x
image
ლურჯი თოლია
დნმ-ის ანალიზების საფუძველზე დადგინდა ანატომიურად თანამედროვე ადამიანის სამშობლო

image

დნმ-ის ანალიზების საფუძველზე დადგინდა ანატომიურად თანამედროვე ადამიანის სამშობლო — ბოტსვანა

2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა შეისწავლეს აფრიკის მასშტაბით მცხოვრები 1200 ადამიანის მიტოქონდრიული დნმ — გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც მდედრობითი ხაზით გადაიცემა. მას შემდეგ, რაც განსაზღვრეს, თუ რომელი გენი იყო ადამიანთა დნმ-ში უცვლელი დროთა განმავლობაში, ანთროპოლოგებმა დაადგინეს, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანი გამოჩნდა მდინარე ზამბეზის სამხრეთით გადაჭიმულ ერთ დროს ჭარბტენიან ლანდშაფტში, თანამედროვე ბოტსვანის ტერიტორიაზე. დღეს ცოცხალი ყველა ადამიანი შთამომავალია ქალისა, რომელიც 200 000 წლის წინ ცხოვრობდა თანამედროვე ბოტსვანის ტერიტორიაზე, მდინარე ზამბეზის სამხრეთით.

ეს აღმოჩენა მხარს უჭერს თეორიას, რომლის მიხედვითაც, თანამედროვე ადამიანის წინაპრები დანარჩენ მსოფლიოში აფრიკიდან გავრცელდნენ და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ განვითარებულან. ახალი კვლევა გადაჭრით ასკვნის, რომ აფრიკის ეს ნაწილი ნამდვილი ოაზისი იყო ჩვენი წინაპრებისთვის. ეს კი მნიშვნელოვანი დამატებითი ცნობაა ადამიანის ევოლუციის კვლევაში.

1
791
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
791
  
2020, 5 მარტი, 3:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1