x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ნახეთ, რამდენად აქვთ დაზღვეული სხეულის ნაწილები ცნობილ ვარსკვლავებს

image


სხეულის გარკვეული ნაწილების დაზღვევა - დასავლელ სელებრითებს შორის უკვე ერთგვარ ტრენდად იქცა. აზღვევენ ყველაფერს რასაც საკუთარი სხეულის ყველაზე მთავარ ღირსებად თვლიან. ზოგისთვის ყველაზე ღირებულს საკუთარი უკანალი, ფეხები ან თქვენ წარმოიდგინეთ და, ენა წარმოადგენს. მაშ ასე, მოდით ვნახოთ, სხეულის რომელ ორგანოს უფრთხილდებიან ცნობილი ქალბატონები ყველაზე მეტად და რამდენ მილიონ დოლარად აქვთ შეფასებული საკუთარი სხეულის ყველაზე პიკანტური ნაწილები.







მაილი საირუსი - ენა 1 000 000 დოლარი.




image


ამერიკელ პოპ - ვარსკვლავს მაილი საირუსს საკუთარი ენა არც მეტი, არც ნაკლები - ერთ მილიონ დოლარად აქვს დაზღვეული. მომღერალსა და მსახიობს პირის ღრუ ეს კუნთოვანი ორგანო სიგიჟემდე უყვარს, რის გამოც ის მუდამ ფოტოებზე მის დემონსტრირებას ახდენს.





რიანა - ფეხები 500 000 ათასი დოლარი.




image



მსოფლიოში ერთი - ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ჟურნალის "Forbes" -ის მიერ ყველაზე მდიდარ მომღერალ ქალად დასახელებულ რობინ რიანა ფენტს - გაგიკვირდებათ და, ფეხები ხუთასი ათასს დოლარად აქვს დაზღვეული. ბარბადოსელმა ლამაზმანმა ტინა ტერნერის მაგალითს მიბაძა და თავისი ფეხებიც უზარმაზარ თანხად დააზღვია.







ჰაიდი კლუმი - ფეხები 2 000 000 დოლარი.


image


ცნობილმა გერმანელმა სუპერმოდელმა ჰაიდი კლუმმა უბედური შემთხვევის გამო, რის შედეგადაც მას ფეხზე ნაიარევი დარჩა, ქვედა კიდურები ორ მილიონ ამერიკულ დოლარად დააზღვია.





ჯენიფერ ლოპესი - უკანალი 300 000 000 დოლარი.


image


აქ უკვე სათქმელიც არაფერია - უყვარს ის, სიგიჟემდე უყვარს..






კიმ კარდაშიანი - უკანალი 21 000 000 დოლარი.


image


ჯენიფერ ლოპესთან შედარებით ამერიკული რეალითი შოუების ვარსკვლავის თანხა რა თქმა უნდა ბევრად უფრო ნაკლებია, თუმცა აი, თავად უკანალი მასზე გაცილებით დიდია.






მადონა - მკერდი 2 000 000 დოლარი.


image


პოპ - დივა პენსიაზე გასვლას აშკარად არ ჩქარობს, ამიტომ საკუთარ გარეგნობასაც დიდ ყურადღებას უთმობს.





ტეილორ სვიფტი - ფეხები 40 000 000 დოლარი.


image


მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი მომღერალი მოდელის პროფესიისგან საკმაოდ შორს არის, მან კოლეგების მსგავსად, ასევე გადაწყვიტა საკუთარი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის - ქვედა კიდურების დაზღვევა, რაც საბოლოო ჯამში მუსიკოსს 40 000 000 დოლარი დაუჯდა.





მერაია ქერი - ფეხები 1 მილიარდი დოლარი.


image


როგორც ჩანს, მომღერალი თავის მთავარ ღირსებად არა ხმას, არამედ ფეხებს მიიჩნევს...





კაილი მინოუგი - უკანალი 5 000 000 დოლარი.


image


ეს ავსტრალიელი პოპ - მომღერალი თავის კოლეგებთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებულია, ვერაფერს იტყვი...







ჯულია რობერტსი - ღიმილი 30 000 000 დოლარი.


image


ყველასთვის საყვრელი "ლამაზმანი" - ჩვენი ათეულიდან ყველაზე საღად მოაზროვნე ქალბატონია. ვინაიდან მას ეშინია არა იმის, რომ მისი მკერდი ან უკანალი ოდესმე "გაცვდება", არამედ იმის, რომ ერთ დღესაც შეიძლება მისი მომაჯადოებელი ღიმილი ისეთი თვალისმომჭრელი აღარ იყოს როგორც უწინ.





0
488
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
488