x
პოსტიმპრესიონიზმის ნაშობა

კვირადღის ნაშუადღევი კუნძულ გრანდ-ჟატზე
1886 წელს, იმპრესიონისტთა ბოლო გამოფენაზე, აჟიოტაჟ გამოიწვია ჟორჟ სერას ნამუშევარმა "კვირადღის ნაშუადღევი კუნძულ გრანდ-ჟატზე". სერა პირველი მხატვარი იყო, რომელმაც გამოსცა არა ერთჯერადი შთაბეჭდილება წამისა, არამედ გვაგრძნობინა უსასრულობის შეგრძნება წამში. ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც დაასრულა იმპრესიონიზმი და დაიწყო ახალი, ინოვაციური ენით საუბარი დამთვალიერებელთან.
შთაგონების წყაროდ, ფრანგი (და არამხოლოდ ფრანგი მხატვრებისთვის) იქცნენ რასაკვირველია ქალები, ქალის ნატურაზე მუშაობით ისინი ცდილობდნენ მოძველებული ხედვების ახლებურ გადმოცემას.

პირველი ნამუშევარი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ პოლ გოგენს ეკუთვნის. "ხილვა ქადაგების შემდეგ" შეიქმნა 1888 წელს. მოკლედ, ერთ დღეს, ბრეტანის ერთ-ერთ ქალაქს ეწვია გოგენი, ეკლესიაში შეიარა, სადაც ქალები ქადაგებას უსმენდნენ. ქადაგების მთავარი ხაზი იყო ბიბლიური ეპიზოდი იაკობისა და ანგელოზის მსგავსი არსების დაპირისპირების შესახებ. გოგენმა თავისი ჩვეული მანერით გვაჩვენა ის რაც თვითონ დაინახა, კერძოდ ტაძარში მოძღვარის ენაწყლიანობით აღფრთოვანებული მრევლი. ავტორმა გადმოგვცა კონკრეტულად ქალების განცდები, რომლებიც თითქოს იმ მითოსურ სამყაროში იმყოფებიან, რაზეც მოძღვარი საუბრობს. ამაზე მეტყველებს თუნდაც დარღვეული პროპორციები და არაბუნებრივად წითელი გარემო, რომელიც თითქოს რეალური სამყაროსგან გამოყოფს ნახატის გარემოს. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ მინდვრების, რომელიც ჩვეულებრივ სოფელს ახასიათებს. მაგრამ სწორედ კონტრასტი მწვანესა და წითელს შორის გვაძლევს ერთგვარი პორტალის შეგრძნებას. ვხედავთ რამდენიმე ქალის სახეს, ეს სახეები გამოხატავენ ყველა გრძნობას, რომელიც შეეძლო გამოეწვია ქალში ქადაგებას. ზოგი სათნო, ნეტარი სახით ლოცულობს, ზოგი თითქოს გაურბის და ცდილობს არ დაინახოს რეალურად რა ხდება, ჩემი ფავორიტი პერსონაჟი კი ცნობისმოყვარეობით აკვირდება დავითისა და ანგელოზის დაპირისპირებას, აინტერესებს რომელი "გაიმარჯვებს". თითქოს დეკამერონის ტიპის სიუჟეტს ვუყურებთ, სადაც გადმოცემულია ისტორია იმის შესახებ თუ როგორ უყურებდა (ან აშველებდა) ქალი გადამტერებულ ქმარსა და საყვარელს.

ხილვა ქადაგების შემდეგ

1880-იან წლებში დასავლეთის ქვეყნების მიერ, არადასავლური ტერიტორიების ანექსიის პერიოდია. საფრენგეთი ცდილობდა პოზიციები გაემაგრებინა პოლინეზიასა და ცენტრალურ აფრიკაში. ანუ იმ პერიოდის ფრანგი არტისტისთვის ხელმისაწვდომი იყო "ველური" ცივილიზაციების ხილვა. სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენა გოგენმა და წავიდა კუნძულ ტაიტიზე, სადაც შექმნა თავისი შემოქმედების საკვანძო ნამუშევრები. ის გადმოსცემდა ველურ, პორველყოფილ მშვენიერებას, რომელიც უცხო ცივილიზაციებისათვის ყოველდღიურობას წარმოადგენდა. მოკლედ, რას ცდილობდა გოგენი. ადამიანი დაიღალა პარიზული ხმაურისგან, ცივილიზაციისგან, გაეცალა ყოველდღიურობას, ხმაურს და დაიწყო ევროპული კულტურის გადმოტანა ტაიტურ ველურ აღქმაში. ის იწყებს სიშიშვლის გადმოცემას არა სექსუალურობისთვის, არამედ იმისათვის რათა აჩვენოს დამთვალიერებელს, რომ იმედი ისევ არსებობს, არსებობს შეურყვნელი სამყარო. სადაც ყმაწვილი იესო არ არის ისეთი როგორიც რენესანსულ ნახატებშია გადმოცემული თუნდაც. ის ჩვეულებრივი ტაიტელი ბავშვია, ბინძური ფეხებით. მარიამს კი უბრალო ნაჭერი აქვს შემოხვეული და ჩვეულებრივი ღარიბი ქალია. ეს კი გავს რეი ბრედბერის ერთ-ერთი მოთხრობას "ტანმოხატული კაციდან", სადაც იესო სხვადასხვა სახითაა წარმოდგენილი სხვადასხვა პლანეტაზე (მაგრამ ამაზე სხვა დროს).


ტაიტელი მარიამი

როგორც უკვე აღვნიშნე, გოგენი გატაცებული იყო ევროპულის "გატაიტურებით" და თან მისტიური ელფერის მიცემით. ერთმა ნამუშევარმა მომაგონა ევროპელი რომანტიკოსის, ჰენრი ფიუსელის "ღამის კოშმარი". განსხვავებით ფიუსელისა, გოგენმა პოსტიმპრესიონისტული ხელწერა გამოიყენა და თავის ნამუშევარში "სიკვდილის აჩრდილი გიყურებს" დაგვიხატა შიშველი ტაიტელი ქალი, რომელიც გაწოლილია ლოგინზე, თვალგახელილი მოგვჩერებია ჩვენ, თითქოს არ უნდა გაინძრეს რათა სული არ დააფრთხოს და ჩვენ გაგვაფრთხილოს იმ საშიშროების შესახებ რაც გველის როცა გვძინავს. აი ფიუსელის პერსონაჟი დანებებულია...

image

image
და ბოლოს ცოტაოდენი პათოსი...
ბოლო ნამუშევარი, რომელიც მინდა განვიხილო, ეს არის ანრი-ედმონ კრისოს "ჩრდილქვეშ". ეს ნამუშევარი არის ის, რაც ბოლომდე ამბობს ამ მიმდინარეობის სათქმელს და იმასაც რის თქმასაც ვცდილობ მე. ნამუშევარში ვხედავთ ქალების სამყაროს, სადაც არ არსებობს შეზღუდვები და სტანდარტები, სადაც ქალს შეუძლია იყოს ის რაც არის, მთავარი კი ის მომენტია, რომ ეს ნახატი არ არის მხოლოდ ტილოზე დატანილი ფერები, ეს არის წამი, შთაბეჭდილება, რომელიც არც წარმავალია, არც ერთჯერადი. არამედ მონუმენტური მარადიულობაა. თავისუფალი ქალი ისვენებს ტბის პირას, ქმნის თავის სამყაროს. გაოგნებულ მხატვარს კი არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ეს წამი აღბეჭდოს და მარადიულ, უწყვეტ პროცესად აქციოს ის...

მერე კი ხელზე დაიფურთხოს და საქმეს მიხედოს...

არადა ის ტაიტელი ქალი გვაფრთხილებდა თვალებით ფრთხილად იყავითო.


image

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:დემეტრე დგვეფაძე
დემეტრე დგვეფაძე
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0