუმის შედეგია ერთმანეთზე მიყოლებული მკვლელობები. საერთოდ ნუ გააშუქებთ!!!!!!!!!!!!
მთავარი არხი TV/Mtavari arkhi TV
Nika Gvaramia Nodar Meladze"- დაწერა უფლებადამცველმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხაშურში 23 წლის ქალს ყოფილი ქმარი თავს დღისით დაესხა. პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს. ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა.





0
550
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
550