x
image
მარიამ პირველი
იოგა უნივერსალური , მდუმარე შემეცნების პროცესი

image

- რა არის იოგა?



იოგა სიტყვა-სიტყვით სულსა და სხეულს შორის კავშირს ნიშნავს.

სწორედ ადამიანის ამ ორი ასპექტის ერთიანობაა ამ დიციპლინის მთავარი პრინციპი.

იოგა სათავეს იღებს ინდოეთში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, თუმცა დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული სახით.

იოგა ინდუიზმის 6 ფილოსოფიური სკოლიდან ერთერთია, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ფიზიკური პრაქტიკის ფორმა . იმ სახით რომლითაც დღეს ჩვენ იოგას ვიცნობთ მეოცე საუკუნეში ჩმოყალიბდა.


კრიშნა მაჩრია ეს იყო ადამიანი, რომელმაც იოგა ფილოსოფიურ და რელიგიური სწავლებიდან ფიზიკურ სწავლებად აქცია.

სწორედ მის სახელს უკავშრდება თნამედროვე იოგის სისტემის შექმნა. მისი სისტემის მიხედვით იოგა გახდა უნივერსალური მეთოდი. თანამედროვე იოგა აბსოლიტურად ემიჯნება რელიგიას, მაგრამ არ ემიჯნება სულიერებას.

ამ კომპლექსური მიდგომის წყალობით აღმოსავლურმა დისციპლინამ მსოფლიოში გაითქვა სახელი. იოგას სისტემა სხვადასხვა პოზებისგან ანუ ასანებისგან შედგება. სწორედ მათი შესრულების შედეგად მიიღწევა იოგას მთვარი მიზანი _ ორგანიზმში სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესება .თითოეული პოზის დროს ორიენტირება ხდება სხეულის ამა თუ იმ წერტილზე, ასეთ დროს ძლიერდება გონების კონცენტრაცია, რის შედეგად ძლიერდება გონება და ადამიანი სწავლობს ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ ჩაწვდეს პრობლემურ საკითხებს სწორად და შესაბამისად მოძებნოს პრობლემის გადაწყვეტის სწორი გზა.

ხერხემლის, სუნთქვითი, გულისა და ფარისებლი ჯირკვლის პრობლემების მოგვარება არის იოგას ძირითადი მიღწევები.თუმცა მისი მთავარი მიღწევა სულსა და სხეულს შრის ჰარმონიის დამყარება და საკუთარი თავის მართვა გახლავთ. იოგა ეს არის მდუმარე შემეცნების პროცესი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურობაში მონაწილეობდეს. მდუმარეა იმ გაგებით, რომ დანახულის გამოთქმა, სახელის დარქმევა და კატეგორიზაცია საჭირო არ არის.


0
54
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0